123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

Новости за 17.01.2020

სალომე სამადაშვილი პარლამენტის წინ საახალწლო სიმღერებმა შეაწუხა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის წინ საახალწლო სიმღერების გამორთვას ითხოვს და მიზეზად ასახელებს იმას, რომ სადღესასწაულო დღეები დასრულდა. “შობა-ახალი წელი პარლამენტის წინ ოქტომბრამდე გაგრძელდება? დამთავრდა-ძველი, ახალი და ყველანაირი წესით. გამორთოთ ეგება საშობაო სიმღერები, სურეალიზმია უკვე.”- წერს სამადაშვილი.

Source

რა ჩანს პუტინის გამოსვლაში - იზოლაცია როგორც რუსეთის ახალი მოდელი?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურმა მიმართვამ დაბადა ეჭვი, რომ კრემლი დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი იზოლაციონიზმის მიმართულებით აპირებს წასვლას.

შეშის რიგში

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 200-მდე ოჯახი, ყველა სოციალურად დაუცველი, ზამთარში მუნიციპალიტეტის შეშის იმედადაა.  ნაწილმა აიღო და არ ჰყოფნის, ნაწილი კი ისევ რიგში დგას.



უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერის გადადგომა არ მიიღო

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმრ ზელენსკიმ არ მიიღო პრემიერ-მინისტირის, ოლექსი ჰონჩარუკის გადადგომა. მან თქვა, რომ გადაწყვიტა, შანსი მისცეს მთავრობის მეთაურს და მის კოლეგებს, თუ ისინი „გადაწყვეტენ ზოგიერთ მომენტს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია და ასე აღელვებს საზოგადოებას“, -  იტყობინება პრეზიდენტის საიტი. 17 იანვარს, დილით, ჰონჩარუკმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სკანდალის ფონზე, რომელიც ეხება აუდიოჩანაწერს, რომელშიც, როგორც იტყობინებიან, ის ამცირებს საკუთარ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცოდნას ეკონომიკაში. Читать дальше...

აშშ-ის არმია: 11 ამერიკელ სამხედროს ჩაუტარდა მკურნალობა 8 იანვარს ირანის თავდასხმის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის არმია აცხადებს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების 11-მა მოსამსახურემ გაიარა მკურნალობა, რადგან მათ ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდათ ერაყში, სამხედრო ბაზაზე 8 იანვრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტის დროს „ამერიკელთაგან არავინ დაზიანებულა“. მართალია, აშშ-ის არც ერთი სამხედრო არ მოუკლავთ 8 იანვრის თავდასხმისას ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე, არაერთს დასჭირდა  მკურნალობა აფეთქების შედეგად ტვინის შერყევის სიმპტომების გამო და  ისინი ახლაც კონტროლის ქვეშ იმყოფებიან... Читать дальше...

"კომპრომისული დიალოგის შემოთავაზებით დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ხელისუფლების გადანაწილების გარკვეული პროცესის ინიცირებას ქვეყანაში"

Radiotavisupleba.ge 

კონსტიტუციონალისტი, ლევან ბოძაშვილი NDI-ს ბოლო გამოკვლევის შედეგებიდან ყურადღებას ამახვილებს ერთ ნაწილზე, სადაც შეკითხვას - „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?“ - გამოკითხული მოქალაქეების 59% უარყოფითად პასუხობს:

ტყვიით მოკლული კუტოიანი მანამდე არც მოწმედ და არც ეჭვმიტანილად არ დაუკითხავთ

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გეორგი კუტოიანი სომხეთის დედაქალაქ ერევნის ერთ ბინაში მკვდარი ნახეს. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის თანახმად, კუტოიანის გვამი ნახეს ერევნის ჩრდილოეთში, საცხოვრებელი არეალის ერთ ბინაში. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, ნაირა ჰარუთიუნიანმა ფეისბუკით გაავრცელა ეს ცნობა. მას არ განუმარტავს, 38 წლის კუტოიანმა თავი მოიკლა თუ ვინმემ ესროლა. მოგვიანებით, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ... Читать дальше...

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად 2019 წლის  17 დეკემბერს  გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს სულ 17 კანდიდატი წარუდგინეს, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. კანდიდატების სია ასეთია: პირველი კანდიდატი −  ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი  გრიგოლ გაგნიძე  წარადგინეს  ორგანიზაციებმა... Читать дальше...



ვის და რატომ ელოდება გენპროკურორის პოსტი

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი შოთაძის მიმართ საქებარ სიტყვებს არასოდეს იშურებდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილ-შოთაძის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძეც ლაპარაკობდა.

თბილისის ზოოპარკი: ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ

Radiotavisupleba.ge 

„გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები“, - წერს „ფეისბუკზე“ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია. როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, „ზოოპარკის ყოჩაღი მომვლელები [ჩიჩილაკს] ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ - სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს“.

სერგი კაპანაძე: რუსეთს ერთადერთ ბერკეტად დარჩა მუქარა

Radiotavisupleba.ge 

“არც ამერიკა, არც ნატო და არც რომელიმე დასავლელი პარტნიორი არ აქეზებს არც ერთ ქვეყანას რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ“,- ეუბნება რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას. „სამწუხაროდ, რუსეთში და კონკრეტულად, კრემლში არსებობს ასეთი იდეოლოგიური ხაზი ბოლო 30 წელია, რომ ნებისმიერი მათი მეზობელი ქვეყანა, რომელიც ღიად სუვერენიტეტის დათმობას და რუსეთისთვის ჩაბარებას არ არჩევს და დასავლურ სტრუქტურებში ინტრეგრაციას არჩევს... Читать дальше...

The Insider-ი: სერგეი ლავროვს 600 მილიონი რუბლის უძრავი ქონება აქვს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, სერგეი ლავროვი ფლობს უძრავ ქონებას, რომელიც შეფასებულია 600 მილიონ რუბლად (10 მილიონ დოლარად), ამტკიცებს გამოცემა The Insider-ი. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მისი შემოსავალი. თუ ვივარაუდებთ, რომ ქონება მან შეიძინა საბაზრო ფასებში, მის შესასყიდად მინისტრის 120 წლის ხელფასი იქნებოდა საჭირო. ლავროვი 16 წელია რუსეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობს. The Insider-ის თანახმად, მას ეკუთვნის სამსართულიანი სახლი, რომლის ფართობი 499 კვადრატული მეტრია თავისი მიწით სოფელ ჟუკოვკაში... Читать дальше...

ირაკლი ბერაია მოსკოვის განცხადებაზე: ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. მისი ეს კომენტარი პასუხია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე. რომელშიც ნათქვამია - „რუსეთი მოელის, რომ აშშ და ნატო არ წააქეზებენ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი აკვირდება „ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური... Читать дальше...

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.  ზურაბ ჯაფარიძეს სახდელის სახედ 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 18 ნოემბერს აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა 37 პირი, მათ შორის - ზურაბ ჯაფარიძე.   14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი... Читать дальше...

აშშ და თალიბანი აგრძელებენ მოლაპარაკებას ხელშეკრულების გარშემო

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, დაჯგუფებასა და აშშ-ის მოლაპარაკების გუნდს შორის ყატარში ორი დღის განმავლობაში იმართებოდა მოლაპარაკება. დელეგაციებს პროდუქტიული მოლაპარაკება ჰქონდათ გუშინ და დღეს, დაწერა ტვიტერით თალიბანის წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰიდმა და დასძინა, რომ მოლაპარაკება რამდენიმე დღე გაგრძელდება და მხარეები სისტემატურად გაუცვლიან ერთმანეთს ინფორმაციას სხვადასხვა ინტერვალით. შაჰიდის თქმით, მოლაპარაკება იყო „სასარგებლო“ და მხარეები ერთობლივი შეთანხმების და შესაბამისი ცერემონიის გარშემო მსჯელობენ. Читать дальше...


Музыкальные новости
Тимати

Валентина Иванова кардинально сменила образ и стала похожа на одну из бывших девушек Тимати: видео





Персональные новости
Ильхам Алиев

Бакинское время Москвы // Ильхам Алиев летит к Владимиру Путину искать общие ответы на внешние вызовы





პრეზიდენტმა ჩიჩილაკის შესახებ ინიციატივა ნიკოლოზ ანთიძესთან განიხილა

Radiotavisupleba.ge 

ჩიჩილაკისა და „კალანდობის“ შესახებ საკუთარი ინიციატივები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან შეხვედრაზე. „ძალიან კარგი ინიციატივაა ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად“, - თქვა შეხვედრის შემდეგ ნიკოლოზ ანთიძემ. ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, ჩიჩილაკი და „კალანდობა" საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს. ამ ინიციატივის შესახებ მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის... Читать дальше...

თამარ მეარაყიშვილის საქმე ხელახალ განხილვაში დააბრუნეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, რომელსაც ვიოლეტა ხაჩიროვა ხელმძღვანელობდა, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე პროკურატურის საჩივარი განიხილა. კოლეგიამ გადახედა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენს, რომლითაც თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილს არ მოუხსნა წარდგენილი ბრალდებები, რომელიც ეხება თამარ მეარაყიშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას... Читать дальше...

ლავროვმა გლობალური დაძაბულობის ზრდაში ვაშინგტონის „აგრესიული“ პოლიტიკა დაადანაშაულა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის „აგრესიული“ პოლიტიკა გლობალური დაძაბულობის ზრდაში დაადანაშაულა და ვაშინგტონსა და თეირანს მათ შორის შუღლის დეესკალაციისკენ მოუწოდა. 17 იანვარს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ლავროვმა ირანის თავდაცვის სისტემის მიერ უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას უწოდა „ძალიან სერიოზული წითელი ალამი“ და გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ ვითარება უნდა დამშვიდდეს „მუდმივი მუქარის“ მოხმობის ნაცვლად. „ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის ზრდა რეგიონში ვერცერთი კონფლიქტის მოგვარებას ვერ შეუწყობს ხელს“... Читать дальше...

აზერბაიჯანელი დიპლომატი მუსიკოსებთან ჩხუბს ადასტურებს - გამოძიება ძალადობის ფაქტს სწავლობს

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის საელჩოს პირველი ატაშე რესტორანში ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, თუმცა რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ მედია ამ ფაქტს ცალმხრივად და არაობიექტურად აშუქებს. რადიო თავისუფლება ესაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და გაეცნო ნაცემი მომღერლებს ბრალდებებსაც.  15 იანვარს ფეისბუქში მარნეულელმა მომღერლებმა, ანას ასკეროვმა და აფიგ ნოვრუზოვმა ვიდეო გაავრცელეს, სადაც ისინი ჰყვებიან კონფლიქტის შესახებ, რომელიც თბილისში, აზერბაიჯანულ რესტორან “გაბალას კალათაში” მოხდა.  მომღერლების თქმით, 14 იანვარის ღამეს... Читать дальше...

გიორგი გახარიას არაფერი დაუდასტურებია ირიბად – იმ ადამიანმა გაგცათ პასუხი, რომ ბოლო სერიაში ნახავთ, რომ ეს ასე არ იქნება

News.ge 

მუდმივად არავინ არ არის თანამდებობაზე. ოდესღაც არც მე ვიქნები უმრავლესობის ლიდერი, არც გახარია იქნება პრემიერ-მინისტრი, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა შეცვალოს. მდინარაძის განმარტებით, გახარიას განცხადება – „დაელოდეთ ფინალურ სერიას“ – არ ნიშნავს, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. მისივე თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა არ დგას. „გიორგი ...

“სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც სამარცხვინო ლიდერმა ძალადობით დაგვასვა თავზე” – ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტს აკრიტიკებენ

News.ge 

პრეზიდენტს, შეწყალების კრიტერიუმების საკითხზე ოპოზიციაც აკრიტიკებს. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მმართველობის პერიოდში კრიტერიუმები ვერ დაიხვეწება, ვინაიდან მათივე შეფასებით, პრეზიდენტი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. “სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც სამარცხვინო ლიდერმა ძალადობით დაგვასვა თავზე, ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებს ხალხს, გვეუბნება, რომ არც კი გეტყვით რა კრიტერიუმები მაქვსო, ამიტომ რაზე ვსაუბრობთ,” – განაცხადა ფრაქცია... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Фитнес-эксперт Каневский назвал далеко не новым трендом копирование детьми поведения животных


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Россиянин Сафиуллин потерял четыре места в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве орнитологии посчитали ворон и других пернатых





Путин в России и мире
Москва

Площадь трех вокзалов в Москве переименуют


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко ограничил выплату дивидендов гражданам недружественных стран




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский допустил, что Москва и Киев начнут мирные переговоры


Навальный в России и мире
Москва

Мосгорсуд оставил в СИЗО журналистку Фаворскую, обвиняемую в экстремизме за репортажи о Навальном



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Блогер Алена Водонаева заявила, что Тимати нужно похудеть



Москва

В Клину пройдет фестиваль воздухоплавания «Город на ладони»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net