Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

Новости за 24.01.2020

საგარეო უწყებას თურქეთში მიწისძვრის გამო საქართველოს მოქალაქეების დაშავებაზე ცნობა არ მიუღია

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეების აღმოჩენის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ მიუღიათ, - უთხრეს უწყებაში „პირველ არხს“. თურქეთში ძმიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მინიმუმ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

ამერიკელი კონგრესმენები კვლავ კრიტიკით მიმართავენ საქართველოს პრემიერს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის წარმომადგენლთა პალატის კიდევ ორი წევრი უერთდება კონგრესმენების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას საქართველოს მთავრობის მისამართით.  რესპუბლიკელი კონგრესმენები ბრაიან ბაბინი და პიტ ოლსონი ამის შესახებ  განცხადებას ტვიტერის მეშვეობით აკეთებენ.  ბრაიან ბაბინმა   ტვიტერით გაავრცელა  წერილი, რომელიც მან 23 იანვარს  გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. კონგრესმენი  ბაბინი  აღნიშნავს, რომ "როგორც მეცნიერების, კოსმოსის და ტექნოლოგიის კომიტეტის წევრმა, ეს წერილი"  მისწერა  საქართველოს... Читать дальше...

ვინ იზრუნებს მიუსაფარ ძაღლებზე ბათუმში

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში პირველი თოვლის მოსვლისა და ტემპერატურის მკვეთრად ვარდნის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ მიუსაფარი ძაღლები. ზამთრის ცივ დღეებში მათთვის საკვების მოპოვება რთულდება დაიმატებს დაავადებების გაჩენის რისკიც, ამ ვითარებაში კი ბათუმის მერიამ, თვეზე მეტია, ვერ გამოავლინა კომპანია, რომელიც ცხოველების მოვლა-პატრონობაზე, სამედიცინო დამხარებასადა პოპულაციის რეგულირებაზე იქნება პასუხისმგებელი. გასულ წლებში სამუშაოებს მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 314 ათასი ლარით კომპანია „სევერი“ აწარმოებდა... Читать дальше...



"თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, საქართველოს ინტერესები და სახელმწიფო რჩება"

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორი, კორნელი კაკაჩია თვლის, რომ დასავლელი პარტნიორებისგან ბოლო დროს მომდინარე წერილობითი, თუ ზეპირსიტყვიერი გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისადმი სცდება დიპლომატიური სიგნალების ზღვარს.

კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის ცემას გამოეხმაურა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ილაპარაკა დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის შესახებ. „მე მინდა, ყველას ვთხოვო, ყველას მოვუწოდო ჩემს თანაგუნდელებს: წელს არის საარჩევნო წელი და ასეთი პროვოკაციები ძალიან ბევრი იქნება, ყველას მინდა თავშეკავება ვთხოვო, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის თანადგომის, ხალხის მხარდაჭერის და ერთადერთი, რასაც ისინი ცდილობენ და ყოველ შემთხვევაში ახერხებენ, ეს არის დესტრუქციული ქმედებები... Читать дальше...

აშშ სანქციებს უწესებს ოთხ სანავთობო ფირმას „ყუდსის ძალების“ მხარდაჭერისთვის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დაუწესა ოთხ ენერგოფირმას, რომლებსაც ადანაშაულებენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალებისთვის“ ნავთობის ექსპორტში დახმარების გაწევაში. სანქციები, რომლებიც 23 იანვარს გამოცხადდა, დაწესდა სამი კვირის შემდეგ მას მერე, რაც 3 იანვარს, აშშ-მა ბაღდადში, საჰაერო იერიშისას მოკლა ამ გაერთიანების სარდალი, გენერალი ყასემ სულეიმანი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაკ პომპეომ განაცხადა, რომ „დღეს, აშშ დგამს ახალ ნაბიჯს, როგორც ნაწილს მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის კამპანიისა... Читать дальше...

Tips on how to Publish Home business Essays For Ideal Scores

News.ge 

Establishing Principal Corporation Matter Essays In the beginning of one’s vocation, you may perhaps question when you should preferably create an essay on the corporation matter college essay outline example or perhaps the uncomplicated issue that you have been carrying out virtually all your lifetime. You can find no completely wrong or most suitable reply ...

„გირჩი“ 19 კგ-მდე კანაფის კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

Radiotavisupleba.ge 

პარტია „გირჩის“ წევრებმა ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანეს. როგორც რადიო თავისუფლებას „გირჩის“ წევრმა, იურისტმა ლევან ჯგერენაიამ განუმარტა, სარჩელში სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) მესამე ნაწილს ეხება. მართალია, ამ ნორმით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა უკვე არის არაკონსტიტუციურად ცნობილი, ის ვრცელდება მხოლოდ 266 გრამამდე ოდენობაზე; ახალი სარჩელის თანახმად... Читать дальше...



"ხორავას ქუჩის" საქმის მოულოდნელი პროცესები

Radiotavisupleba.ge 

23 და 24 იანვარს სასამართლო სხდომები პროტესტის ნიშნად, ხმაურის ფონზე დატოვა დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. მისი ქმედებები შეურაცხყოფად მიიღო კალანდიების ოჯახმა, რომლის რეაგირება ასევე მწვავე იყო. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობებია. ​

სერბეთი და კოსოვო „პრინციპულად“ შეთანხმდნენ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე

Radiotavisupleba.ge 

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა და აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა სერბეთსა და კოსოვოში, რიჩარდ გრენელმა განაცხადეს, რომ მომავალი კვირისთვის დაგეგმილია მოლაპარაკება ბალკანეთის ამ ორი სახელმწიფოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის გარშემო. ვუჩიჩთან მოლაპარაკების შემდეგ, 24 იანვარს, რიჩარდ გრენელმა, რომელიც აშშ-ის ელჩად მსახურობს გერმანიაში, განაცხადა, რომ „პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ბერლინში, 27 იანვარს“. ამის თაობაზე, გრენელის თქმით, ის კოსოვოს ლიდერებს 22-23 იანვარს მოელაპარაკა. Читать дальше...

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშებმა სიტყვიერი დაპირება მიიღეს

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე მეტალურგიული ქარხნის მუშებსა და კომპანიას შორის მეოთხე დღეა შრომითი დავა მიმდინარეობს, რის გამოც დასაქმებულები მუშაობაზე უარს ამბობენ  და წარმოება შეწყდა. როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის იურისტი ირაკლი მხეიძე განმარტავს, დღეს, 24 იანვარს, რამდენიმე საათი გაგრძელდა მოლაპარაკება ქარხანაში დასაქმებულ მუშებსა და მეტალურგიული ქარხნის ინვესტორის, ინდური კომპანია „ამბიკონ სტილსის“ გენერალურ მენეჯერსა და რეგიონულ წარმომადგენელთან. Читать дальше...

მომაკვდინებელი ვირუსის შესაჩერებლად ჩინეთმა კიდევ რამდენიმე ქალაქი დაკეტა

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის ხელისუფლებამ გიგანტური კარანტინი, რომლის მიზანი მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შეჩერებაა, სულ 13 ქალაქზე გაავრცელა. მათი მოსახლეობის საერთო რიცხვი 41 მილიონია. ვირუსის მსხვერპლმა 24 იანვრისთვის მიაღწია 26-ს, დაავადებულთა რიცხვი 830-ია. კორონავირუსი (2019 Novel Coronavirus (2019-nCoV)) ვირუსის ახალი ტიპია, რომელიც დღემდე ადამიანის ორგანიზმში არ უნახავთ. განგაში მის გავრცელებას მოჰყვა მისი მსგავსების გამო მწვავე რესპირატორულ სინდრომთან (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში ასეულობით ადამიანი მოკლა ჩინეთსა და ჰონგ-კონგში. Читать дальше...

ახალგორელი პენსიონერებისთვის ათი დღით გაიხსნა გზა

Radiotavisupleba.ge 

პირველი მიკროავტობუსი ოძისის საპოლიციო საგუშაგოსთან პირველის ნახევარზე გამოჩნდა. 5-თვიანი ლოდინის შემდეგ ათი პენსიონერი ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. პოლიციელებს ისინი ავტობუსიდან არც ჩამოუყვანიათ, მხოლოდ პირადობის მოწმობები წაიღეს და რეგისტრაციაში სწრაფად გაატარეს. ავტობუსთან ჟურნალისტების გარდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. ევროპელ დამკვირვებლებს თარჯიმანი სიტყვასიტყვით უთარგმნიდა მოხუცების ნათქვამს: ფული საერთოდ აღარ ჰქონდათ. Читать дальше...

ციხელაშვილი ახალგორთან ე.წ. საზღვრის დროებით გახსნაზე: ეს არ არის შედეგი, რაც უნდა დადგეს

Radiotavisupleba.ge 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დადებითად აფასებს ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის განმავლობაში დაკეტილი  ე.წ. საზღვრის „გარკვეული ვადით“ გახსნას, თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის ის შედეგი, რაც უპირობოდ უნდა დადგეს. სახელმწიფო  მინისტრის თქმით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტი სრულად უნდა გაიხსნას და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდავი უნდა იყოს. „რა თქმა უნდა, არის კარგი, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს ეხლა აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა. აუცილებელი იქნება... Читать дальше...

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე მივიდა, როგორც მოწმე სახელმწიფო ღალატის საქმეში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, გამოძიების სახელმწიფო ბიუროში მივიდა მოწმის სტატუსით დაკითხვაზე. საქმე ეხება პოროშენკოს პრეზიდენტობის დროინდელ ქმედებებს, რომლებშიც შეიძლებოდა მას როლი ეთამაშა. გამოძიების ბიუროში მისვლისას პოროშენკომ თქვა, რომ დაკითხვა უკავშირდება სავარაუდო სახელმწიფო ღალატის საქმეს, 2015 წელს მინსკის სამშვიდობო შეთანხმების დადების დროს. შეთანხმება უკავშირდება ვითარებას უკრაინის აღმოსავლეთში, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ 2014 წლის აპრილის შემდეგ. Читать дальше...

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მეათე ადგილი დაიკავა ევროპის ჩემპიონატზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გერმანიასთან მატჩით დაასრულა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს მეცხრე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა, ანგარიშით 8:9. საქართველოს ნაკრები მთელი შეხვედრა იგებდა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე წუთით ადრე ოთხბურთიანი უპირატესობაც კი ჰქონდა (7:3), მაგრამ... თამაშის ბოლომდე მონაგარს ერთადერთი გოლი შემატა. გერმანელებმა კი კიდევ ექვსჯერ გაიტანეს და საბოლოოდ ანგარიში სათავისოდ შეატრიალეს. Читать дальше...

ავთანდილ ცინცაძე ხაბეიშვილის ცემაზე: ჩხუბში ვერ ზომავ, ერთხელ მოხვდება თუ ორჯერ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ცინცაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილისადმი ძალადობა მისმა საქციელმა გამოიწვია. ავთანდილ ცინცაძე ერთ-ერთია თბილისის საკრებულოს იმ რამდენიმე დეპუტატს შორის, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. „მოხდა, სამწუხაროდ, ჩხუბი. ჩხუბში ვერავინ ვერ ზომავს, ერთხელ მოხვდება თუ ორჯერ. თავის ბრალია... ფიზიკური ძალადობა, რა თქმა უნდა, არ უნდა გამართლდეს და არ არის საჭირო ფიზიკური ძალადობა, მაგრამ მოხდა ეს... Читать дальше...

პენიტენციური სამსახური ნინო ლომჯარიას პასუხობს

Radiotavisupleba.ge 

„არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იქნა დასახელებული, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე“, - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადების პასუხად. როგორც პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მითითებას აკეთებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. Читать дальше...

სამხრეთ გერმანიაში სროლისას ექვსი ადამიანი მოკლეს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის სამხრეთში, ქალაქ როტ ამ ზეეში სროლისას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი მოკლეს. DPA-ს ცნობით, რომელიც პოლიციის ინფორმაციას ეყრდნობა, ეჭვმიტანილი დააკავეს. როიტერსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციის წინასწარი ვარაუდით, სროლა უკავშირდებოდა „პირად ურთიერთობებს“. სხვა მინიშნება ეჭვმიტანილებზე არ გავრცელებულა.


Музыкальные новости
Сергей Прокофьев

Мариинский театр исполнил оперу Прокофьева в честь дня рождения композитора





Персональные новости
Владимир Путин

Тема дня: Путин назвал сохранение духовных ценностей условием укрепления суверенитета





ვახტანგ იზორიას დედა: ჩემს შვილს ინციდენტის დროს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა

Radiotavisupleba.ge 

ვახტანგ და ლევან იზორიების დედა  ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და ამბობს, რომ უბინძურესი პროპაგანდა მისი შვილებისა და ოჯახის მიმართ ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება. „ფეისბუკში“ იგი წერს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დღემდე აგრძელებს მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში: „ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები... Читать дальше...

შსს-მ დოდო გუგეშაშვილის შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

სამართალდამცველებმა გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. - იუწყება შსს.  გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში, დოდო გუგეშაშვილის [გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონის“ წევრის] დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე... Читать дальше...

წულუკიანი ცუდად ხდება კრიტიკისას და მერე მისთვის აღარ არსებობს არც ერთი წესი და ქცევის ნორმა

News.ge 

სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ეს ჩაიდინა უშუალოდ და არსებობს ყველა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მოხდა ქალბატონი წულუკიანის პირდაპირი მითითებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით. ბოკერიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მხრიდან დაირღვა კანონი, როდესაც მათ გაასაჯაროეს ინფორმაცია,... Читать дальше...

ბექა დავითულიანი: ორი წელია, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, ეს გამოიწვიოს და ვიღაცამ სცემოს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი გამოეხმაურა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ფიზიკურ დაპირისპირებას. „ეს ძალადობა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და სასურველი არავისთვის არ არის. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ საკრებულო უნდა იყოს მუშტი-კრივისა და დედის გინების ადგილი. უბრალოდ, დედის გინება დაიწყო ერთმა მხარემ და მეორე მხარისგან მოყვა მუშტი-კრივი, აი, ამაშია საქმე. არც დედის გინების ადგილი უნდა იყოს, არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფის. Читать дальше...

ბულგარეთი ორ რუს დიპლომატს გააძევებს ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზაჰარიევამ 24 იანვარს განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნიდან გაძევებას უპირებს ორ დიპლომატს, რომლებსაც ჯაშუშობაში ედებათ ბრალი. მათი ვინაობა მინისტრს არ დაუსახელებია. ზაჰარიევამ დასძინა, რომ მთავრობამ მიიღო ინფორმაცია პროკურატურისგან. „ჩვენ გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც გვევალება და, დიდი ალბათობით, მათ პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადებთ“, თქვა მან. ზაჰარიევა აპირებს, სამინისტროში გამოიძახოს რუსეთის ელჩი სოფიაში. სოფიაში რუსეთის საელჩომ განუცხადა რადიო თავისუფლებას... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Расплата за расточительство! ФК «Оренбург» на домашнем поле уступил ФК «Динамо» (Москва) – 1:2


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Дарья Касаткина

Теннисистка Касаткина выразила сожаление, что у нее нет коннекта с Шараповой


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Кабардино-Балкарии стартует крупнейшая экологическая акция «Вода России»





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о формировании взаимовыгодного международного сотрудничества


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил, что не собирается проводить в Белоруссии мобилизацию




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Во Франции назвали бредом слова Зеленского про угрозу Путина Европе


Навальный в России и мире
Москва

Патриарх Кирилл запретил в служении священника, проводившего панихиду по Алексею Навальному



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Девушке сделали предложение на концерте Басты: "Бери кольцо"



Москва

РФ направила ноту в МИД Турции по ситуации с транзитом в Латинскую Америку

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net