Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

Новости за 19.01.2020

ჩაიკოვსკის საქართველო: სულიერი და ხორციელი ვნებები

Radiotavisupleba.ge 

პეტრე ჩაიკოვსკი ბორჯომს იტალიას ადარებს. წერს: ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც ფლორენციაშიო. რა მოსწონდა რუს კომპოზიტორს საქართველოში? რატომ იყო აქ „თავისუფალი“? ჩაიკოვსკის საქართველო - საუბარი კომპოზიტორის საიდუმლო ვნებებზე, „მაკნატუნას“ ნაძვისხეზე და დაკარგულ ბედნიერებაზე, რომელიც მუსიკაში აისახა.

ჯონსონი პუტინს აფრთხილებს, არ გაიმეოროს ქიმიური თავდასხმა ბრიტანეთზე

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვლადიმირ პუტინს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრისას უთხრა, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმეოროს ქიმიური თავდასხმა ბრიტანეთზე, მსგავსად იმისა, როგორც ეს მოხდა 2018 წელს, როცა სოლსბერიში ნერვული აგენტით მოწამლეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი.  ჯონსონის ოფისის თანახმად, ბრიტანეთის პრემიერი პუტინს შეხვდა ბერლინში, ლიბიის საკითხზე მიმდინარე სამიტზე და უთხრა, რომ მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობა ნორმალურს არ დაუბრუნდება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს თავის "დესტაბილიზაციის გამომწვევ" ნაბიჯებს. Читать дальше...

მედვედევი ამბობს, რომ რჩება პარტია "ერთიანი რუსეთის" ხელმძღვანელად

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ექს-პრემიერმა, დმიტრი მედვედევმა 19 იანვარს განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის" ხელმძღვანელად. ეს პარტია მჭიდროდ თანამშრომლობს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ორი ათწლეულია დომინანტურ ძალას წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში.  მედვედევი, თავის მთავრობასთან ერთად, გადადგა მას შემდეგ, რაც პუტინი თავის ყოველწლიურ სიტყვაში 15 იანვარს გამოვიდა მოწოდებით ჩატარდეს რეფერენდუმი მნიშვნელოვან საკონსტიტუციო შესწორებებზე, რომლებიც, მისი თქმით, პარლამენტის უფლებამოსილებას გაზრდის. Читать дальше...



მოსკოვში აქციით გაიხსენეს ადვოკატის და ჟურნალისტის მკვლელობები

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში ასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა სანქცირებულ აქციაში, რომლითაც აღნიშნეს უფლებადამცველის, 34 წლის სტანისლავ მარკელოვის და ჟურნალისტის, 25 წლის ანასტასია ბაბუროვას მკვლელობების მე-11-ე წლისთავი. მარკელოვი და ბაბუროვა ქალაქში, დღისით მოკლეს, 2009 წელს.  აქციის მონაწილეთა ნაწილს მოკლულთა ფოტოები ეჭირა ხელში. დემონსტრანტთა ნაკადს თვალს ადევნებდა პოლიცია. დემონსტრანტებს წინ მიუძღვებოდნენ აქტივისტები, რომლებსაც ხელში რუსეთის კონსტიტუციის ასლები და სამგლოვიარო გვირგვინები ეჭირათ.  მარკელოვი და ბაბუროვა იცავდნენ იმ ადამიანებს... Читать дальше...

"ანას ბაღის" დამცველებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

Radiotavisupleba.ge 

ვარკეთილში, „ანას ბაღში“ გაიშალა კარავი, რომელშიც მშენებლობის შეჩერებისა და კორპუსის ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, საჭიროა 10 000 ხელმოწერის შეგროვება, რათა თბილისის საკრებულომ საკითხი სავალდებულო წესით განიხილოს. აქციის მონაწილეების ხელმოწერების შეგროვებას „ანას ბაღის“ გარდა, თბილისში, მეტროსადგურებთან და სხვა ხალხმრავალ ადგილებშიც აპირებენ. ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, ათსართულიანი... Читать дальше...

ეპისკოპოსი მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის კლებას მოსახლეობის ქვეყნიდან გასვლასაც უკავშირებს

Radiotavisupleba.ge 

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი საზოგადოებრივი კვლევის ბოლო შედეგებით ეკლესიის მიმართ ნდობის მაჩვენებლის შემცირებას სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს და ამბობს, რომ მასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს - მათ შორის, საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ეკლესიის რეიტინგის კლების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ეპისკოპოსი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის უცხოეთში გასვლას ასახელებს: „სამწუხარო ფაქტია, ალბათ ყველაფერი მოქმედებს. როგორც ხედავთ, ფაქტია, რომ მოქმედებს ყველაფერი... მე არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ რამეს - ძალიან ბევრი გადის ქვეყნიდან. Читать дальше...

ბრიტანეთი, საფრანგეთი "გრძელვადიანი ჩარჩოს" საჭიროებაზე ლაპარაკობენ ირანთან მიმართებით

Radiotavisupleba.ge 

19 იანვარს ირანის პარლამენტის გავლენიანმა სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ - რომელიც უწინ თეირანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბირთვულ მოლაპარაკებებზე - გააკეთა განცხადება, რომ, თუკი ევროპის ქვეყნები „ნებისმიერი მიზეზით ... უსამართლო“ მიდგომას გამოავლენენ იმ განხილვის მექანიზმის მიმართ, რომელიც საერთაშორისო ბირთვულ ხელშეკრულებაში ამუშავდა 2018 წელს ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ, თეირანი „სერიოზულად გადასინჯავს“ თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA). მის ამ განცხადებას სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. Читать дальше...

ანრი ოხანაშვილის მუქარის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს 7000 ლარის გირაო შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს აღკვეთის ღონისძიებად 7ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ვახტანგ რობაქიძის დაცვის მხარე. ადვოკატი აპირებს, მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. პროცესზე მან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და მასზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. Читать дальше...



„მიონის“ ყოფილი ქარხნის შენობაში მეხანძრეებმა ერთი გარდაცვლილი იპოვეს

Radiotavisupleba.ge 

„მიონის“ ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მეხანძრეებმა ღია ცეცხლიდან გაიყვანეს მამაკაცი, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება. შუახნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გავრცელებული ინფორმაციით კი მამაკაცს ელექტროკაბელები დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ხანძარი ბელიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის მეექვსე სართულზე გაჩნდა, სადაც სახელოსნოები იყო განთავსებული. ხანძრის ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. Читать дальше...

სუს-ს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ

Marshalpress.ge (მარშალ) 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მსმენელებს უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრნენ. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საკითხები, ასევე ანტიტერორისტული და ანტიკორუფციული მიმართულებით უწყების მიერ გაწეული საქმიანობა. Читать дальше...

ხაზარაძე: კონგრესმენი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია ჩრდილოეთის ვექტორზე

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამერიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინის წერილის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მასში მკაფიოდაა გაკრიტიკებული ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა დასავლელი, კერძოდ, ამერიკელი პარტნიორების მიმართ. მამუკა ხაზარაძის თქმით, ამერიკელი კონგრესმენის შეფასება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს: „და ეს არის უკვე მეორე განცხადება კონგრესმენების ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმ  მოვლენებთან დაკავშირებით... Читать дальше...

ე.წ. მიონის შენობაში ხანძარი გაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ე. წ. მიონის შენობაში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარია. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ხანძარი გაჩნდა შენობის მეექვსე სართულზე, სადაც სახელოსნოებია განთავსებული. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ხანძარი ლოკალიზებულია, ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებსა და ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე.

კიევში ჩაიტანეს თეირანში თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა გვამები

Radiotavisupleba.ge 

19 იანვარს კიევში ჩაიტანეს უკრაინის იმ 11 მოქალაქის გვამები, რომლებიც დაიღუპნენ მაშინ, როცა ირანის არმიამ თეირანის აეროპორტიდან აფრენისას შემთხვევით ჩამოაგდო უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი. პარალელურად, 19 იანვარს გაღრმავდა კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად აპირებს ირანი, ოფიციალურად ითანამშრომლოს ტრაგედიის საერთაშორისო გამოძიებასთან.  უკრაინის დროშებში გახვეული 11 კუბოს კიევში ჩატანისას გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პრემიერ-მინისტრმა ოლექსი ჰონჩარუკმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. Читать дальше...

გია ვოლსკი: კონგრესმენის წერილი მიკერძოებულია და ერთი კომპანიის ინტერესებს უკავშირდება

Radiotavisupleba.ge 

კონგრესმენ მარკვეინ მალინის წერილის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ წერილი მიკერძოებულია და კომპანია „ფრონტერას“ ინტერესებს უკავშირდება: „200 ამერიკული კომპანიაა საქართველოში რეგისტრირებული და შემთხვევა არ მახსოვს, როდესაც ბიზნესპარტნიორს ან რომელიმე კომპანიას უტევენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის კონკრეტული კომპანია „ფრონტერა“, რომელიც 1994 წლიდან არც ბიუჯეტთან არის, მე რამდენადაც ვიცი, რაიმე კავშირში, საქართველოს ბიუჯეტთან და საუბრობს იმაზე... Читать дальше...

ირანი: ევროპის ზეწოლის შემთხვევაში შესაძლოა გადავსინჯოთ თანამშრომლობა IAEA-სთან

Radiotavisupleba.ge 

ირანის პარლამენტის გავლენიანი სპიკერის მიერ 19 იანვარს გაკეთებული განცხადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ქვეყნები „ნებისმიერი მიზეზით ...  უსამართლო“ მიდგომას გამოავლენენ იმ განხილვის მექანიზმის მიმართ, რომელიც საერთაშორისო ბირთვულ ხელშეკრულებაში ამუშავდა 2018 წელს ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ, თეირანი „სერიოზულად გადასინჯავს“ თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA). „ის, რაც ევროპის სამმა ქვეყანამ გააკეთა ირანის ატომურ საკითხთან მიმართებით.... დასანანია“... Читать дальше...

მეუფე გრიგოლი: სინოდი წელიწადში 2-ჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს, რა უშლის ხელს, ვერ გეტყვით

Radiotavisupleba.ge 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ჟურნალისტებთან კომენტარში ამბობს, რომ წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს, თუმცა  არ იცის, რატომ ვერ იკრიბება: „მე ვიცი, რომ უნდა შეკრებილიყო წმინდა სინოდი და თუ რატომ არ შეიკრიბა, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ვწუხვარ, რომ არ შეიკრიბა. ჩვენ ვიცით, რომ სულ ცოტა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქმა ბრძანა, რომ საერთოდ ორჯერ კი არა, უფრო მეტად, ხშირად უნდა შევიკრიბოთო. რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით“... Читать дальше...

პუტინი ამბობს, რომ არ მოსწონს საბჭოთა ყაიდის სამუდამო ლიდერები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ არ სურს მისი ქვეყანა დაუბრუნდეს საბჭოთა პრაქტიკას, როცა ლიდერები მთელი სიცოცხლის განმავლობაში იყვნენ თანამდებობაზე და მათი სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობის პროცედურა ბუნდოვანი რჩებოდა.  18 იანვარს, სანკტ-პეტერბურგში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრისას, პუტინს ჰკითხეს, ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი პრეზიდენტობის ვადის გაუქმება.  „ძალიან შემაშფოთებელი იქნებოდა იმ ვითარებასთან დაბრუნება, რომელიც 1980-იანი წლების შუა პერიოდში გვქონდა, როცა სახელმწიფო ლიდერები ხელისუფლებაში რჩებოდნენ... Читать дальше...

ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში

Radiotavisupleba.ge 

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად 2 ადამიანი, ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ კვამლისგან გაიგუდნენ. სხეულის დამწვრობით ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს მათი შვილი, 31 წლის კაცი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დამწვარია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. შენობაში იმყოფებოდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც დაზიანება არ მიუღია. ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. Читать дальше...

გერმანია მასპინძლობს მნიშვნელოვან სამიტს ლიბიის კონფლიქტზე

Radiotavisupleba.ge 

ათზე მეტი ქვეყნის, მათ შორის თურქეთის, აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლები 19 იანვარს ბერლინში იკრიბებიან, სამიტზე, რომელზეც იმსჯელებენ ლიბიაში კონფლიქტის დასრულების და სირიის კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ლტოლვილების კრიზისის მსგავსი ვითარების შექმნის არდაშვების გზებზე.   თურქეთის, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, მასპინძლობს კანცლერი ანგელა მერკელი. სამიტის მხარდამჭერია გაეროც. შეხვედრაზე შეეცდებიან უცხოეთის ძალები დაარწმუნონ შეწყვიტონ კონფლიქტის გაღვივება სამხედროებით, შეიარაღებით თუ ფინანსური დახმარებით. Читать дальше...


Музыкальные новости
Михаил Кутушов

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24





Персональные новости
Сергей Шойгу

Шойгу отстранил Тимура Иванова от должности замглавы Минобороны





კაპანაძე კონგრესმენის წერილზე: ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, კონგრესმენ მარკვეინ მალინის ღია წერილი, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა, არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ აშშ-ში შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით: „ეს წერილები არ წყდება, ეს განცხადებები არ წყდება და ისინი მოდის არა მარტო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, არამედ ამერიკელი პარტნიორებისგანაც. ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის, მას რომ ოდნავ საღი აზრი მაინც ჰქონდეს შერჩენილი“... Читать дальше...

შსს: ამოღებულია 200 აბი სუბოქსინი

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის 200 აბი ამოიღეს ნივთმტკიცებად. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონგრესმენის წერილი გახარიას: საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა მარკვეინ მალინმა სოციალურ ქსელში წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. ღია წერილში კონგრესმენი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან „განგრძობადი გადახვევის“ გამო. წერილში საუბარია ასევე ქვეყანაში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებულ გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატზე“. „მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ მიაღწია 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ... Читать дальше...

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აღარ ისარგებლებენ „სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგონია მეგან მარკლი ვეღარ ისარგებლებენ „მისი სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით, - გადაწყვეტილება 2020 წლის გაზაფხულიდან შევა ძალაში.  „ჰარი, მეგანი და არჩი ყოფელთვის იქნებიან ჩემი ოჯახის უსაყვარლესი წევრები“, - ამბობს დედოფალი ელისაბედ მეორე განცხადებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელდა. განცხადებაში დედოფალი აღნიშნავს, რომ მრავალთვიანი საუბრებისა და ბოლოდროინდელი განხილვების შემდეგ ნაპოვნია პრინცი ჰარისა და მისი ოჯახისათვის მხარდამჭერი... Читать дальше...

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

Radiotavisupleba.ge 

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. წირვა 10 საათზე დაიწყება. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე სრულდება წყლის კურთხევის მსახურება ( დიდი აიაზმა). ნაკურთხ წყალს მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

ანრი ოხანაშვილი – ირაკლი შოთაძეს იცნობენ ის ადამიანები, ვის მიმართაც სამართლიანობა აღდგა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ანრი ოხანაშვილი – ხორავას ქუჩაზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ ირაკლი შოთაძე ღირსეულად მოიქცა ირაკლი შოთაძეს იცნობენ დაზარალებულები – ის ადამიანები, ვის მიმართაც აღდგა სამართლიანობა – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ შაბათის ქრონიკაში“ ანრი ოხანაშვილმა ირაკლი შოთაძის პროკურორობის პერიოდში გახსნილ და ბოლომდე მიყვანილ საქმეებზე ისაუბრა, რომლებიც წინა რეჟიმის სისტემურ დანაშაულებს უკავშირდებოდა. „2015-2018 […]

Source

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Кто отец Дианы Джокович?


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Опыт проведения Всероссийской акции «Вода России» представлен на межведомственном заседании в Ташкенте





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил, что не собирается проводить в Белоруссии мобилизацию




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Валерий Гергиев

Валерий Гергиев — о судьбе театров после объединения Мариинки и Большого



Москва

«Единая Россия» фиксирует мощные DDoS-атаки на фоне акции «Диктант Победы»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net