Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ვლადიმერ ყარა-მურზას და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა

0
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შემდგომი აგრესიის შესახებ, რომელშიც ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად გაათავისუფლოს რუსი ოპოზიციონერი მოღვაწე, ვლადიმერ ყარა-მურზა.


რეკომენდაციის იმავე პარაგრაფში ხაზგასმულია ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც.


"ასამბლეა ასევე გამოდის მოწოდებით, რომ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეები გადაიხედოს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში და მოხდეს მათი (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის) გათავისუფლება ,"- ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის საიტზეა გამოქვეყნებული.


კრემლის ოპონენტი პოლიტიკოსი, ვლადიმირ ყარა-მურზა რუსმა სამართალდამცველებმა2022 წლის აპრილში დააკავეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 ოქტომბერს მას ვაცლავ ჰაველის პრემია მიანიჭა დემოკრატიული და მშვიდობიანი რუსეთის შექმნისკენ მიმართული გაბედულებისა და მტკიცე ბრძოლისთვის.




საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.



1 ოქტომბერს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net