საპატრიარქოს განცხადებით, მცხეთობის დღესასწაულის ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, ცნობა გაავრცელა. ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმით 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო 14 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო. „ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო", - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. Читать дальше...