Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

Новости за 12.01.2020

ბაღდადში სამხედრო-საჰაერო ბაზას ნაღმსატყორცნებიდან გასროლილი ჭურვები მოხვდა

Radiotavisupleba.ge 

ნაღმსატყორცნებიდან გასროლილი, სულ მცირე, შვიდი ჭურვი მოხვდა ბალადის სამხედრო-საჰაერო ბაზას ბაღდადში. დაიჭრა ერაყის ოთხი ჯარისკაცი. რამდენიმე ჭურვი მოხვდა ასაფრენ ბილიკს. ბაზაში აშშ-ის სამხედროები იმყოფებიან. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. ინციდენტი მოხდა ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე. გასულ თვეებში რაკეტებითა და ნაღმსატყორცნებით რამდენჯერმე განხორციელდა იერიშები ერაყის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ, რომლებშიც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებული. Читать дальше...

დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებას მიმართავს – არ მოკლათ აქციის მონაწილეები

Marshalpress.ge (მარშალ) 

არ მოკლათ აქციის მონაწილეები, – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის ხელისუფლებას მიმართავს. დონალდ ტრამპმა განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა. „მივმართავ ირანის ლიდერებს – არ მოკლათ აქციის მონაწილეები. ათასობით ადამიანი უკვე მოკალით ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გაკვირდებათ. ჩართეთ ინტერნეტი და მიეცით აქციის მონაწილეებს საშუალება, გამოხატონ საკუთარი აზრი თავისუფლად. შეწყვიტეთ დიდი ირანელი ხალხის მკვლელობა“,- წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

Source

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ვეტერანებმა გერმანიაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს

Radiotavisupleba.ge 

ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ადგილობრივი „ჰერტასა“ და „დინამო თბილისის“ ფინალით დასრულდა. ვეტერანმა დინამოელებმა გადამწყვეტ მატჩში ანგარიშით 2:5 წააგეს და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს. ფინალამდე „დინამო თბილისმა“ ოთხი თამაში ჩაატარა. ჯგუფურ ეტაპზე მოუგო ლევერკუზენის „ბაიერს“ (4:2) და გელზენკირხენის „შალკეს“ (6:3) და წააგო „დორტმუნდთან“ (2:3). ნახევარფინალში კი ბრემენის „ვერდერს“ აჯობა (5:2). ლეგენდათა ტურნირის დასრულების შემდეგ... Читать дальше...



ახლო აღმოსავლეთი აქვეა

Radiotavisupleba.ge 

ახლო აღმოსავლეთში, მიუხედავად მისი სიჭრელისა, ეთნიკური და რელიგიური განსხვავებულობისა, ცხოვრობს ხალხი, რომელთანაც ბევრი რამ გვაქვს საერთო. რა მოხდა ერაყში, რა მოხდება და რას უნდა ელოდოს საქართველო?

საქართველომ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად მოიპოვა მედალი

Radiotavisupleba.ge 

ლოზანაში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, წყვილთა შორის გათამაშდა მედლები და საპრიზო სამეულში მოხვედრა ქართულმა დუეტმაც შეძლო. ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ მსოფლიოს რვა საუკეთესო წყვილს შორის მესამე ადგილი დაიკავა. ქართულმა წყვილმა ჯერ მოკლე პროგრამაში აჩვენა მესამე შედეგი 59,14 ქულით, შემდეგ კი, თავისუფალ პროგრამაშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო (98,15). საერთო ჯამში ბერულავამ და ბუტაევამ 157,29 ქულა მოაგროვეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. საქართველოს აქამდე ზამთრის... Читать дальше...

რაულ ხაჯიმბა ნებაყოფლობით გადადგომას დათანხმდა

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ნებაყოფლობით გადადგომას დათანხმდა. როგორც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი იტყობინება, შესაბამისი განცხადება უკვე ხელმოწერილია. კვირას, დღის მეორე ნახევარში, მომიტინგეები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში აკონტროლებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ლიდერმა ახრა ავიძბამ განაცხადა, რომ თავშეყრილებს სურთ შეიტყონ, რა გადაწყვიტა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც 12 იანვარს გაიმართა. Читать дальше...

ტროცკი ხეებში: ტრაგიკული მოვლენები საბჭოთა პრესაში „სახის“ გამოჩენის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

როგორ დაანგრია ადამიანების ცხოვრება სტალინური "დიდი ტერორის" დროინდელ გაზეთში გამოქვეყნებულმა ოპტიკურმა ილუზიამ.

თეირანში მეორე დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები

Radiotavisupleba.ge 

თეირანში მეორე დღეა მიმდინარეობს ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები. მისი მონაწილეები მოითხოვენ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებელთა დასჯას. აქციაზე გაისმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგები. „სტუდენტები ფხიზლად არიან და მობეზრდათ ეს ალი“, - გაიძახოდნენ ისინი. ტვიტერში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, როგორ ცდილობენ სტუდენტები, ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად, ფეხი არ დააბიჯონ აშშ-ისა და ისრაელის სახელმწიფო დროშებს. Читать дальше...



მალტის პრემიერ-მინისტრი გადადგა ჟურნალისტის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

Radiotavisupleba.ge 

მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი ოფიციალურად გადადგა ჟურნალისტ დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის გამოძიების ფონზე. ჟურნალისტი კორუფციას იძიებდა და 2017 წელს დაიღუპა - მისი მანქანა ააფეთქეს, როცა ის საჭესთან იჯდა. მკვლელობასთან დაკავშირებით უკვე დაპატიმრებულია სამი შემსრულებელი. გასული წლის ბოლოს ასევე დააპატიმრეს ბოროტმოქმედებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ცნობილი მალტელი ბიზნესმენი იორგენ ფენეკი. პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ იანვარში დატოვებდა თანამდებობას.... Читать дальше...

"ანას ბაღის" სიახლოვეს ისევ ხმაური იყო

Radiotavisupleba.ge 

„ანას ბაღთან“, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ბენაშვილი და ადგილზე მისული „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „ციხეში იქნებით კალაძესთან ერთად, ეგ არის თქვენი ბოლო, კანონიერად მოხვდებით ციხეში, სირცხვილია ხალხის ხარჯზე ფულის შოვნა“, - ასე მიმართა ბენაშვილს ჩხარტიშვილმა. გიორგი ბენაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია კანონის სრული დაცვით მოქმედებს და... Читать дальше...

ირანის ერთადერთმა ოლიმპიურმა მედალოსანმა ქალმა ქვეყანა დატოვა

Radiotavisupleba.ge 

ირანის სპორტის ისტორიაში ერთადერთმა ქალმა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა, განაცხადა, რომ პოლიტიკური მოსაზრებებით დატოვა ქვეყანა. 21 წლის კიმია ალიზადემ 2016 წელს ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტჰეკვანდოს შეჯიბრებაში. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან ინსტაგრამში დაწერა. „რით დავიწყო - მოსალმებით, გამომშვიდობებით თუ თანაგრძნობით?“ - ასე იწყება მისი ჩანაწერი. ალიზადე საკუთარ თავს უწოდებს „ერთ-ერთს ირანში ჩაგრულ მილიონობით ქალს შორის“. მისი სიტყვებით... Читать дальше...

ლაშა ჩხარტიშვილი: პოლიტიკურად ვიდევნები ივანიშვილის ბრძანებით

Radiotavisupleba.ge 

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ბრძანების საფუძველზე იდევნება პოლიტიკურად და ამას, მისი სიტყვებით, ადასტურებს მისი დაკავების ბოლო ფაქტი და „რეკორდული ჯარიმაც“.  „ამ ეტაპზე ბოლო, უკანასკნელ თვეში უკვე მეორე და საერთო ჯამში ჩემი პოლიტიკური ნიშნით მე-13 დაკავებასთან დაკავშირებულმა გარემოებებმა საბოლოოდ დაადასტურა ჩემს მიმართ პერსონალური პოლიტიკური დევნის წარმოება, რომლის ბრძანებაც ბიძინა ივანიშვილის მიერაა გაცემული და რომელთან კახი კალაძესაც აქვს კავშირი. Читать дальше...

ლიბიაში ზავი გამოცხადდა სამთავრობო ჯარებსა და გენერალ ხალიფა ჰაფტარის არმიას შორის

Radiotavisupleba.ge 

წუხელ ღამით ლიბიაში ზავი გამოცხადდა სამთავრობო ჯარებსა და გენერალ ხალიფა ჰაფტარის არმიას შორის. მაგრამ საზავო რეჟიმის ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს შეთანხმების დარღვევებში. ლიბიაში სამოქალაქო ომი გრძელდება. კონფლიქტის მთავარი მხარეები არიან საერთაშორისო აღიარების მქონე ფაიზ სარაჯის ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ტრიპოლიში იმყოფება, და აბდულა აბდურაჰმან ალ-ტანის დროებითი კაბინეტი, რომელსაც ტობრუკში უდევს ბინა და რომელსაც გენერალი ჰაფტარი უჭერს მხარს. Читать дальше...

აშშ-ში შტორმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

Marshalpress.ge (მარშალ) 

აშშ-ის სამხრეთ შტატებში შტორმს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მსხვერპლია ალაბამას, ლუიზიანასა და ტეხასის შტატებში. სტიქიის ზონაში ძლიერი ქარი და წვიმაა. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ალაბამაში მოსახლეობა მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გააფრთხილეს. ოკლაჰომასა და არკანზასში წყალდიდობის საფრთხეა გამოცხადებული. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო ასობით რეისი.

Source

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს 22 მარტს აირჩევენ

Radiotavisupleba.ge 

სააგენტო „აფსნიპრესი“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება. კომისიის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში კი წერია, რომ ის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. აფხაზეთის ოპოზიციურ ძალთა ბლოკის ლიდერის ასლან ბჟანიას განცხადებით კი, თუკი ხაჯიმბა შემხვედრ ნაბიჯს არ გადადგამს და კომპრომისულ გადაწყვეტილებებს არ მიღებს, მდგომარეობა გაუარესდება. Читать дальше...

მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: რას მეკითხებით, მეორეჯერ დავწეროთ წერილი?

Radiotavisupleba.ge 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ სინოდმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ორ პრეზიდენტს მიმართა. და, მისი სიტყვებით, კიდევ თუ იქნება ახალი პრეზიდენტი, სინოდი იმასაც მიმართავს. რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისათვის ხელმეორედ მიმართვის ალბათობას, მეუფე ნიკოლოზმა ამაზე განცხადა... Читать дальше...

თეირანში რამდენიმე საათით დააკავეს ბრიტანეთის ელჩი ირანში

Radiotavisupleba.ge 

თეირანში, ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ირანში, რობ მაკაირი. ინფორმაციას Reuters-ი, BBC და სხვა საერთაშორისო სააგენტოებიც ავრცელებენ.  დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ელჩის თეირანში დაკავება ყოველგვარი საფუძვლისა და განმარტების გარეშე, საერთაშორისო კანონმდებლობის დაღვევაა“. თავად რობ მაკაირიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ის მართლაც იყო რამდენიმე საათით დაკავებული, თუმცა, მისი სიტყვებით... Читать дальше...

ილია მეორე: მეორედ მოსვლა ახლოსაა

Radiotavisupleba.ge 

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის, მეორედ მოსვლა ახლოსაა“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს. „მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ „ჟამი ახლოს არისო, ამბობენო“, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა“. ილია მეორის სიტყვებით, ადამიანებს სიმშვიდე აკლიათ. „დღეს არის ხსენება სხვა წმინდანებთან ერთად წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის... Читать дальше...

ხატია დეკანოიძე: ხელისუფლებას მოუწევს, მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს უპასუხოს

Radiotavisupleba.ge 

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე გამოუგზავნა კითხვები და ის ვალდებულია, მათ უპასუხოს“, - განაცხადა 12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ. საქმე სტრასბურგის სასამართლოში განიხილება კონვენციის მე-2, მე-3 და  მე-13 მუხლების დარღვევის გათვალისწინებით, რაც ხატია დეკანოიძის განცხადებით, გულისხმობს ხელისუფლების მხრიდან სიცოცხლის უფლების ჩამორთმევას... Читать дальше...


Музыкальные новости
Певец

Певец Григорий Лепс откроет караоке-бар Leps Bar в Петербурге





Персональные новости
Владимир Путин

«Есть ответы на вопросы бизнеса»: Хуснуллин об итогах встречи с Путиным на РСПП





მოძრაობა „შეცვალე“ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

Radiotavisupleba.ge 

მოძრაობა „შეცვალემ“ საპროტესტო აქცია გამართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან  და მისთვის ფინანსური სანქციების დაწესება მოითხოვა. „ეს ერთადერთი გზაა, რომ მან უარი თქვას ოპონენტების დევნასა და ქვეყნის გადაყვანაზე რუსულ რელსებზე. მისი ქონების დაყადაღება და სანქციების დაწესება ერთადერთი გამოსავალია. ის არ აპირებს ამ ქვეყნის მართვას დემოკრატიულად. მან ხელში ჩაიგდო სახელმწიფო სისტემის ყველა შტო, მათ შორის, სასამართლოც - ის არ აპირებს ხელისუფლების დათმობას არჩევნების გზით“... Читать дальше...

"ბასიანთან" სროლისა და ადამიანების დაჭრისთვის დაკავებულ პირს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

ღამის კლუბ "ბასიანთან" სროლისათვის, რასაც იქ მყოფი სამი ადამიანის დაჭრა მოჰყვა, პოლიციამ დააკავა 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ., რომელსაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა, 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც დაჭრა სამი ადამიანი: 1993 წელს დაბადებულ თ.ა., 1987 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1995 წელს დაბადებული დ.ც., თავად კი ადგილიდან მიიმალა. Читать дальше...

"ბასიანთან" გამთენიისას სროლის ხმა ისმოდა

Radiotavisupleba.ge 

12 იანვარს, გამთენიას, სროლის ხმა გაისმა ღამის კლუბ "ბასიანთან". გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ცნობით, მომხდარის გამო ერთი პირი დააკავეს. "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ფეისბუკზე საჯარო პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ "ყველაფერი კარგადაა". "იმედი მაქვს ისევ საომარო არ გაგვიხდება მოძალადის დასჯა",  წერს ნაჯა ორაშვილი. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უცნობმა მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში არ შეუშვეს. Читать дальше...

ტრამპმა ხოტბა შეასხა „მამაც ირანელ ხალხს" და გააფრთხილა ირანის ხელისუფლება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუხატა ირანის საპროტესტო გამოსვლების „მამაც“ მონაწილეებს და მთავრობა გააფრთხილა, რომ „მსოფლიო თვალყურს ადევნებს“ მათ. შაბათს თეირანის ქუჩებში ხალხმა თავისი რისხვა გამოხატა მას მერე, რაც ირანმა აღიარა, რომ შეცდომით ჩამოაგდო უკრაინის სამოქალაქო ავიალაინერი. „ირანის მამაც ხალხს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იტანჯება: მე თქვენს გვერდით ვდგავარ მას მერე, რაც პრეზიდენტი გავხდი. და ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ... Читать дальше...

ქართველმა ხელბურთელებმა იტალიის ნაკრებს სტუმრად მოუგეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლა მაქსიმოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა, იტალიის ქალაქ ბენევენტოში მიმდინარე შეჯიბრება რუმინეთთან მატჩით გახსნა და წააგო, ანგარიშით 24:29. მეორე ტურში კი იტალიის ნაკრებს აჯობა - 28:25. საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიან ჯგუფში მეორე ადგილზეა და მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება, რომელიც 12 იანვარს, მესამე ტურში იტალიას უნდა შეხვდეს. ქართველი ხელბურთელები კი ასევე 12 იანვარს... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Кто отец Дианы Джокович?


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черноморья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко рассказал о планах расширения НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



БГАТОиБ

Школьники могут принять участие в конкурсе видеороликов «Байкал без пластика»



Москва

Киркорова оштрафовали на 6 тысяч рублей из-за неуплаченного штрафа в 3 тысячи

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net