Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

Новости за 08.10.2022

პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ირანში გამართული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს

Radiotavisupleba.ge 

8 ოქტომბერს ირანში გაიმართა ახალი საპროტესტო აქციები, რასაც სამართალდამცველთა მკაცრი რეაქცია მოჰყვა. დემონსტრანტები განრისხებული არიან ახალგაზრდა ქალის სიკვდილით, რომელიც ჩაცმულობის წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობაში გარდაიცვალა. თვითმხილველთა მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები მოწმობს, რომ მცირე საპროტესტო გამოსვლები მოეწყო თეირანში, თეირანის მახლობლად მდებარე ქალაქ კარაჯიში და რამდენიმე სხვა ქალაქში. იტყობინებიან ასევე მუშების გაფიცვების თაობაზე ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, რომლებიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული. Читать дальше...

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ მასზე წარმატებით გაიარა პირველმა სატესტო მატარებელმა

Radiotavisupleba.ge 

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ მასზე წარმატებით გაიარა პირველმა მატარებელმა, იტყობინება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო. ახლა სხვა მატარებლებსაც ეძლევათ ხიდზე გავლის უფლება. „რუსეთის რკინიგზაც“ იტყობინება, რომ ხიდის შეკეთების შემდეგ მასზე გაიარა 15 ვაგონისგან შემდგარმა პირველმა სატესტო შემადგენლობამ. ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს დილით მოხდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს ცეცხლმოდებული გზა, ხანძარი სატვირთო მატარებელზე, საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩანგრეულია. ხიდზე მოძრაობა მთლიანად შეაჩერეს. Читать дальше...

პროტეინებით მდიდარი საკვები

News.ge 

პროტეინი ანუ ცილა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი აუცილებელია უჯრედული სტრუქტურის ფუნქციონირებისა და იმუნური სისტემისთვის. ასევე არეგულირებს ქიმიურ და ჰორმონალურ პროცესებს. ადამიანებს სხვადასხვა რაოდენობით სჭირდება ეს ნივთიერება, თუმცა ყველასთვის მნიშვნელოვანია პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება. პროტეინი ასევე ხელს უწყობს გონებრივ ფუნქციონირებას, კუნთების განვითარებას. განსაკუთრებით სჭირდებათ მოზარდებს, სპორტული აქტივობებით დაკავებულ ადამიანებს, ორსულებს. პროტეინი აგრეთვე კარგია სხეულის ჯანსაღი... Читать дальше...



მსოფლიოს ყველაზე დიდებული ღირსშესანიშნაოებები

News.ge 

სამყაროში უამრავი რამ არსებობს, რითაც შეიძლება უცხო ქვეყნების კულტურას ეზიარო, დაწყებული ენით, კერძებით, ქსოვილებით, დამთავრებული არქიტექტურული თავისებურებებით. ღირსშესანიშნაობები წარსული ეპოქის, სამეფოების, ხალხის და მათი სტილის ამსახველი, მდუმარე მოწმეები არიან. მუზეუმები, ტაძრები, უნივერსიტეტები, რომელთა ასლებიც სუვენირების მაღაზიებში უხვად გხვდებიან, უდიდესი მნიშვნელობის მატარებლები არიან. თუ მოგზაურობა გიყვართ და სიახლეების მაძიებელი ხართ, მაშინ ამ ფოტოებით მოიხიბლებით. ეს ის ...

როგორ გავატაროთ თავისუფალი დრო პროდუქტიულად

News.ge 

თანამედროვე სამყაროს ტემპი ძალიან დამღლელია. სამუშაო სათები, საცობში ფუჭად გაფლანგული დრო, ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევები. ეს ყველაფერი ჩვეულებად აქცევს იმას, რომ მუდმივად დაკავებულები უნდა ვიყოთ და საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანებისთვის დრო არ გვრჩებოდეს. თავისუფალი დროის ქონა და მისი პროდუქტიულად გამოყენება კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს სტრესისგან თავდაცვის ერთგვარი მექანიზმია. შეიძლება ერთდღიანი შესვენება, დივანზე მოკალათებულმა, საყვარელი ...

ნიკა მელიას თქმით, მან დაზიანება სპორტის დროს მიიღო და არა პარტიაში დაპირისპირებისას

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მან დაზიანება სპორტული აქტივობის დროს მიიღო. ის დეზინფორმაციას უწოდებს ცნობებს იმის თაობაზე, რომ თითქოს პარტიაში დაპირისპირების შედეგად აქვს მიღებული დაზიანებები და ხელი აქვს მოტეხილი. „ამ ბოლო ხანებში, პარტიისა და პირადად ჩემს მიმართ აგორებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ და დეზინფორმაციის კორიანტელმა დიდ მასშტაბს მიაღწია, რაც ცალსახად მხოლოდ რუსული ოცნებისა და იმ ადამიანების ინტერესშია, ვისთვისაც საკუთარი გავლენების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია... Читать дальше...

პუტინმა ქერჩის სრუტეში თავდაცვის ზომების გაძლიერების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

News.ge 

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქერჩის სრუტეში თავდაცვის ზომების გაძლიერების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

მედია: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტუკური რაკეტა გაუშვა

News.ge 

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ Reuters-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. 25 სექტემბრის შემდეგ, ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა მეშვიდედ გაუშვა. რაკეტა ზღვაში უკვე ჩავარდა. იაპონელმა მესაზღვრეებმა რეგიონში მყოფ გემებს მოუწოდეს, რომ რაკეტის ფრაგმენტებს არ მიუახლოვდნენ.



გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვების მიღებაზე უარს ამბობს და გამუდმებით წევს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი კატეგორიულ უარს ამბობს საკვების მიღებაზე და ის პრაქტიკულად სულ წევს. ალასიანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს მოძრაობა უჭირს. „საკვებს ვერ იღებს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. კატეგორიულად უარს ამბობს. ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის კომპენსაცია, გადასხმით ან რაღაცით. მამშვიდებს, წყნარად იყავი, ყველაფერი კარგად იქნებაო. როგორ იქნება კარგად, არ ვიცი, რადგან ვხედავ, რომ ყველაფერი ცუდად არის. Читать дальше...

ყირიმის ხიდზე, რომელზეც დღეს აფეთქება მოხდა, ნაწილობრივ აღდგა მოძრაობა

Radiotavisupleba.ge 

მსუბუქი ავტომანქანებისა და ავტობუსებისთვის აღდგა მოძრაობა ყირიმის ხიდზე, რომელიც შაბათს დილით დაზიანდა აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ანექსირებული ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს გაუშვებენ შემოწმების სრული პროცედურის გავლის შემდეგ. მოძრაობა შესაძლებელია საავტომობილო ხიდის დაუზიანებელ ნაწილზე. ეს მისი სიგანის დაახლოებით ნახევარია. სატვირთო მანქანებს ჯერჯერობით არ უშვებენ ხიდზე. აქსიონოვის სიტყვებით, მათ გაგზავნიან ქერჩის საბორნე გადასასვლელზე... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა

News.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამუშაო ჯგუფის სახელით “მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე”, დისკუსიის შემაჯამებელი მოსაზრებები წარუდგინა სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს. სამუშაო ვახშამზე დამსწრე ლიდერებმა ასევე შეაჯამეს სამიტის და, კერძოდ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა. Читать дальше...

გედევან ფოფხაძე: რატომ უნდა ჩავთვალო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმა მოიგო „ნაცებთან“? მე ვხედავ, რომ „ნაცები“ არიან გამარჯვებულნი

News.ge 

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი  წევრი, გედევან ფოფხაძე. – „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის 10 წლისთავი ზარ-ზეიმით აღნიშნა. აქცენტი იმაზე გააკეთეს, რომ 2012 წელს დაამარცხეს ბოროტი და სისხლიანი ძალა, „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობის“ შეფასებაში ვეთანხმები, მაგრამ ვინც ეს ძალა დაამარცხა, ვინც „ნაცებს“ წლები ებრძოდნენ, კაცი აღარ დარჩა „ქართულ ოცნებაში“, ყველანი  წამოხვედით და ხომ ვერ მეტყვით, დარჩენილთაგან ვინ ებრძოდა? – ...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ. „მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – სამართლიანი, იურიდიულად უნაკლო, ისტორიული. უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა, მათ შორის მისი ჩრდილოეთის ტერიტორიების, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი მოუწოდებს მსოფლიოს, ანალოგიური... Читать дальше...

უკრაინის დაზვერვის სამმართველო: მოსკოვში სამხედროების მასობრივი დაკავება დაიწყო

News.ge 

მოსკოვში სამხედროების მასობრივი დაკავება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო “ფეისბუქში“ ავრცელებს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, სამხედროების მასობრივ დაკავებებთან ერთად, მოსკოვის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია, თუმცა რუსული მედია ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. “რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ მიმართული “ღონისძიებათა კომპლექსი“ დაიწყო. მოსკოვის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია. ქალაქში ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების ქვედანაყოფები შევიდნენ ... Читать дальше...

მიხაილო პოდოლიაკი: ქერჩის ხიდის აფეთქება რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს შორის კონფლიქტის გამოვლინებაა,

News.ge 

ქერჩის ხიდის აფეთქება რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს შორის კონფლიქტის გამოვლინებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. “ქერჩის ხიდთან დაკავშირებით. ეს კონკრეტული გამოვლინებაა კონფლიქტის, რომლის ერთ მხარეს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და კერძო სამხედრო კომპანიაა, მეორე მხრივ კი თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბი“, – აცხადებს პოდოლიაკი. მისი თქმით, რუსეთში მასშტაბური ნეგატიური ...

ლავროვის თქმით, რუსეთი ერთგული დარჩება განცხადებისა ბირთვული ომის დაწყების დაუშვებლობის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ერთგული დარჩება განცხადებისა ბირთვული ომის დაწყების დაუშვებლობის შესახებ, თქვა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „უკრაინის გარშემო კრიზისის კონტექსტში სწორედ ამერიკელები და მათი მოკავშირეები ცდილობენ აქტიურად შემოიტანონ საჯარო ხმარებაში ბირთვული რიტორიკა“. მან ისაუბრა იმაზე, რომ ექსპერტები სულ უფრო ხშირად ახსენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. Читать дальше...

სერგეი ლავროვი: აშშ-მა უარი უნდა თქვას მსოფლიო ბატონობის პრეტენზიაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა უარი უნდა თქვას მსოფლიო ბატონობის პრეტენზიაზე. მისი სიტყვებით, ამერიკის ხელმძღვანელობამ შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს რუსეთის საქმეებში ჩარევის მცდელობებიდან. „ამერიკელებმა ფაქტობრივად ფეხქვეშ გათელეს საერთაშორისო სამართალი და დიპლომატიურ პრაქტიკაში ათწლეულების განმავლობაში არსებული დაუწერელი ტაბუები. მიუხედავად გეოპოლიტიკური რეალიებისა, აშშ ცდილობს მოაშთოს მსოფლიო თანამეგობრობის სხვა წევრები... Читать дальше...

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ჯარების სარდლად დაინიშნა გენერალი სერგეი სუროვიკინი

Radiotavisupleba.ge 

არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა უკრაინაში მიმდინარე ომში ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. ივნისში სამინისტრომ განაცხადა, რომ სუროვიკინი ხელმძღვანელობს ჯარების სამხრეთის დაჯგუფებას. 2017 წლის 31 ოქტომბრიდან სორუვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ხელმძღვანელობდა. სერგეი სუროვიკინი მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში ტაჯიკეთში, ჩეჩნეთის მეორე ომში და სამხედრო ოპერაციაში სირიაში. აპრილში BBC ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა... Читать дальше...

წინასწარი მონაცემებით, ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება. უწყების თანახმად, სავარაუდოდ დაიღუპნენ იმ მსუბუქი ავტომანქანის მგზავრები, რომელიც აფეთქებული სატვირთო მანქანის მახლობლად იმყოფებოდა. ამჟამად წყლიდან ამოტანილია ორი დაღუპულის გვამები - ქალისა და მამაკაცის. მათ ვინაობას ადგენენ. გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს სატვირთო ავტომობილისა და მისი მფლობელის მონაცემები - ესაა რუსეთის კრასნოდარის მხარის მაცხოვრებელი. როგორც იტყობინებიან... Читать дальше...


Музыкальные новости
Моргенштерн

Пользователи Сети обсуждают новое совместное видео Моргенштерна* и Лизы Василенко: «С Диларой он таких эмоций не давал»





Персональные новости
Пулково

В Пулково прокомментировали запрет на упаковку багажа в пищевую пленку





დუმაში შეიტანეს კანონპროექტი მობილიზაციის პერიოდში ალტერნატიული სამსახურის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეტანილია ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ კანონპროექტი ნაწილობრივი და საერთო მობილიზაციის პერიოდისთვის. დეპუტატებმა სარდანა აქსენტიევამ და მაქსიმ გულინმა პარლამენტს მიმართეს წინადადებით, შეივსოს მუხლი „რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო მზადებისა და მობილიზაციის შესახებ“. კანონპროექტის განმარტებითი ტექსტიდან ჩანს, რომ კანონპროექტი საშუალებას იძლევა გასწორდეს ხარვეზი კანონმდებლობაში და აფართოებს იმ მოქალაქეების სიას, რომლებსაც ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის გავლის უფლება აქვთ. Читать дальше...

თბილისსა და ქუთაისში გენპროკურორის არჩევის წესზე საკონსტიტუციო ცვლილებებს სახალხოდ განიხილავენ

Radiotavisupleba.ge 

8 ოქტომბერს, გენერალური პროკურორის არჩევის წესზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო-სახალხო განხილვა საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზიდან დაიწყო.  პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის, 90 დეპუტატის თანხმობით ირჩევს. თუ პარლამენტი პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ უბრალო უმრავლესობის, 76 დეპუტატის ხმები იქნება საკმარისი. ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება.... Читать дальше...

ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება ბორნებით კავშირის ორგანიზებას ცდილობს ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება ბორნებით კავშირის ორგანიზებას ცდილობს მას შემდეგ, რაც აფეთქდა ყირიმის ხიდი. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბორნების მიმოსვლა უკვე დაწყებულია. მოგვიანებით ტასმა განაცხადა ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რომ კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა არახელსაყრელი ამინდის გამო. ყირიმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ აქსიონოვის თქმით, ქერჩის საბორნე კავშირი, რომელიც კრასნოდარის მხარეს ყირიმთან დააკავშირებს, შაბათს დღის განმავლობაში დაიწყება და პრიორიტეტი იქნება მგზავრების გადაყვანა. Читать дальше...

დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისში და ხარკოვის ცენტრში სარაკეტო იერიშების შედეგად ხანძრები გაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში და ხარკოვის ცენტრში დაბომბვის შედეგად ხანძრები გაჩნდა. დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ილოვაისკში, რომელიც რუსეთის მიერ არის ანექსირებული, იწვოდა სარკინიგზო საწყობი. ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მას უკრაინის არმიის პოზიციებიდან ესროლეს  HIMARS-ის სისტემის ექვსი რაკეტა. ხარკოვის ცენტრში იწვის სამედიცინო დაწესებულება და არასაცხოვრებელი შენობა, იტყობინება ქალაქის მერი იჰორ ტერეხოვი. მისი წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვს რაკეტები დაუშინეს. Читать дальше...

ვარლამ გოლეთიანს ქუთაისის სკოლაში ხელშეკრულება არ გაუგრძელეს

Radiotavisupleba.ge 

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს ვარლამ გოლეთიანს, ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლიაში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ამ გადაწყვეტილებას გოლეთიანი, რომელიც სკოლაში გალობის ისტორიას ორი წელი ასწავლიდა, მის საპროტესტო ტალღაში მონაწილეობას უკავშირებს და დისკრიმინაციად აღიქვამს. „ნამოხვანის ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქტიურობის გამო გამათავისუფლეს, სხვა არანაირი მოტივი არ ჰქონდათ, რადგან მუშაობის პერიოდში არც ერთი შენიშვნა ან გაფრთხლება მიმიღია“, - ამბობს გოლეთიანი და ამატებს... Читать дальше...

მოსკოვის თანახმად, ყირიმის ხიდზე ხანძარი და ნგრევა მოხდა მას შემდეგ, რაც ააფეთქეს სატვირთო ავტომანქანა

Radiotavisupleba.ge 

სატვირთო მანქანის ბომბით აფეთქებამ გამოიწვია ხანძარი და ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის ერთი მონაკვეთის ნგრევა, აცხადებს მოსკოვი. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ბომბის აფეთქებამ გამოიწვია შვიდი სარკინიგზო ვაგონის ცეცხლში გახვევაც, რომელთაც საწვავი გადაჰქონდათ. კომიტეტს უკრაინა არ დაუდანაშაულებია. საკვანძო ხიდი რუსეთიდან ყირიმამდე გადაჭიმული ქერჩის ხიდი კრემლის ოკუპაციის სიმბოლო და ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი პრესტიჟული პროექტია. აფეთქება, რომელიც თვითმხილველების თქმით... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Личка — о самой дорогой покупке в Москве: два дня назад решил купить самокат за 60 тысяч рублей


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Елена Рыбакина выступила с критикой в адрес WTA


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

"Экобас" не для Невы: стильные электросуда для Москвы делают в Ленобласти





Путин в России и мире
Москва

Дугин в интервью Такеру Карлсону: "Путин — это традиционный лидер"


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Генсек НАТО прибыл в Киев: главные заявления Столтенберга и Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт «7 хитов И.С.Баха» в Эрмитажном театре



Москва

Арестованы пятеро подозреваемых в поджоге вертолета в Москве

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net