Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

Новости за 11.10.2022

მედვედევი: კიევისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება …

News.ge 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება კონფლიქტის მსოფლიო ომამდე ესკალაციას დააჩქარებს. მისივე თქმით, დასავლეთის ხელმძღვანელობამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამდე „გონივრულად უნდა იფიქროს“. „უსწრაფესი გზა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისთვის მსოფლიო ომის შეუქცევად შედეგებამდე არის კიევისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება. ნატოს ხელმძღვანელობასა და ამერიკას ვურჩევ, გონივრულად იფიქრონ და შეაფასონ არსებული რისკები“... Читать дальше...

მილა იო­ვო­ვი­ჩი: გაუმარჯოს უკრაინას

News.ge 

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, მილა იო­ვო­ვი­ჩი ბოლო დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ამ თე­მა­ზე “ინ­სტაგ­რამ­ზე“ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მილა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, წერს, რომ “ერთ დროს მშვი­დო­ბი­ა­ნი და წყნა­რი ქა­ლა­ქი კი­ე­ვი, ახლა გარ­დაც­ვლი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხედ­რე­ბი­თაა მო­ფე­ნი­ლი. ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია ის მწუ­ხა­რე­ბა, რა­საც ახლა ჩემი ხალ­ხი გა­ნიც­დის“,- წერს მსა­ხი­ო­ბი. მსა­ხი­ო­ბი აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი ნატ­ვრაა... Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე: ადამიანებს უნდა დავაჯეროთ, რომ ვერავინ ვეღარ ჩაიგდებს ხელში ერთპიროვნულ ძალაუფლებას

News.ge 

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა ქუჩის პროტესტია. ისივე თქმით, ამ გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოსახლეობას უნდა დააჯერონ, რომ ერთპიროვნულ ძალაუფლებას ხელში ამიერიდან ვერავინ ჩაიგდებს. „აწმყოზე უნდა შევთანხმდეთ, თუ რა რეალობაში ვცხოვრობთ და გამოსავალზე უნდა შევთანხმდეთ. მე ვხედავ გამოსავალს იმაში, რომ ხალხის მობილიზება მოვახდინოთ, რწმენა გავუჩინოთ და ქუჩაში ...



ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდ შვიდეულს”: რუსეთი სრულად უნდა იქნეს იზოლირებული და უნდა დაისაჯოს

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ოქტომბერს „დიდი შვიდეულის“ სამიტისადმი ონლაინ მიმართვაში თქვა, რომ აუცილებელია რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტზე ფასების მკაცრი ზედა ზღვრის დაწესება. მან ისაუბრა იმაზე, რომ 10 და 11 ოქტომბერს რუსეთმა წამოიწყო ესკალაციის ახალი ტალღა, როცა ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მის სარაკეტო იერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთი სრულად უნდა იქნეს იზოლირებული და ...

ვალერი ზალუჟნი: უკრაინელებმა ბოლო 48 საათში 11-დან 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს

News.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, პოლონური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მეშვეობით უკრაინელებმა ბოლო 48 საათში 11-დან 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ იგი Twitter-ის პირად გვერდზე წერს. “ორი დღის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის ბრიგადებმა 11-დან 9 Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ეს ჩვენი მეზინეტეების ხარისხიანად მომზადების შედეგია, რომელსაც ჩვენი პოლონელი ძმები ატარებდნენ!პოლონეთმა მოგვცა სისტემები, რომელთა გამოყენებითაც ...

ბულგარეთის მთავრობა: ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე

News.ge 

ბულგარეთის მთავრობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს საერთო სატვირთო მანქანასთან, რომლითაც, რუსეთის მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდის აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის მედიასაშუალება BGNES იუწყება. „რა თქმა უნდა, დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებული იყო მისი მარშრუტის საწყის პუნქტად“, – აცხადებენ ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში. რუსულ მედიაში გავრცელდა ...

ზელენსკიმ დაზვერვას სარაკეტო ტერორისთვის პასუხისმგებელი ყველა პირის დადგენა დაავალა

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვას სარაკეტო ტერორისთვის პასუხისმგებელი ყველა პირის დადგენა დაავალა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ცალკე დავალება დაზვერვისთვის – დაადგინონ ყველა, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ამ სარაკეტო დარტყმებში, ირანულ დრონებთან სქემებში. ტერორისტების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ისევე უნდა იყოს, როგორც ტერორისტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამისთვის ვმუშაობთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჯონ კირბი: აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მიწოდებას დააჩქარებს

News.ge 

აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით, აშშ-მა უკვე დაიწყო NASAMS-ის პირველი ორი სისტემის მიწოდების პროცესი და იგი “უახლოეს მომავალში” დასრულდება. მან ზუსტი თარიღები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ “უდავოდ დაინტერესებულია” სისტემების მიწოდების დაჩქარებაში. ინფორმაციისთვის, უკრაინისთვის NASAMS ჰაერსაწინააღმდეგო ორი სისტემის მიწოდების შესახებ შეერთებულმა შტატებმა ივლისის ...



ზელენსკი "დიდ შვიდეულს": რუსეთი სრულად უნდა იქნეს იზოლირებული და უნდა დაისაჯოს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ოქტომბერს „დიდი შვიდეულის“ სამიტისადმი ონლაინ მიმართვაში თქვა, რომ აუცილებელია რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტზე ფასების მკაცრი ზედა ზღვრის დაწესება. მან ისაუბრა იმაზე, რომ 10 და 11 ოქტომბერს რუსეთმა წამოიწყო ესკალაციის ახალი ტალღა, როცა ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მის სარაკეტო იერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთი სრულად უნდა იქნეს იზოლირებული და უნდა დაისაჯოს, თქვა ზელენსკიმ. „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა თავიანთ ერთობლივ... Читать дальше...

ჩარლზ III-ის მეფედ კურთხევა 2023 წლის 6 მაისს გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის მონარქის, ჩარლზ III-ის მეფედ კურთხევა 2023 წლის 6 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა. ცერემონიას ვესტმინსტერის სააბატოში ჩაატარებს კენტერბერიელი ეპისკოპოსი. ჩარლზ III-ის მეუღლეს, კამილას, მასთან ერთად აკურთხებენ დედოფალ-კონსორტად (დედოფალ-მეუღლედ). 73 წლის ჩარლზ III, რომელიც აქამდე ცნობილი იყო როგორც უელსის პრინცი ჩარლზი, ბრიტანეთის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ხანდაზმული მონარქია მმართველობის დაწყების მომენტისთვის. დედამისი, ელისაბედ II, 8 სექტემბერს გარდაიცვალა 96 წლის ასაკში. Читать дальше...

“ის, რაც დაწერეთ, რამდენჯერ გითხრათ?” - ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესის დასკვნითი ეტაპი

Radiotavisupleba.ge 

11 სექტემბერს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ისევ დედის, ნატალია ნაჭყებიას გამოკითხვით გაგრძელდა. დარბაზის ერთ მხარეს ნელი დოროყაშვილი იჯდა, მეორე მხარეს - ნიკოლოზ ბასილაშვილი ადვოკატებთან ერთად, შუაში კი მოწმედ მისული ყოფილი დედამთილი.

გაიმართა ვლადიმირ პუტინისა და რაფაელ გროსის შეხვედრა ზაპოროჟიეს აეს-ის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის, სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე უთხრა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება „შემაშფოთებელია“. სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, პუტინმა გროსის უთხრა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის და აეს-თან დაკავშირებულ „ყველა პრობლემაზე“ გამართავს დისკუსიას. პუტინმა ასევე თქვა, რომ ხდება „გადაჭარბებული, სახიფათო პოლიტიზება“ ყველაფრისა... Читать дальше...

გახსნის თუ არა ლუკაშენკა მეორე ფრონტს?

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებულმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, თავდაცვის სამინისტროს დაავალა მოემზადოს რუსი სამხედროების მისაღებად. ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ქმნიან ჯარების ერთობლივ "რეგიონულ დაჯგუფებას", რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვითარება დიამეტრულად საწინააღმდეგოა და, რომ რუსეთი ცდილობს ბელარუსის უშუალო ჩართვას უკრაინასთან ომში. რუსეთმა ერთხელ უკვე გამოიყენა ბელარუსი პლაცდარმად უკრაინაში შეჭრისთვის... Читать дальше...

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, დაიღუპა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე

Radiotavisupleba.ge 

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, დაიღუპა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე სერგეი მასლოვი. მისი ავტომობილი აფეთქების ცენტრის სიახლოვეს იყო. ის ჯერ არ ამოუცნიათ. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Mash-ი და გაზეთი „კომერსანტი“. Mash-ის თანახმად, მოსამართლის ამოცნობას დნმ-ის მეშვეობით აპირებენ. მასლოვის სიკვდილის შესახებ იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასიც იუწყება ანონიმ წყაროზე დაყრდნობით. მოსამართლე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დანიშნა თანამდებობაზე 2014 წელს. Читать дальше...

რუსეთში ბელგოროდის რაიონზე დარტყმების შედეგად დენი გაეთიშა ქალაქ შჩებეკინოს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში, ბელგოროდის ქალაქ შჩებეკინოზე იერიშის შედეგად ადგილობრივი ქვესადგური დაზიანდა. ელექტროენერგია შეუწყდა ორი ათას ადამიანს, მსხვერპლი არ ყოფილა. ამის შესახებ გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადგკოვი იტყობინება. მისი სიტყვებით, შჩებეკინოზე დარტყმა განახორციელეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. გლადკოვმა დასძინა, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მისი მოადგილე, შჩებეკინოს რაიონის ხელმძღვანელი, საგანგებო ვითარებათა სამინისტროს წარმომადგენლები, პოლიცია და სხვა ოპერატიული სამსახურები. 10 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა... Читать дальше...

ბულგარეთის მთავრობა უარყოფს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა მის ქვეყანაში იმყოფებოდა

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გალაბ დონევის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება სრულიად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სატვირთო მანქანა, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა. სატვირთო მანქანის ბულგარეთში ყოფნის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა. როგორც რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური იუწყება, ბულგარეთის ხელისუფლებამ ბასტრიკინის განცხადების სიზუსტე სპეციალურად შეამოწმა. ამის შემდეგ ბულგარეთის მთავრობამ განაცხადა... Читать дальше...

რუსეთის იერიშის შედეგი - უკრაინა წყვეტს ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საავიაციო და სარაკეტო იერიშების ფონზე, უკრაინა იძულებულია, დაზოგოს გამომუშავებული ელექტროენერგია და იგი მთლიანად საკუთარი ენერგოსისტემის სტაბილურობას მოახმაროს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო გაწვევა იწყება

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო საშემოდგომო სამხედრო გაწვევას იწყებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განკარგულების შესაბამისად, საშემოდგომო გამოწვევა აქტიური სამხედრო სამსახურისთვის 17 ოქტომბერს დაიწყება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გაწვევა წლის ბოლომდე გაგრძელდება. „საწყისი სამხედრო წვრთნისა და წვევამდელების სამხედრო ფიცზე მომზადებისთვის შეიქმნა ახალი გაწვევის ადმინისტრაცია, რომელშიც შედიან ოფიცრები და სერჟანტები... Читать дальше...


Музыкальные новости
Aerosmith

Суд отклонил иск против солиста Aerosmith Тайлера с обвинениями в насилии





Персональные новости
НОПРИЗ

Подмосковные проекты победили в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023





„წარმოიდგინეთ, „ვეფხისტყაოსანი“ გიჭირავთ და ფურცლებს გლეჯთ, ასეა გელათის საქმეც“ - გელათი სამკურნალოა

Radiotavisupleba.ge 

ლურჯტენტგადაფარებული გელათის კადრები, სადაც სახურავიდან ტაძარში წყალი ჟონავდა და ფრესკებს აზიანებდა და ამავე სახურავის დამტვრეული კრამიტების ფოტოები სოციალურ ქსელში პირველად 2020 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ დაზიანების გამო, გელათი, ბაგრატის ტაძრის მსგავსად, შეიძლებოდა „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდანაც ამოეღოთ. ამ საფრთხეს მოჰყვა კითხვები: ვინ იყო დამნაშავე იმაში, რაც მე-12 საუკუნის სამონასტრო კომპლექსს დაემართა? რა ბედი ელოდა გელათს და რამდენად ხარისხიანად მიდიოდა რესტავრაცია? Читать дальше...

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მიერ მიღებული ევროპული პერსპექტივა არის უკრაინის თავდადებული ბრძოლის შედეგი

Radiotavisupleba.ge 

ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს ვერნერ იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება ევროკავშირის და აშშ-ის ძალისხმევას, ყველანაირად დაეხმარონ უკრაინას თავდადებულ ბრძოლაში, რომელიც, მისი თქმით, უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლაში წყდება მთელი ევროპის მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის. Читать дальше...

კავკასია - რაზე მიუთითებს გენეტიკური კვლევები

Radiotavisupleba.ge 

როგორ ხდება მოსახლეობის ეთნიკური ფორმირება? რატომ კარგავს არქეოლოგიური აღმოჩენები გენეტიკური ანალიზის გარეშე ინფორმატიულობას? ჩრდილოეთ კავკასიის პოპულაციური გენეტიკა - ამ თემას მაირბეკ ვაჩაგაევი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორ ჰუსეინ ჩოკაევთან განიხილავს. - ამ ბოლო დროს ენის მკვლევრები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ცალკეულ ჯგუფებზე კავკასიის ენათა სისტემაში: ნახური, დაღესტნური და აფხაზურ-ადიღეური. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენეტიკის კონტექსტში ეს ხალხი ერთმანეთს ენათესავება? - გენეტიკასა და ენას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. Читать дальше...

გვარამია: ფონდებისგან დაფინანსებაზე უარის თქმა, პოტენციურად ტელევიზიების დახურვას იწვევს

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაშია, მადლობას უხდის თანამშრომლებს ფინანსური კრიზისის დროს მუშაობის გამო. მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავისი საქმის განხილვის დროს მიმართა საერთაშორისო პარტნიორებსაც. "[როცა] ყველაზე დიდი, ვგულისხმობ რეიტინგით, პროდასავლური ძალა სულს ღაფავს, ამ ვითარებაში საგრანტო დაფინანსებაზე უარის თქმა [არმიცემა] დასავლური ფონდების მხრიდან და "კავკასიისთვის", რომელსაც არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება, უარის თქმა, პოტენციურად იწვევს ამ არხების დახურვას. Читать дальше...

სტოლტენბერგის თქმით, "უკრაინას აჩქარება აქვს" შეძენილი რუსეთთან ომში

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „უკრაინას ძლიერი იმპულსი" აქვს შეძენილი რუსეთთან ომში. ამასთან, მან კვლავ დაუდასტურა კიევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა. 11 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ბოლო ორ დღეში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიში „სისუსტის“ ნიშანია, ვინაიდან რუსეთი ვერ ახერხებს წარმატებების მიღწევას ბრძოლის ველზე. „მაშინ, როცა რუსეთი სულ უფრო ხშირად მიმართავს საშინელ და განურჩეველ... Читать дальше...

საქართველომ და რუმინეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციას

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუმინელ კოლეგასთან, კლაუს ვერნერ იოჰანისთან ერთად ხელი მოაწერა დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე". დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს, ვკითხულობთ, რომ მხარეები კვლავ ადასტურებენ მტკიცე ურთიერთმხარდაჭერას ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის მიმართ. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о Всероссийском конкурсе спортивных проектов «Ты в игре»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв победил Давидович-Фокину в 3-м круге «Мастерса» в Мадриде, отыгравшись с 0:5 на тай-брейке


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ключевой аспект успеха: как построить долгие и хорошие отношения с клиентом





Путин в России и мире
Москва

Эксперты Президентской академии в СЗФО об инициативах по изменению налоговой системы России


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Генсек НАТО прибыл в Киев: главные заявления Столтенберга и Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фрэнк Синатра

ДиКаприо споет голосом Синатры



Москва

Поджигатели вертолёта Ка-32 в Остафьево сознались в диверсии на железной дороге

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net