123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

Новости за 27.01.2020

ხუნდაძის თქმით, ხელისუფლება გეგმავს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) გავრცელების ეპიცენტრში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა იგეგმება. „მიდის მუშაობა. მქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან. საკარანტინო რეჟიმი მუშაობს და არ არის მარტივად რომ ბილეთი ავუღოთ და წამოვიყვანოთ. ჩემი მიდგომა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ასეთია და რეკომენდაციებიც მაქვს გაცემული - მინიმუმ უნდა მოვახდინოთ მათი გაყვანა ეპიცენტრიდან, თუნდაც ჩინეთის ან მეზობელი ქვეყნის არეალში. Читать дальше...

„სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

Radiotavisupleba.ge 

ერთი პირი არის დაკავებულ სუპერმარკეტების ქსელ „სპარის“ თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით, - უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით არის დაწყებული (განზრახ მკვლელობის მცდელობა). შემთხვევა თბილისში, ლუიბლიანას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მოხდა. დაახლოებით ერთი თვის წინ თავს დაესხნენ „სპარის“ კიდევ ერთ თანამშრომელს. მიყენებული ზიანის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი 22 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.

ლევან იზორიას თქმით, პოლიციამ მის ძმას ხელბორკილი უსაფუძვლოდ დაადო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსმა ლევან იზორიამ ძმასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ილაპარაკა POSTV-ის ტოკშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“. „მე ამ ინციდენტის შესახებ გავიგე მისი ამოწურვის შემდეგ.  არ გამჩენია უკმაყოფილების განცდა რომელიმე პოლიციელის მიმართ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სისტემის ფარგლებში ეს ადამიანი დაწინაურდა. ამ ადამიანს ჰქონდა ყველანაირი პირობები თავისი საქმიანობის განხორციელებისთვის. ასე რომ, ზეწოლა, ჩარევა, დასჯა, მუქარა, ან ფსიქოლოგიურად... Читать дальше...



ზალკალიანი PACE-ზე: ევროსაბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრიორიტეტები და ვითარება კონფლიქტურ რეგიონებში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში 27 იანვარს სიტყვით გამოვიდა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე და შემდეგ დეპუტატების კითხვებს გასცა პასუხი. საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში ისაუბრა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მნიშვნელობაზე - დოკუმენტის... Читать дальше...

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

Radiotavisupleba.ge 

დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ინფორმაცია თავად იზორიამ დაადასტურა POSTV-ის ტოკშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“. „ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევა, პატივი და პასუხისმგებლობაა. ზოგმა ეს მიიღო, როგორც დასჯა. მე მოვუწოდებ მათ, რომ შეარჩიონ ტერმინოლოგია. ეს ერთგვარად ქვეყნის დაკნინებაც არის", - თქვა იზორიამ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი იყო. გადაცემის დაწყებისას შალვა რამიშვილმა აღნიშნა... Читать дальше...

თალიბანი აცხადებს, რომ ავღანეთში აშშ-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა, აშშ კომენტარს არ აკეთებს

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის პრესმდივანი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი აცხადებს, რომ 27 იანვარს აღმოსავლეთ ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მისი თქმით, თვითმფრინავის ჩამოვარდნას ემსხვერპლა აშშ-ის არმიის "ბევრი" წევრი. ეს ექსტრემისტული ჯგუფი ხშირად აზვიადებს ხოლმე მსხვერპლის რაოდენობას. ღაზნის პროვინცია ჰინდუ კუშის მთების ქვეშ მდებარეობს.  აშშ-ის არმიის მაიორმა, ბეთ რიორდანმა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრესმდივანია, კომენტარზე უარი განაცხადა, როცა მას თალიბანის ამ განცხადების შესახებ ჰკითხეს. Читать дальше...

ვინ ივლის გურჯაანის მერიის მიერ შესაძენი ახალი ავტომობილებით?

Radiotavisupleba.ge 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს ხანში გამოაცხადებს ტენდერს 70 000 ლარად ორი ახალი ავტომანქანის შესაძენად. მერი არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რომ ახალი ავტომობილებით ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლები ივლიან და მუნიციპალიტეტში მრავლად დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშოებს გააკონტროლებენ. მერი ახალი ავტომანქანების შეძენას იმით ხსნის, რომ ამ მუნიციპალური სამსახურების განკარგულებაშია 90-იან წლებში გამოშვებული ავტომობილები, რომლებსაც მომსახურების ვადა თითქმის ამოეწურა. რამდენიმე ხნის წინ... Читать дальше...

სომხეთის გადატრიალების ჰიბრიდული არსი

Radiotavisupleba.ge 

გასული კვირის ბოლოს ქალაქ კაპანში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, დაადასტურა ერთ-ერთ სომხურ გამოცემაში გამოქვეყნებული ცნობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ, რომელშიც, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების გარდა, ფაშინიანის ინფორმაციით, ჩართული იყო ასევე „კრიმინალური სამყარო“ და მედია.     ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ეს საფრთხე რამდენიმე თვის წინ სრულიად აღკვეთეს ეროვნული უშიშროების სამსახურმა და პოლიციამ.    სომხეთის პრემიერ-მინისტრის... Читать дальше...



ენერგოკრიზისი აფხაზეთში - რუსეთი დახმარებას არ ჩქარობს

Radiotavisupleba.ge 

დღეიდან აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. ენერგეტიკული კრიზისის მიზეზი „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონეა, რომელიც დღეისთვის დაახლოებით 440 მეტრს შეადგენს (ზღვის დონიდან) და დღე-ღამეში ერთი მეტრით კლებულობს. 420-მეტრიან ნიშნულზე სადგური უნდა გაჩერდეს. „20 ივლისის მერე ძალიან მშრალი პერიოდი იყო. წინა წელთან შედარებით, [წყალსაცავში] თითქმის 40 პროცენტით ნაკლები წყალი დაგროვდა. ამით არის გამოწვეული ეს ვითარება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სადგურის დირექტორმა, ლევან მებონიამ. Читать дальше...

„გირჩის“ ოფისში ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის პირველი საჯარო შეხვედრა მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის პირველი საჯარო შეხვედრა - ამ სახელწოდებით პარტია  „გირჩის“ ოფისში შეხვედრა დისკუსია მიმდინარეობს. შეხვედრას პირდაპირ ეთერში „გირჩის“ „ფეისბუკ“-გვერდი გადასცემს. დისკუსიაში მონაწილეობენ „გირჩის“, „ევროპული საქართველოს“, „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლები, „ახალი საქართველოს", აგრეთვე, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ანზორ ბურჯანაძე  და სხვ. შეხვედრაზე არ იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. Читать дальше...

ხშირად ის, რასაც საჯაროდ ისმენთ, ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც კერძო საუბრებში გვეუბნებიან - ინტერვიუ ლორა თორნტონთან

Radiotavisupleba.ge 

ამ კვლევებს ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვატარებთ.მაგალითად, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, რათა, მაგალითად, ისეთი შეკითხვები შევიმუშაოთ გამოკითხვისთვის, რომლებიც მათ კომიტეტს წაადგება.

„საქართველოს ფოსტის“ განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის გზავნილი არ დაკარგულა

Radiotavisupleba.ge 

„სამი თვეა საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა. სინამდვილეში სუს-მა ამოიღო“, - დაწერეს ირაკლი ოქრუაშვილის სახელით „ფეისბუკზე“. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, აღნიშნავს, რომ ორი კვირის წინ ხელახლა ამოაბეჭდინა საჩივარი და სტრასბურგში მეგობარს გაატანა.    რადიო თავისუფლება ამ თემაზე „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენელს დაუკავშირდა. „აღნიშნულ გზავნილთან დაკავშირებით „საქართველოს ფოსტა“-მ გამგზავნის განცხადების საფუძველზე განახორციელა დეტალური მოკვლევა... Читать дальше...

ჩაკეტილი კონფლიქტის ზონა

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ქერეში, 27 იანვარს პოლიციამ ჟურნალისტები არ შეუშვა. ჟურნალისტები იქ საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მიდიოდნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი სოფლის შესასვლელთან გააჩერა და სტანდარტული განმარტება მისცა, რომ ეს მათივე უსაფრთხოებისათვის კეთდებოდა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები სოფელში არ შეუშვეს, ქერელები მათთან თვითონ გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მთის სტატუსის მინიჭება, ხელისუფლება კი კიდევ ერთხელ შეჰპირდა პრობლემების მოგვარებას. საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე... Читать дальше...

საფრანგეთი: აღმოსავლეთის პარტნიორობა არ ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანებას

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთი უარყოფს მოსაზრებას, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამამ შესაძლოა მასში ჩართულ ქვეყნებს გზა გაუხსნას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

როგორ გააქრეს ტრაქტორებმა ვირები კახეთში 

Radiotavisupleba.ge 

კახეთი, სადაც ადრე ვირებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებოდით, ამ შინაური ცხოველის გარეშე რჩება. ვირები, რომლებიც მთებშიღა შემორჩა, ბარში ტექნიკამ ჩაანაცვლა.  „ადრე ასკაციან სოფელში ხუთი-ექვსი ვირი მაინც იყო, ახლა გზაზე რომ გამორეკავენ ხოლმე ცხოველებს, ერთ ვირსაც ვეღარ ვხედავ“, - ამბობს ლაგოდეხელი მერაბ მაჩაბლიშვილი, რომელიც სოფელი ბარითიანში ცხოვრობს. მისი აზრით, ვირებს ტრაქტორებმა „აჯობეს“. ტექნიკა იაფდება და გლეხებს აღარ უღირთ შეინახონ ცხოველი, რომელსაც მოვლა სჭირდება: „დილით საბალახოდ უნდა გაიყვანო, მერე ჩრდილში გადმოაბა. Читать дальше...

ბაქრაძის თქმით, მიუღებელია „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენების ტონი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე ეხმაურება პრემიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ კონგრესმენების წერილებს.   „პირველ რიგში უნდა გავყოთ ორად: ერთი მხრივ, საუბარია საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის წერილზე და მეორე მხრივ - ოთხი სხვადასხვა კონგრესმენის წერილზე, რომელიც შეეხებოდა ერთ კონკრეტულ სამართლებრივ დავას. თავად კონგრესმენები მიუთითებენ იმ კომპანიის სახელსაც, ასე რომ, მე თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს შეეხება კონკრეტულად კომპანია „ფრონტერას“ და იმ სამართლებრივ დავას... Читать дальше...

ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება. Читать дальше...

თბილისში იგეგმება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალის გახსნა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში შეიქმნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სივრცე და მემორიალი. ამის შესახებ დღეს, 27 იანვარს ითქვა თბილისის საკრებულოში, სადაც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის ინფორმაციით, გარკვეული ინიციატივა უკვე აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ისრაელის სახლს“ და ისრაელის საელჩოს საქართველოში: „საკითხზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება ფართო კონსენსუსის გზით, საზოგადოების და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების ჩართულობით მოხდება“. Читать дальше...

აშშ-მა სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისთვის 4,5 მლნ დოლარი ჩადო

Radiotavisupleba.ge 

წეროვანში საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში ახალი მრავალპროფილური კომპლექსი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, კომპლექსი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის მთავრობამ 4,5 მილიონი დოლარი გამოყო. ახალ კომპლექსში მოხდება დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის... Читать дальше...


Музыкальные новости
Валерий Гергиев

Валерий Гергиев – о Псковщине ее творцах: Псковичи должны гордится, что такой гениальный музыкант родился здесь





Персональные новости
Желдорреммаш

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли традиционные весенние общезаводские субботники





იუწყებიან, რომ კრემლის ომბუდსმენი შეცდომაში შეიყვანეს ჩეჩნეთის კვლევისას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში გამომავალი გაზეთის, "ნოვაია გაზეტას" თანახმად, კრემლის მთავარი უფლებადამცველი შესაძლოა განზრახ შეიყვანეს სიცრუეში, როცა ის იკვლევდა ჩეჩნეთში ჩატარებულ საპოლიციო რეიდებს, რომლებსაც 20-ზე მეტი მამაკაცი ემსხვერპლა.  გამოცემა 27 იანვარს წერს, რომ ტატიანა მოსკალკოვამ 2017 წლის სექტემბერში გამართა შეხვედრა ჩეჩნეთში, როგორც ნაწილი მისი გამოძიებისა რეიდების შესახებ. მას წარუდგინეს ორი მამაკაცი, როგორც პირები, რომელთა მკვლელობის შესახებაც ცნობები იყო გავრცელებული და ეს, შესაძლოა, ყოფილიყო ადგილობრივი მთავრობის მცდელობა... Читать дальше...

საჩუქრის მიღებამდე ბრიტანელი მოგზაური მოპარული ველოსიპედის დაბრუნებას ელოდება

Radiotavisupleba.ge 

„იმ შემთვევაში, თუკი ვერ იპოვიან ჩემს ძველ ველოსიპედს, ახალს მაჩუქებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბრიტანელმა მოგზაურმა როუან კემპბელმა, რომელსაც სამი დღის წინ ველოსიპედი თბილისში მოპარეს.  მიუხედავად იმისა, რომ ქართველების ერთი ჯგუფის ინიციატივით მოგზაურისთვის ახალი ველოსიპედი გამოიძებნა, როუან კემპბელი საჩუქრის მიღებამდე რამდენიმე დღე გამოძიების შედეგებს დაელოდება.  ქალაქის ცენტრში ველოსიპედის ქურდობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. თუკი მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში პოლიცია ვერ იპოვის მოპარულ ველოსიპედს... Читать дальше...

პაატა გაბელია: პროკურატურის მენეჯერულ პოსტებზე ქალები კაცებს არ უნდა სჭარბობდნენ

Radiotavisupleba.ge 

საპროკურორო საბჭოს წინაშე გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილი რიგით მეორე კანდიდატის, პაატა გაბელიას განცხადებით, წლების განმავლობაში პროკურატურის სისტემაში მუშაობისას დაგროვილი გამოცდილება და რამდენიმე რეფორმის პროცესში მონაწილეობა მას უბიძგებს, რომ გახდეს გენერალური პროკურორი. პაატა გაბელიას აზრით, პროკურატურის სისტემაში თავად პროკურორების დამოუკიდებლობის ხარისხია გასაუმჯობესებელი. „მოხარული ვარ, რომ მთავარი პროკურატურა გენერალური პროკურატურა გახდა და ყველა ინსტიტუციისგან დამოუკიდებელია... Читать дальше...

ქერეს მცხოვრებთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსს დაჰპირდნენ

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მცხოვრებთა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და გორის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. აქციის მონაწილეებსა და გუბერნატორის და მერის მოადგილეებს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა. ქერელები მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და საბავშვო ბაღის აღდგენას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მთავრობამ ადრე გაცემული დაპირებები არ შეუსრულა, ამიტომ... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კენჭისყრა სტრასბურგში, ევროსაბჭოს ზამთრის სესიის ფარგლებში ჩატარდა. ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 19 კანდიდატი იყო წარდგენილი. სესიაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის კანდიდატატსაც უყარეს კენჭი. წარმოდგენილი იყო ერთადერთი ჰენდრიკ დამსის კანდიდატურა. ჰენდრიკ დამსი ბელგიის პარლამენტის დეპუტატია. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ... Читать дальше...

18 წლის ბილი აილიში ოთხი პრემიით "გრემის" ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა

Radiotavisupleba.ge 

პოპმუსიკის 18 წლის ვარსკვლავი, ბილი აილიში, 2020 წლის "გრემის" ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა, ოთხივე უმნიშვნელოვანეს ნომინაციაში გამარჯვებით.  სადებიუტო სტუდიური ალბომით "When We All Fall Asleep, Where Do We Go?" აილიშმა მოიპოვა წლის ალბომის, წლის სიმღერის, წლის ჩანაწერის და წლის საუკეთესო ახალი არტისტის ჯილდოები ცერემონიაზე, რომელიც 26 იანვარს ლოს-ანჯელესში გაიმართა. ალბომის თანაკომპოზიტორი, პროდიუსერი და ხმის რეჟისორი ეილიშის უფროსი ძმა, ფინეას ო'კონელია, რომელმაც ექვსი პრემია მიიღო.  სხვა გამარჯვებულებს შორის იყვნენ ლილი ნას ექსი... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Баскетболист ЦСКА Хэнлан назвал Москву лучшим местом для жизни


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Новак Джокович в пятый раз получил спортивный «Оскар» как атлет года


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Регоператор провел экологический телемост между школьниками Подольска и Москвы





Путин в России и мире
Москва

Площадь трех вокзалов в Москве переименуют


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко ограничил выплату дивидендов гражданам недружественных стран




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Байден заверил Зеленского в скорых поставках новых пакетов помощи


Навальный в России и мире
Москва

Патриарх Кирилл запретил в служении священника, проводившего панихиду по Алексею Навальному



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Шапка

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Москва

Сотрудник ОМОН «Крепость» стал бронзовым призером на соревнованиях Центрального округа Росгвардии по боксу

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net