Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

Новости за 23.01.2020

ელისაბედ მეორემ მოიწონა ბრექსიტის თაობაზე კანონპროექტი და მან კანონის ძალა შეიძინა

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მოიწონა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის თაობაზე კანონპროექტი, რომელიც მანამდე პარლამენტმა მიიღო. დოკუმენტმა კანონის ძალა შეიძინა. ის ითვალისწინებს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს, ლონდონის დროით 23 საათზე დატოვებს. კანონი ემყარება შეთანხმებას, რომელსაც მანამდე მიაღწიეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ევროკავშირის ლიდერებმა. შეთანხმება ევროპარლამენტმაც უნდა მოიწონოს. როგორც ვარაუდობენ, ეს 29 იანვარს მოხდება. დიდი ბრიტანეთი... Читать дальше...

ლომჯარია: დარღვეულია კანონი, რომელიც კრძალავს სახალხო დამცველის მიმართ თვალთვალს

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეაფასა. „პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ჩემი შეხვედრის დეტალების შესახებ. ვფიქრობ, რომ მომხდარი არის დანაშაული სახალხო დამცველის წინააღმდეგ; დარღვეული არის ორგანული კანონის პირდაპირი მოთხოვნა, რომელიც კრძალავს სახალხო დამცველის ნებისმიერი სახის თვალთვალს და მიყურადებას პატიმრებთან შეხვედრის დროს. სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა და ნებისმიერი ზემოქმედება არის დასჯადი. ვფიქრობ... Читать дальше...

რა შემთხვევაში შეუძლია ოპოზიციას დათანხმდეს მთავრობის შეთავაზებას

Radiotavisupleba.ge 

20 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ბურთი ოპოზიციის მოედანზეა.“ თალაკვაძემ იგულისხმა მთავრობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ მომავალშიც, ქვეყნის ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოში 73-ის ნაცვლად 50 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას. ქვემოთ პირველ რიგში ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ ვერ შეცვლის არსებითად სურათს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა. შემდეგ გადავალ იმის განხილვაზე, თუ რა შემთხვევაში... Читать дальше...



რა შემთხვევაში შეუძლია ოპოზიციას, დათანხმდეს მთავრობის შეთავაზებას

Radiotavisupleba.ge 

20 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ბურთი ოპოზიციის მოედანზეა“. მან იგულისხმა მთავრობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ მომავალშიც, ქვეყნის ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოში 73-ის ნაცვლად 50 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას. ქვემოთ პირველ რიგში ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ ვერ შეცვლის არსებითად სურათს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა. შემდეგ გადავალ იმის განხილვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება... Читать дальше...

კორონავირუსის ახალი სახეობით გამოწვეული დაავადება უკვე მსოფლიოს რვა ქვეყანაში დაფიქსირდა

Radiotavisupleba.ge 

რვამდე გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც დაფიქსირებულია კორონავირუსის ახალი სახეობით გამოწვეული დაავადება. ჩინეთში ინფექციას უკვე მოჰყვა, სულ მცირე, 17 ადამიანის სიკვდილი და უპრეცედენტო ზომები, რომლებიც პეკინმა მიიღო დაავადების გაგრძელებისთვის ხელის შესაშლელად. ხუთშაბათს ცნობილი გახდა დაავადების პირველი შემთხვევების შესახებ სინგაპურში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთში. ჩინეთის ხელისუფლებამ 23 იანვარს ფაქტობრივად გარე სამყაროსგან ჩაკეტა ქალაქი უჰანი, სადაც 7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და სადაც პირველად დაფიქსირდა დაავადება. Читать дальше...

ნინო ლომჯარია „მატროსოვის ციხეში“ ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში („მატროსოვის ციხეში“) 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. „დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. Читать дальше...

ქართველი ლექტორი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, რომელმაც ავსტრალიაში გადასვლა მოასწრო 

Radiotavisupleba.ge 

გაიოზ ცუცუნაშვილი, უკვე წელიწად-ნახევარია, გერმანული გაცვლითი პროგრამით ჩინეთში, ქალაქ უჰანში, იმყოფება ოჯახთან ერთად და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ვირუსის გავრცელების შესახებ 31 დეკემბერს გაიგო სოციალური ქსელებიდან, 1 იანვარს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და დაიხურა ის ბაზარი, საიდანაც არსებობდა ეჭვი, რომ ვირუსი გავრცელდა. მას ახსოვდა, რომ წლების წინ კორონავირუსმა სამხრეთ ჩინეთში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ახალი, სავარაუდოდ, ლეტალური ვირუსის გამოჩენისთანავე დაიწყო ფიქრი იმაზე, რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა ქალაქი. Читать дальше...

22 წლის ზუგდიდელი ქალის გარდაცვალების მიზეზად გრიპის B ტიპის ვირუსს ასახელებენ

Radiotavisupleba.ge 

„უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი - გრიპის B ტიპის ვირუსი", - უთხრა  რადიო თავისუფლებას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ  22 წლის ზუგდიდელი ქალის გარდაცვალების მიზეზის შესახებ. მისი სიტყვებით, სამწუხაროდ, დღეს ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, კორონავირუსი ყოფილიყო, რაც სიცრუეა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ 22 წლის ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით... Читать дальше...



ბულგარეთმა რუსეთის სამ მოქალაქეს დასდო ბრალი ბულგარელების მოწამვლის მცდელობაში

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის პროკურატურამ რუსეთის სამ მოქალაქეს დასდო ბრალი ბულგარეთის მოქალაქის, ბიზნესმენ ემელიან გებრევის, მისი ვაჟისა და კიდევ ერთი პირის მოწამვლის მცდელობაში - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეჭვმიტანილთა ვინაობას არ ასახელებენ. პროკურატურის თანახმად, ბოროტმოქმედება სოფიაში მოხდა 2015 წლის აპრილის ბოლოს - მაისის დამდეგს. როგორც ვარაუდობენ, რუსები ცდილობდნენ სამი ბულგარელი მოეწამლათ ფოსფორორგანული ნივთიერებით. გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. მანამდე პროკურატურა აცხადებდა... Читать дальше...

თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

"თავისუფლების ინსტიტუტმა მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია, რომელიც ჩვენი აზრით არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს. ორგანიზაცია მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შეისწავლოს ბ. ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას შეუსაბამო სამეცნიერო ხარისხი." - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ბიძინა ივანიშვილს ღია წყაროების მიხედვით საკანდიდატო დისერტაცია დაცული აქვს 1986 წელს... Читать дальше...

"წლების განმავლობაში მიზანმიმართულად თუ არასწორი პოლიტიკის შედეგად მოხდა ისე, რომ პირველადი ჯანდაცვა თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს"

Radiotavisupleba.ge 

„ველფეარ ფაუნდეიშენის“ აღმასრულებელი დირექტორი, სიმონ გაბრიჭიძე თავის კოლეგებთან ერთად წლებია იკვლევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებას. გასული წლის ნოემბერში ორგანიზაციამ მოამზადა გამოკვლევა - „სუსტი პირველადი ჯანდაცვა“, რომელიც ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის მდგომარეობას აღწერს.

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოთხი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმო გამოგზავნილ წერილში არის არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა, რომელთა შესახებაც მმართველი გუნდი მათ ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის. „ჩვენ გვექნება, ბუნებრივია, სხვადასხვა ფორმებით რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვგულისხმობთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კომუნიკაციას წერილის ავტორებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ინტერვიუში მან თქვა, რომ წერილში მთლიანობაში 5-6 ფაქტობრივი უზუსტობაა. Читать дальше...

76-ე ბაგა-ბაღის მუშაობის შეწყვეტის მიზეზად ბიოგაზს ასახელებენ

Radiotavisupleba.ge 

ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის 14-ში მდებარე ბაგა-ბაღთან შეკრებილებს აინტერესებდათ, დღემდე რატომ არ განახლდა სააღმზრდელო პროცესი.    ადგილზე მისული თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძემ აქციის მონაწილეებთან საუბარში სააღმზდელო პროცესის გაჩერება „თბილისი-ენერჯის“ წინასწარ შეფასებას დაუკავშირა, რომლის თანახმად, ბაღის სიახლოვეს, სავარაუდოდ, ბიოგაზის წყარო არის აღმოჩენილი.   „პირველი რიგის ამოცანა იყო დაგვედგინა, ბუნებრივი აირი იყო თუ არა. გვაქვს „თბილისი-ენერჯის“ პასუხი... Читать дальше...

ისევ აშენდება სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ვაკის პარკში?

Radiotavisupleba.ge 

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ", - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის, გიორგი ზაქაიძის განცხადებას.

ერევნის ბიზნესცენტრში პოლიციას ჩაბარდა შეიარაღებული მამაკაცი

Radiotavisupleba.ge 

მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა ერევნის ბიზნესცენტრ „ერებუნი პლაზაში“, გაუვნებელყოფილია და ის პოლიციაში მიიყვანე. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის პოლიციის პრესსამსახური. როგორც იუწყებიან, შეიარაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკებებს მართავდა სომხეთის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი არმან სარგსიანი, რის შემდეგაც მამაკაცმა სამართალდამცავებს ჩააბარა ცეცხლსასროლი იარაღი. „მამაკაცი პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანხლებით იქნა მიყვანილი პოლიციაში მისი სამსახურის მანქანით. არავინ დაზარალებულა. Читать дальше...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 1 თებერვალს მინსკს ესტუმრება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 1 თებერვალს მინსკს ესტუმრება. ამის შესახებ იტყობინება ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ანდრეი შუპლიაკი. დიპლომატიურმა წყაროებმა რადიო თავისუფლებას ასევე უთხრეს, რომ ბელარუსის დედაქალაქში პომპეოს ვიზიტი იქნება ნაწილი რეგიონში მისი ტურნესი, რომელიც მოიცავს უკრაინას, ყაზახეთსა და უზბეკეთს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა ამ ტურნეს შესახებ კომენტარზე. ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე პომპეომ 1 იანვარს გააუქმა ხუთდღიანი ტურნე კიევში... Читать дальше...

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გამო მადლობას უხდის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას მადლობას უხდის ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადების გამო.  სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს წერს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ამ მხარდაჭერის მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთილია: „მადლობას გიხდით ნატოში საქართველოს გაწევრიანების  დაუღალავ სწრაფვაში გამამხნევებელი მხარდაჭერისთვის. დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით,  თქვენი მხარდაჭერის მნიშვნელობა  კიდევ უფრო გამოკვეთილია. ჩვენ მყარად ვდგავართ ნატოსკენ არჩეულ გზაზე“... Читать дальше...

დამოუკიდებელ ინსპექტორად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი აირჩია

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა. მას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 9 წევრმა დაუჭირა. ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. მან კანდიდატურა თავად  მოხსნა მას შემდეგ,  რაც  მისი ინტერსეთა კონფლიქტის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭო არამოსამართლე წევრები ალაპარაკდნენ.   კერძოდ, ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, თამარ ონიანის ყოფილი მაზლი იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს... Читать дальше...


Музыкальные новости
Imagine Dragons

Группа Imagine Dragons выпустит новый альбом





Персональные новости
Россия

Случай на концерте Metallica в России





გიორგი გახარია: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე, ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებსა და ოკუპაციაზე ილაპარაკა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე „ახალი ამბიციები ევროპისთვის“. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტები, ფინეთის პრემიერ-მინისტრი და ბიზნესის წრამომადგენლები, მათ შორის "ვოლვო ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. „აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი... Читать дальше...

მიხაილ მიშუსტინის და ფლობს მილიარდი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის და, ნატალია სტენინა, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ფლობს უძრავ ქონებას, რომლის საერთო ღირებულება ერთი მილიარდი რუბლია. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება ფედერალური საგადასახადო სამსახურის დახურულ ბაზაზე დაყრდნობით. სტენინას ეკუთვნის ბინა მოსკოვის ხამოვნიკის რაიონში და ელიტური უძრავი ქონება მოსკოვის ოლქში. სტენინას და პარტნიორებს ასევე ეკუთვნით შენობა მოსკოვის ცენტრში, ტვერის ბულვარზე, სადაც სტენინას წილი 140 მილიონი დოლარია.

ნაღმებთან ახლოს - ბაზრობების და ბენზინგასამართი სადგურების ქალაქი

Radiotavisupleba.ge 

29 დეკემბერს, დილის 04:24 საათზე ნათია ახალაშვილმა 112-ში დარეკა. მისი ფანჯრიდან კარგად მოჩანდა როგორ ამოდიოდა შავი კვამლი ქავთარაძის ბაზრობის შუაგულიდან. იმ ღამით ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს, თუმცა ორი კვირის შემდეგ, 14 იანვარს, ხანძარი ისევ გაჩნდა და მაღაზია დაიწვა. დამწვარი მაღაზიიდან ავტოგასამართ სადგურებამდე 20-30 ნაბიჯი იქნება.  “გუშინ ღამით გადავრჩით... [ეს] ქვეყანა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“, - დაწერა მაშინ ნათიამ ფეისბუკზე და საკუთარი აივნიდან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. ნათიას... Читать дальше...

კაკულია: აშშ-ის პოზიცია ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაში უნდა ვეძებოთ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ „ძალიან გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან საქართველოს საზოგადოებას და არა პირიქით, ქართული საზოგადოების სახელით ელაპარაკებიან ამერიკას თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანას.“ რომან კაკულიას კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების... Читать дальше...

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს ხორცით ვერ ამარაგებენ

Radiotavisupleba.ge 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები ხორცით მომზადებული საკვების გარეშე დარჩნენ. მუნიციპალიტეტის 22 დაწესებულებას საქონლის და ქათმის ხორცი რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაზა ზაუტაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმწოდებელმა კომპანიამ, რომელმაც ტენდერში დაბალი ფასის გამო გაიმარჯვა, ელექტრონულ სისტემაში არ ატვირთა საჭირო დოკუმენტები და მასთან ხელშეკრულება ვერ გაფორმდა. ზაზა ზაუტაშვილის ინფორმაციით, ტენდერში მეორე კომპანიაც მონაწილეობდა და ახლა მასთან ცდილობენ ხელშეკრულების გაფორმებას. Читать дальше...

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოში საქართველოს მიღების მოწოდებით გამოვიდა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოვიდა ნატოს გაფართოებისა და მასში საქართველოს მიღების მოწოდებით. „არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან არ ავამოქმედეთ საქართველოსთვის MAP-ი, რათა ის წევრი გახდეს,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე. „ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან უკეთესი მეზობლური ურთიერთობისთვის, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ თანხმდებიან საქართველოს მოპატიჟებას, ვინაიდან არ სურთ რუსეთის პროვოცირება. მაგრამ... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

«Спартак» лидирует по очкам с командами из первой половины РПЛ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черного моря до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: на территории Польши и Прибалтики готовят атаки на восток




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

«Это не бомжовые заведения»: 72-летний Александр Розенбаум зарабатывает миллионы на пивном бизнесе



Москва

Премьера инклюзивного спектакля состоялась в Губернском театре

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net