Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

გიორგი გახარია: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე, ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებსა და ოკუპაციაზე ილაპარაკა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე „ახალი ამბიციები ევროპისთვის“.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტები, ფინეთის პრემიერ-მინისტრი და ბიზნესის წრამომადგენლები, მათ შორის "ვოლვო ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

„აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია, ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მან მოიყვანა ბოლო პერიოდის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და უვიზო მიმოსვლის შედეგებზე: „თუმცა, გვაქვს გამოწვევებიც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი“.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო კარიბჭეა ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის და როდესაც საუბარია ეკონომიკურ პოლიტიკაზე, საქართველოს მოიაზრებენ პლატფორმად დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ტვირთბრუნვისთვის.

„სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა პრობლემებს ვხედავთ შავ ზღვაში. შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ეს ჩვენთვის ახალი განზომილებაა. ჩვენ საქართველოს დასავლეთის პარტნიორად ვხედავთ", - განაცხადა გახარიამ.

ევროპასა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა როლზე, რომლის შესრულება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით შეუძლია: „ვგულისხმობთ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყირიმის შემდეგ, გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი. მეორე მხრივ, როდესაც საუბარია ეკონომიკაზე, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამიტომ მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ დაკავშირებადობაზე. როდესაც ქვეყანაში ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, მაგალითად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მაგრამ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, ეს რეალურ პრობლემებს ქმნის და  ის გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ეს არის ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში და მას შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის საშუალებით მოვახერხებთ“.

გიორგი გახარიას განცხადებითვე, საქართველო მზად შეასრულოს საშინაო დავალება ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოებისთვის: „ჩვენთვის ევროკავშირის და ნატოს წევრობა გარანტიაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე ვხედავთ საქართველოში ევროპასთან თანამშრომლობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ, ჩვენი მეგობრები ევროპის მომავალზე ისაუბრებთ".

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო გამოწვევებით სავსე რეგიონშია და ამაში ყველა დარწმუნდება, თუკი სამეზობლოს რუკას დახედავს:  "ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის გადაჭრაზე იკისრა ვალდებულება. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან - შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან - ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში".






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин на стройке судоверфи в Москве


Спорт в России и мире
Москва

Заместитель директора Росгвардии генерал-полковник Алексей Воробьев поприветствовал участников патриотического конкурса в Центре спорта и образования «Самбо-70»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Свентек переиграла Соболенко и выиграла титул WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Вильфанд предупредил горожан об аномальном холоде и мокром снеге на неделе





Путин в России и мире
Москва

Ушаков: Путин и Пашинян расставят на встрече многие точки над i


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья отказался от должности и попросил защиты у Лукашенко. Он обвинил Варшаву в нечестной политике




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

Джиган будет продавать пиво и энергетики



Москва

Матч ЦСКА - "Рубин" завершился со счетом 2:2

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net