ისევ აშენდება სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ვაკის პარკში?
„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ", - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის, გიორგი ზაქაიძის განცხადებას.