ლოიდ ოსტინმა სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა
0
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება, განიხილეს.
რუსეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებმა ბოლოს მოლაპარაკება 13 მაისს გამართეს.