Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

Новости за 09.10.2022

ჩრდილოეთმა კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთმა კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ეს მეშვიდე სტარტია უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ცნობით, 9 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეის ორი ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა. სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ეს არის „სერიოზული პროვოკაცია“. იაპონიის სანაპირო დაცვის თანახმად, რაკეტები ზღვაში ჩავარდა იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ. იაპონიის მაღალი რანგის სამხედრო პირის თანახმად, ერთ-ერთი... Читать дальше...

ჩინეთმა კოსმოსში წარმატებით გაგზავნა ობსერვატორია მზეზე დასაკვირვებლად

Radiotavisupleba.ge 

ამის შესახებ იტყობინება ჩინეთის აეროკოსმოსური სამეცნიერო-ტექნიკური კორპორაცია. ობსერვატორია კოსმოსში გაიყვანეს რაკეტა Chang Zheng 2D-ს მეშვეობით. ობსერვატორია მზის სინქრონულ ორბიტაზე იქნება 720 კილომეტრის სიმაღლეზე. გეგმის მიხედვით, აპარატმა იქ მინიმუმ ოთხი წელი უნდა იმუშაოს. ობსერვატორია აღჭურვილია სამი მოწყობილობით - მაგნიტოგრაფით, რომელიც მზის მაგნიტურ ველს შეისწავლის; რენტგენის სკანერით - მზეზე აფეთქებების დროს მაღალენერგეტიკული გამოსხივების შესასწავლად და კორონოგრაფით - პლაზმის ანალიზისთვის, რომელიც აფეთქებების დროს ჩნდება. Читать дальше...

მომსახურების სააგენტოს ზოგიერთ სერვისზე ფასების გაზრდა იგეგმება

Radiotavisupleba.ge 

მთავრობის ინიციატივით, მომსახურების სააგენტო ზოგიერთ სერვისზე ფასი გაიზრდება. ამ ინიციატივას მთავრობა 10 ოქტომბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენს. კანონპროექტის თანახმად, იზრდება რამდენიმე მომსახურების საფასური იზრდება. კერძოდ: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება; ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის ღირებულება კი 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი გახდება.



გაირკვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებს შეხვდება. გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართულ წილისყრაზე, ევროპის სამოცდასამი ქვეყნის ნაკრები ათ ქვეჯგუფში გადანაწილდა. აქედან შვიდი ექვსგუნდიანი ჯგუფია, სამი - შვიდგუნდიანი. საქართველო ექვსგუნდიან A ჯგუფში მოხვდა, საიდანაც მხოლოდ ორი საუკეთესო მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს. ევრო-2024-ის შესარჩევი შეხვედრები 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. Читать дальше...

Milliyet-ი: თურქეთი აპირებს, მოლაპარაკებები მოაწყოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის

Radiotavisupleba.ge 

თურქეთი აპირებს, მოაწყოს მოლაპარაკებები, ერთი მხრივ, რუსეთს და, მეორე მხრივ, აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის. ამის შესახებ თურქეთის გამოცემა Milliyet-ი იტყობინება. გამოცემის თანახმად, გეგმა აშშ-ს გადაეცა მნიშვნელოვანი კერძო არხებით. როგორც Milliyet-ი აცხადებს, ვაშინგტონიდან პირველი კომენტარები დადებითია, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, მოხერხდება თუ არა სავარაუდო დიალოგში რუსეთის წარმომადგენლის პოვნა. ადრე თურქეთი ღია არხებით მხარდაჭერას უცხადებდა უკრაინას და ამბობდა, რომ... Читать дальше...

დიდ დიღომში ქალის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში ქალის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად 9 ოქტომბერს წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ოქტომბერს, თბილისში, მირიან მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ურთიერთშელაპარაკებისას ქალს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ოქტომბერს დააკავეს. Читать дальше...

სამუშიას თსუ-ს რექტორობას ულოცავენ მაშინ, როცა უცნობია რექტორობის კანდიდატთა ვინაობა

Radiotavisupleba.ge 

ჯაბა სამუშიას რექტორობას ულოცავენ მაშინ, როცა არც მისი და არც სხვა კანდიდატების ვინაობა ცნობილი არ არის. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, ჯაბა სამუშია გახდა. ჯაბა სამუშიას, რომელსაც როგორც ცნობილია, ჯერ ოფიციალურად კანდიდატურა არ დაუყენებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, მეგობრები სოციალურ ქსელში უკვე ულოცავენ უნივერსიტეტის რექტორობას. რადიო თავისუფლება ჯაბა სამუშიასთან დაკავშირებას შეეცადა... Читать дальше...

იაგო ხვიჩია: ვამჯობინებდი, რომ სააკაშვილის პრობლემა ქართველებს მოგვშორებოდა და ისე გვეცხოვრა ამ ქვეყანაში, მაგრამ მგონი, „ოცნების“ ამომრჩევლისთვის გაჭირდება იმის თქმა, რატომ გაუშვეს ის სადღაც

News.ge 

ვამჯობინებდი, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ქართველებს მოგვშორებოდა და ისე გვეცხოვრა ამ ქვეყანაში, მაგრამ, მგონი, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის გაჭირდება იმის თქმა, რატომ გაუშვეს მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ სადღაც,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, მისი პარტია სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას მისი პატიმრობის პირველივე დღიდან ითხოვდა და კარგია, რომ ამაში „ნაციონალური მოძრაობაც“ აჰყვა. Читать дальше...



ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

News.ge 

ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცის ცხედარი ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. თვითმხილველების თქმით, ცხედარი შენიშნეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს შეატყობინეს. გარდაცვლილი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.

პუტინმა ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვაზე უფლებამოსილება „ეფესბეს“ დააკისრა

News.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვაზე უფლებამოსილება ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას “ქერჩის სრუტეზე გადასასვლელის, რუსეთის ფედერაციასა და ყირიმის ნახევრკუნძულს შორის ელექტროქსელისა და კრასნოდარის ოლქი-ყირიმის გაზსადენის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ მათი ექსპლუატაციის დროს”. დაცვის გაძლიერების ვალდებულებები კი რუსეთის პრეზიდენტმა... Читать дальше...

ბობოყვათელები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან

Radiotavisupleba.ge 

"პოლიციას ხალხს გვიპირისპირებენ" - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ წინაპრების კუთვნილი მიწის დაბრუნების მოთხოვნით. ისინი ამ წუთას ბობოყვათის სანაპიროზე არიან შეკრებილები. ბობოყვათის ზღვის სანაპიროზე 20 ჰექტარი მიწის დაბრუნებას 100 მეტი ოჯახი ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ეს მიწა მათი წინაპრების საკუთრებაა, რომელიც ბოლშევიკურმა მთავრობამ ჩამოართვა, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ კი არ დაუბრუნა. საპროტესტო აქცია ბობოყვათელებმა პირველ ოქტომბერსაც გამართეს. Читать дальше...

სერგო ჩიხლაძე: თანხები და ადამიანური რესურსები იხარჯება არა სახელმწიფოს უშიშროებასა და უსაფრთხოებაზე, არამედ ერთი რუსი ოლიგარქის ვნებების დაკმაყოფილებაზე

News.ge 

თანხები და ადამიანური რესურსები იხარჯება არა სახელმწიფოს უშიშროებასა და სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ ერთი რუსი ოლიგარქის ვნებების დაკმაყოფილებაზე, მის შიშებსა და პირად ინტერესებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მართვის რუსული მოდელი დანერგა – ყველას თვალთვალი, ტოტალური უნდობლობა, ტოტალური კონტროლი. „ ის რაც ჩვენ ვიხილეთ და რასაც ბოლო... Читать дальше...

ზელენსკი ზაპოროჟიეს დაბომბვაზე: აბსოლუტური საძაგლობა და ბოროტება, არაადამიანები და ტერორისტები – უპასუხებენ

News.ge 

აბსოლუტური საძაგლობა. აბსოლუტური ბოროტება. უპასუხებენ – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას. უკრაინის პირველი პირის თქმით, დაიღუპა 12 ადამიანი, 49 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ექვსი ბავშვი. „ისევ ზაპოროჟიე. ისევ უმოწყალო თავდასხმები მშვიდობიან ხალხზე. საცხოვრებელ კორპუსებში პირდაპირ შუაღამისას. აბსოლუტური საძაგლობა, აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები და ტერორისტები – მათგან, ვინც ეს ბრძანება გასცა და ...

ყირიმის ხიდის აფეთქება პუტინს ძლიერად დაარტყამს - ბრიტანული დაზვერვა

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანული დაზვერვის ვარაუდით, 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდის აფეთქება, დიდი ალბათობით, ძლიერად დაარტყამს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტის. აფეთქება პუტინის 70 წლის იუბილიდან რამდენიმე საათში მოხდა. „სარკინიგზო ლიანდაგის დაზიანების ხარისხი უცნობია, მაგრამ ყველა სახის სერიოზული დაზიანება, დიდი ალბათობით, აშკარა გავლენას იქონიებს რუსეთის ისედაც მწირ შესაძლებლობებზე მოამარაგოს საკუთარი არმია სამხრეთში. სარკინიგზო მიმოსვლა ყირიმის ხიდზე, რომელიც ძირითადად სატვირთო გადაზიდვებისთვის იყო განკუთვნილი, 2020 წელს გაიხსნა და მას შემდეგ... Читать дальше...

ყველა, ვინც ბრძანება გასცა და ეს ბრძანება შეასრულა, პასუხს აგებს - ზელენსკი ზაპოროჟიეზე

Radiotavisupleba.ge 

9 ოქტომბრის ღამეს, ზაპოროჟიეს მისამართით განხორციელებულ მორიგ სარაკეტო თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება. მისი განცხადებით, ყველა, ვინც ბრძანება გასცა და ვინც ეს ბრძანება შეასრულა პასუხს აგებს: „კვლავ ზაპოროჟიე. კვლავაც შეუბრალებელი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, საცხოვრებელ სახლებზე, შუაღამისას. უკვე ახლა ცნობილია, რომ დაღუპულია 12 ადამიანი. 49 დაშავებული კლინიკებშია გადაყვანილი, მათგან ექვსი, ბავშვია. აბსოლუტური უზნეობა! აბსოლუტური ბოროტება! Читать дальше...

გელათში მეთორმეტე საუკუნის ღვთისმშობლის მოზაიკა დაზიანდა

Radiotavisupleba.ge 

კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში გადაღებული მოზაიკის ფოტოებს, სადაც ასახულია მეთორმეტე საუკუნეში გაწყობილ ღვთისმშობლის მოზაიკაზე არსებული დაზიანებები. ნიკა ვაჩეიშვილი წერს, რომ ტაძარში ჩასულმა წყალმა დააზიანა ღვთისმშობლის თვალის ქვეშ, ღაწვის მონაკვეთი და ამ ფაქტს საუკუნის დანაშაულს უწოდებს: „ძალიან ცუდი ამბებია გელათიდან. დავით აღმაშენებლის დროს გაწყობილ ღმრთისმშობლის მოზაიკაზე დაიწყო ზედაპირის ცვენის პროცესი. ტაძარში... Читать дальше...

ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმისას დაჭრილთა შორის ექვსი ბავშვია, დაიღუპა 12 ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის ღამეს ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 12 და დაშავდა 49 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 17 გარდაცვლილის შესახებ. „წუხელ, მტერმა გამოიყენა ტაქტიკური ავიაცია, რათა განეხორციელებინა სარაკეტო იერიში ოლქის ცენტრზე. წინასწარი ინფორმაციით, ზაპოროჟიეს მიმართულებით გაისროლეს 12 რაკეტა. რაკეტების უმეტესობა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებს ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონში. Читать дальше...

ბელარუსი უკრაინას ადანაშაულებს მათზე თავდასხმის მზადებაში

Radiotavisupleba.ge 

ოფიციალური მინსკი უკრაინას ადანაშაულებს ბელარუსზე თავდასხმის მზადებაში. 8 ოქტომბერს, უკრაინის ელჩს ბელარუსში, იგორ კიზიმს, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასცეს დიპლომატიური ნოტა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა ბელარუსის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ემზადება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ოფიციალური მინსკის ბრალდებებს „ბელარუსის რეჟიმის ინსინუაციებს“ უწოდებს. უწყების განცხადებით, ბელარუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და ხაზს უსვამს... Читать дальше...

გარდაიცვალა თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი

Radiotavisupleba.ge 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოტოციკლისა და ტრაილერის შეჯახების შემდეგ, ლაშა გოგიაშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „ქართული ოცნების“ წევრი, 42 წლის ლაშა გოგოიაშვილი, თერჯოლის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორედ აირჩიეს. Читать дальше...

სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმისას

Radiotavisupleba.ge 

სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეში, 9 ოქტომბრის ღამეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას საქალაქო საბჭოს მდივანი, ანატოლი კურტევი ავრცელებს. მან ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა დაეხმარონ მაშველებს ნანგრევების დასუფთავებაში: „წუხანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი სახლები და ქალაქის კერძო სექტორის ქუჩები. წინასწარი მონაცემებით, დანგრეულია ხუთი კერძო სახლი, დაზიანდა 40-მდე. ამ დროისათვის ცნობილია 17 დაღუპულის შესახებ“, - წერს ანატოლი კურტევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Футболисты ФК «Динамо Пушкино» заняли второе место в межрегиональном турнире Laffy Cup 2024


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова не смогла пробиться во второй круг турнира WTA в Страсбурге


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Московской области сотрудники Росгвардии присоединились к ежегодной экологической акции «Наш лес. Посади свое дерево»





Путин в России и мире
Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает В.В. Путину улучшить либо вообще отменить налоги в обществе.


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Президент Камеруна получил послание от Президента Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский заявил, что обеспокоен заявлениями республиканцев в США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Юрий Лоза

«Считают каждую копейку»: Юрий Лоза рассказал о трудностях Максима Галкина* и Аллы Пугачевой в Израиле



Москва

МЧС: пожар в ресторане в Люблине потушили на 350 кв. метров

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net