Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

რა გამოდნება მეტალურგიული საწარმოს წინააღმდეგ დაწყებული პროტესტიდან?

0
რა გამოდნება მეტალურგიული საწარმოს წინააღმდეგ დაწყებული პროტესტიდან?

ქუთაისში თაბუკაშვილის, ნიკეას, სულხან–საბასა და მათ მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებთა ნაწილმა  მეტალურგიულ ქარხანასთან,  საწარმოო პროცესის შეჩერების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია  გამართა. მოქალაქეები ქარხნის ადმინისტრაციას გარემოს დაბინძურებაში, შედეგად კი მათი ჯანმრთელობის გაუარესებაში ადანაშაულებებენ. აქციის მონაწილეთა  თქმით,  ქარხანამ რამდენიმე კვირაა სამუშაო პროცესი განაახლა, რის გამო აწუხებთ როგორც კვამლი, ასევე გაუსაძლისი სუნი. ქარხნის ადმინისტრაცია კი ირწმუნება, რომ წამოება ტექნოლოგიურ ციკლთან სრულ შესაბამისობასა  და გარემოსადაცვით ღონისძიებათა გათვალისწინებით აღდგა.

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელსაც ოპერირებას უწევს ინდური კომპანია „ამბიკონ სტილსი“ და, რომელიც ჯართისგან არმატურას აწარმოებს, მუშაობის უფლება ივლისში, სასამართლოს  გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუჩერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. უწყების  ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ კომპანია საქმიანობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების და დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით ახორციელებდა, რაც საფრთხეს უქმნიდა გარემოს. სამი თვის წინ,  საწარმოს  შეეზღუდა მეტალურგიული წამოება საქმიანობის  ტექნოლოგიურ ციკლთან  შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობის დაყენებამდე.  

მეტალურგიული ქარხნის „ამბიკონ სტილსის“ საწარმოო პროცესის კანონთან შესაბამისად წარმართვას მესამე წელია ითხოვენ  მოქალაქეები. როგორც  ქარხნის მახლობლად, თაბუკაშვილის ქუჩაზე  მცხოვრები ანზორ გვეტაძე ამბობს,  საწარმოს  ამუშავებიდან, 2019 წლიდან ბავშვებშიც და მოზრდილებშიც  განსაკუთრებით მოიმატა ალერგიულმა დაავადებებმა და ეჭვობენ, რომ ქარხნიდან ამოსული შავი ბოლი, რომელსაც თან გაუსაძლისი სუნი ახლავს, მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს.

ქარხანაში საწარმოო პროცესისი განახლების გამო გამონაბოლქვსა და აუტანელ სუნზე ჩივის, საინიციატივო ჯგუფის წევრი, ანა კაკავა, რომლის საცხოვრებელი კორპუსი, ქარხანასთან დაახლოებით 100 მეტრში დგას. ანა კაკავას თქმით, ჯართის გადამტანი  ამწე ქარხნის ტერიტორიაზე 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს და გამონაბოლქვი დღის და ღამის განმავლობაში იფრქვევა, მოსახლეობისთვის კი გაუგებარია, როგორ განაახლა საწარმომ მუშაობა, საქმიანობის ტექნოლოგიურ ციკლთან შესაბამისობაში მოყვანამდე  და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობის გამოყენების გარეშე.

ანა კაკავას თქმით,  გარემოს დაცვითი ზედამხედველობის ინსპეცია ქარხნის ამუშავების შემდეგ რამდენჯერმე გამოიძახეს, რადგან გარემოში გაფრქვეულმა აუტანელმა სუნმა შეაწუხათ. ანა კაკავა საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მეტალურგიულ ქარხანაში ივლისში თავად იმყოფებოდა და ნახა  საწარმოო პროცესი. როგორც ამბობს ,  ჯართი  სპეციალურ ღუმელში არ მუშავდება, საიდანაც კვამლი   ფილტრს გაივლიდა და  გარემოში საკვამურიდან ამოიფრქვეოდა, პროცესი ღია ცეცხლზე მიმდინარეობს და ჯართის გადამუშავებით წარმოქმნილი  კვამლი შენობაში იფანტება.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ქარხნის  მუშაობა გასული წლის სექტემბერშიც შეაჩერა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციამ  მოსახლეობის არაერთი მიმართვის შემდეგ  და ამბიკონ სტილსი მაშინ 15 ათასი ლარითაც დაჯარიმდა, თუმცა რამდენიმე თვეში წარმოება განახლდა და გამონაბოლვიც და მისი სუნიც ისევ აუტანელი გახდა. წელს ივლისში კი 1000 –ზე მეტი ხელმოწერა  შეაგროვეს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გაუგზავნეს,  ქარხნაში საწარმოო პროცესისი შეჩერების მოთხოვნით, თუმცა პასუხები  ჯერ არ მიუღიათ.

მოქლაქეთა საინიციატივო ჯგუფი აპირებს ისევ მიმართოს უწყებებს, ამჯერად  მეტალურგიული ქარხნის დასახლებული ადგილიდან  მოშორებით გადატანის მოთხოვნით, რადგან წარმოების შეჩერებას უკვე  არასაკმარისად მიიჩნევენ. აქტივისტის განცხადებითვე, მოსახლეობა ეჭვობს, რომ  ჯარიმებითა და წარმოების დროებით შეჩერებით პრობლემა ვერ მოგვარდება და ქარხანა ვერ დაამონტაჟებს ევროპული სტანდარტის ისეთ  ფილტრს, რომლიც ჯართის გადამუშავებით მიღებულ გამონაბოლქვს უსაფრთხოს გახდის.

ფუნქციონირების პერიოდში, 2019 წლიდან ამბიკონს სტილსს ფულადი ჯარიმა არაერთხელ დაეკისრა სხვადასხვა სახის დარღვევისთვის, მათ შორის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებით დადგენილი პირობების და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის  კონცენტრაციის გადაჭარბებისთვის, ჯართის გადარჩევის პირობების დარღვევისთვის, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის, მაგნიუმის დიოქსიდის, თუთიის ოქსიდის და მტვრის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმის  გადაჭარბებისა და მავნე ნივთირებების შესაბამისი წმენდის გარეშე გაფრქვევის ფაქტების გამო. ყველაზე სოლიდური 45 ლაიანი ჯარიმა კი კომპანიას ივნისში  დააკისრა სასამართლომ, რომელმაც ამბიკონ სტილსი  სამართალდამრღვევად სცნო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის.

გარემოზე მიყენებულ ზიანი და საწარმოში არსებულ პრობლემები ჯერ კიდევ ივლისში  დაადასტურეს კომპანია „ამბიკონ სტილსში“. ამის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიამ გაასაჩივრა და პროცესი მიმდინარეობს.   

23 ოქტომბერს აქციის მონაწილეებს  ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლი   ფრიდონ კვინიკაძე შეხვდა, რომელმაც მოქალაქეებს განუცხადა, რომ საწარმომ მეტალურგიული წამოება საქმიანობის  ტექნოლოგიურ ციკლთან  შესაბამისობაში  აღადგინა და  იყენებს სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობას. ფრიდონ კვინიკაძის შეფასებით, მოქალაქეების ნაწილის პროტესტი პროვოცირებულია, თუმცა იგი არ აკონკრეტებს, ვის მიერ.

ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენელემა საინიციატივო ჯგუფის შეთავაზებაზე, გასცნობოდნენ საწარმოო პროცესს, უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ კვირა დღე იყო. ფრიდონ კვინიკაძის განცხადებით,  სინიციატივო ჯგუფის წევრებს, მათთვის სანდო  სპეციალისტების თანდასწრებით,  ქარხანაში კვირის სხვა დღეებში შეიყვანს.

აქციის მონაწილეებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციას კიდევ ერთხელ მიმართეს ქარხნის მუშაობის შემოწმების მოთხოვნით. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის  დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ქარხანაში  გასულ კვირაშიც იმყოფებოდნენ. დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ   ინსპექტირების შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о мерах поддержки предпринимательства в Москве


Спорт в России и мире
Москва

Кто создает «креативный код» страны?


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Первая ракетка Казахстана вышла в финал турнира WTA в Италии


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Северо-Западный банк СберСтрахование объединила защиту от кибератак и экорисков в одном полисе





Путин в России и мире
Москва

Экспорт сельхозпродукции в Китай будет наращивать Россия


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск поддерживает Баку: планы по строительству агрогородка в Карабахе – ОБНОВЛЕНО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Europe1: Запад готовится убедить Зеленского принять принцип переговоров


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Вольфганг Амадей Моцарт

Моцарт на балалайке и не только: топ-10 необычных концертов и музыкальных событий «Ночи в музее»-2024 в Москве



Москва

"Розочкой" по горлу: детали зверского убийства мужчины в центре Москвы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net