გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ
Neflix-ი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ Neflix-ის YouTube-არხზე გავრცელდა. ვიდეოში წარმოდგენილია ქალაქ მაკონდოს დეკორაციები, სადაც რომანში აღწერილი მოვლენები ვითარდებოდა. UPI-ის ცნობით, სერიალის გადაღება კოლუმბიაში იგეგმება. სერიალზე მუშაობაში ჩართულები არიან მწერლის შვილები – როდრიგო გარსია და გონსალო გარსია. პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.