ზელენსკი ზაპოროჟიეს დაბომბვაზე: აბსოლუტური საძაგლობა და ბოროტება, არაადამიანები და ტერორისტები – უპასუხებენ
აბსოლუტური საძაგლობა. აბსოლუტური ბოროტება. უპასუხებენ – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას.
უკრაინის პირველი პირის თქმით, დაიღუპა 12 ადამიანი, 49 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ექვსი ბავშვი.
„ისევ ზაპოროჟიე. ისევ უმოწყალო თავდასხმები მშვიდობიან ხალხზე. საცხოვრებელ კორპუსებში პირდაპირ შუაღამისას. აბსოლუტური საძაგლობა, აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები და ტერორისტები – მათგან, ვინც ეს ბრძანება გასცა და ყველას, ვინც ეს ბრძანება აღასრულა. უპასუხებენ. აუცილებლად. კანონისა და ხალხის წინაშე”, – განაცხადა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.