Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

Новости за 21.10.2022

ჯიორჯია მელონიმ იტალიის მთავრობის შექმნის მანდატი მიიღო და კაბინეტის წევრები დაასახელა

Radiotavisupleba.ge 

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ, როგორც მოსალოდნელი იყო, პარტია Fratelli d'Italia-ს ("იტალიის ძმები") თავმჯდომარეს, ჯიორჯია მელონის ჩააბარა ახალი მთავრობის შექმნის მანდატი. მელონი, ნაციონალისტური პარტიის ხელმძღვანელი, თავის მთავრობასთან ერთად ფიცს 22 ოქტომბერს დადებს. მელონიმ ეკონომიკის მინისტრად ჯანკარლო ჯორჯეტი დანიშნა პარტია League-დან და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავა ანტონიო ტაიანის ხელში Forza Italia-დან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააბარეს მატეო პიანტედოსის, გამოცდილ საჯარო მოხელეს პარტიული კუთვნილების გარეშე... Читать дальше...

მედია: ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას მოითხოვს

News.ge 

ლატვიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს მიმართა და ავტოკეფალიის სტატუს მინიჭება სთხოვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება ლატვიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელიც რიგაში, ყველა წმინდანის ტაძარში გაიმართა. ამ გადაწყვეტილებას სხდომის 161 მონაწილიდან 160-მა მხარი დაუჭირა. გამოცემა Delfi-ს ცნობით, რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვა იმისთვის არის საჭირო, რომ რუსული ეკლესიიდან ლატვიური ...



ლოიდ ოსტინმა სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა

News.ge 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება, განიხილეს. რუსეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებმა ბოლოს მოლაპარაკება 13 მაისს გამართეს.

 Telegraph: FBI-იმ ტრამპის რეზიდენციიდან ირანთან და ჩინეთთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო

News.ge 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეზიდენციიდან FBI-იმ საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო, რომლებიც ირანისა და ჩინეთის დაზვერვის ინფორმაციას შეიცავდა, – ამის შესახებ Telegraph-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. „ზოგიერთი საიდუმლო მასალა შეიცავდა უკიდურესად მნიშვნელოვან დაზვერვის ინფორმაციას ირანისა და ჩინეთის შესახებ“, – აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში. გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტების სხვა პირების ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, რომ მათ ...

ნიკა მელია: მძიმე დღეა საქართველოსთვის – ორი ქართველი დაეცა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში – სამშობლოდან შორს, უკრაინაში

News.ge 

“მძიმე დღეა საქართველოსთვის – ორი ქართველი დაეცა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში – სამშობლოდან შორს, უკრაინაში. მიხეილ ყაფლანიშვილი (იგივე მიშა კაპლანი) და ალექსანდრე მარტიაშვილი დიდება სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია. ნიკ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ

News.ge 

ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ განაცხადა. „უკრაინა გვეუბნება, რომ სჭირდება თვეში, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს თანხები უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ასე რომ, დისკუსია ...

დავით მათიკაშვილი: უნდა გაიგოს ყველამ: არესტოვიჩმა, პოდოლიაკმა, დანილოვმა, გონჩარენკომ თუ არახამიამ, რომელიც უკრაინელი ხალხის მსახურისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სააკაშვილის მსახური ნამდვილად არის – საქართველო ომში არ ჩაერთვება

News.ge 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ: არესტოვიჩმა, პოდოლიაკმა, დანილოვმა, გონჩარენკომ თუ არახამიამ, რომელიც უკრაინელი ხალხის მსახურისა რა მოგახსენოთ და, სააკაშვილის მსახური ნამდვილად არის – საქართველო არცერთი მიზეზით და არაფრის დიდებით ომში არ ჩაერთვება, – ასე აფასებს ,,ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის მიხედვით, „უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ...



ქართველი მებრძოლი მიშა ყაფლანიშვილი უკრაინაში დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში ქართველი მებრძოლი მიშა ყაფლანიშვილი („კაპლანი") დაიღუპა. ყაფლანიშვილის დაღუპვის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში რვა წლის განმავლობაში იმყოფება. ნადირაძე ჰყვება, რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი. „მინდა ყველამ იცოდეს, ძალიან მაგრად იბრძოლა [მიშა ყაფლანიშვილმა], ძალიან ვაჟკაცურად იბრძოლა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. Читать дальше...

დარტყმა ბელარუსის გავლით

Radiotavisupleba.ge 

თუ აქამდე მხოლოდ საფუძვლიანი ვარაუდი არსებობდა, ამჯერად უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ეჭვი აღარ ეპარება ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის განმეორებითი შეტევის სამზადისზე, რომლის საფრთხეს უკრაინის გენერალური შტაბი „გაზრდილს“ უწოდებს.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი: ასეთი სამართლებრივად სამარცხვინო განაჩენი არ მომისმენია არასდროს

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი ანა თავხელიძე, რომელიც სასამართლოში ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, აკრიტიკებს დოროყაშვილის ყოფილი ქმრის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს. „ასეთი სამართლებრივად სამარცხვინო განაჩენი არ მომისმენია არასდროს. ასეთი განაჩენის და მსხვერპლის დამუნათების მერე რომ მსხვერპლებს მოუწოდებ პოლიციაში წასვლისკენ, ამაზე დიდი ირონიაც არ ვიცი. ქალბატონო მოსამართლე, ალბათ, თქვენს დღევანდელ დასაბუთებას (ძალიან კარგია რომ საჯარო იყო) რომ მოისმენთ, ოდესმე შეგრცხვებათ თქვენივე სიტყვების. Читать дальше...

აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, თურქეთი - რა ხდება საქართველოს სამეზობლოში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინასთან ომის ფონზე, როცა რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს კარგავს და „3+3“-ის ფორმატიც წარსულს ჩაბარდა, საქართველოს სამეზობლოში მოვლენები ახლებურად ვითარდება და ესპერტებისთვის საკმაოდ სახიფათოდ გამოიყურება.

პუტინმა ახალი საკოორდინაციო საბჭო შექმნა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების, სამხედრო ფორმირებებისა და უწყებების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ. ასეთი ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, პუტინმა ამ კვირაში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. განკარგულების თანახმად, საბჭომ კოორდინაცია უნდა გაუწიოს სახელისუფლებო ორგანოების მუშაობას არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მომარაგების საქმეში სპეციალური... Читать дальше...

როგორ განმარტავს მოსამართლე ბასილაშვილის გამართლებას

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან ვრცლად, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით განმარტა მისი გადაწყვეტილება. ფსიქოლოგიური ძალადობა ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედებოდა ძალადობაში 2015 წლიდან 2020 წლის 21 მაისამდე მომხდარ სხვადასხვა ეპიზოდში. მოსამართლემ თქვა, რომ გამოკვლეული მტიცებულებებით ფსიქოლოგიური ძალადობის სისტემატიური ჯაჭვი უტყუარად დადასტურებული არ არის. Читать дальше...

ნელი დოროყაშვილი: ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენის შესახებ „ფეისბუკის" პირად გვერდზე მისი ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი. ის წერს, რომ ყველა ინსტანციაში აპირებს სამართლებრივ დავას.  „სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭოს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. Читать дальше...

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობა უცვლელია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ ხედავს პროგრესის ვერანაირ ნიშნებს რუსეთის, უკრაინისა და გაეროს ბირთვული დამკვირვებლის მონაწილეობით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული ვითარების მოსაგვარებლად შეთანხმების მიღწევის საქმეში. "ამ ეტაპზე - ვერა", - უთხრა Reuters-ს ჰერმან ჰალუშჩენკომ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. რუსეთის ჯარებმა ევროპის უდიდესი ბირთვული ელექტროსადგური თებერვლის ბოლოს, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ დაიკავეს. ელექტროსადგურს კვლავაც უკრაინული პერსონალი მართავს... Читать дальше...

სოხუმი და ცხინვალი ძალადაკარგული რუსული პასპორტებით

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, აკრძალოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით ევროკავშირში შესვლა/გადაადგილება, ნეგატიურად გამოეხმაურნენ სოხუმსა და ცხინვალში. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას მუქარანარევი განცხადებით, აკრძალვა გავლენას მოახდენს აფხაზეთში როგორც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, ასევე ბრიუსელის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაზე. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა... Читать дальше...

პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს

Radiotavisupleba.ge 

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, ჟურნალისტებს საკუთარი პოზიცია გააცნო ბრალდების მხარემ. როგორც პროკურორი ნათია გურული აცხადებს, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში. „ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, გარკვეულწილად ბრალდების მხარეს დარჩა განცდა... Читать дальше...

ბასილაშვილი: ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას

Radiotavisupleba.ge 

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. სპორტსმენი ამბობს, რომ პირველ რიგში მისი მიზანია შვილთან ურთიერთობის აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერის გაგრძელება. როგორც ბასილაშვილმა აღნიშნა, ელოდა სამართლიანი განაჩენის გამოტანას. „ჩემს შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო ორი წელია, ამ პროცესების გამო. ამიტომ მინდა, დავიწყო ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენა. გაციებული ურთიერთობების გამოსწორება. პირველ რიგში, ჩემი ნაბიჯი იქნება ეს. Читать дальше...


Музыкальные новости
Сергей Трофимов

Сергей Трофимов выступит с летним концертом в Зеленом Театре ВДНХ





Персональные новости
Россия

Серфинг в России 2024: места, где можно поймать волну





აშშ-ის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის ვითარება განიხილეს სატელეფონო საუბარში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და პენტაგონის მეთაურმა ლოიდ ოსტინმა სატელეფონო საუბარში უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. ოსტინმა საუბარში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაციების შენარჩუნება. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის სააგენტო "რია ნოვოსტი", რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონის საიტზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 21 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალ სერგეი შოიგუსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს... Читать дальше...

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა 

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. „ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საუბარია 2019... Читать дальше...

კოსოვოს მთიან ზონაში ვილების კონფისკაცია მოხდა კორუფციის საქმეზე გამოძიების ფარგლებში

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს პოლიციის მიერ მოხდა კონფისკაცია მთიანი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ათობით ვილისა, რომელთა მფლობელები მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად ადგილობრივი ოფიციალური პირებისთვის ქრთამის მიცემაში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ეს არის კოსოვოში პოლიციის უდიდესი კრიმინალური ოპერაცია მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ თანამდებობა დაიკავა და პირობა დადო, რომ დანაშაულს და კორუფციას შეებრძოლებოდა. კორუფცია სერბეთის ყოფილ ოლქში, რომელიც 2008 წელს ცალმხრივად გამოეყო მას... Читать дальше...

ევროკავშირის ლიდერები გაერთიანებას ცდილობენ ჩინეთზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერებმა 21 ოქტომბერს მზარდი შეშფოთება გამოხატეს ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხზე, იხსენებენ რა დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და განაცხადეს, რომ პეკინის მიმართ საჭიროა ერთიანი პოზიციის შემუშავება. ევროპის კავშირი ჩინეთს 2019 წლიდან განიხილავს როგორც პარტნიორს, ეკონომიკურ კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურების ლიდერთა სამიტისთვის მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ პეკინი ახლა პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს ეკონომიკურ კონკურენტად... Читать дальше...

ალეკო ელისაშვილი: ეს ყველაფერი ჩვენი და უკრაინის სირცხვილია

News.ge 

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ქართულიც და უკრაინული მხარეც სადღაც უნდა გაჩერდეს“. ასე აფასებს ალეკო ელისაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებას. „ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დავიცვათ, შემდეგ დაიწყოს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმა. ეს ყველაფერი მაგონებს საბავშვო ბაღში ბავშვები რომ იჩხუბებენ, სიტყვას რომ არ არჩენენ ერთმანეთს და ვიღაცას უნდა ბოლო სიტყვა თქვას. ეს ყველაფერი ჩვენი და უკრაინის სირცხვილია. არესტოვიჩიც, პოდოლიაკიც და კობახიძეც ...

Спорт в России и мире
Москва

Хоккейный клуб из Балашихи выиграл Кубок Регионов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Андреева обыграла Паолини и вышла в 1/4 финала турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ключевой аспект успеха: как построить долгие и хорошие отношения с клиентом





Путин в России и мире
Москва

Дугин в интервью Такеру Карлсону: "Путин — это традиционный лидер"


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Генсек НАТО прибыл в Киев: главные заявления Столтенберга и Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Мама Тимати прошлась по интервью Шишковой: «Смотреть было брезгливо, но Аленка молодец»



Москва

В Узбекистане оскорбившему Мирзиеева за участие в параде Победы дали 5 лет

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net