123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

Новости за 20.11.2019

1335 წლის ხე - სვანურ უთხოვართა ასაკი შეისწავლეს

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ოგანიზაცია „სენმა“ ხაიშის ტყეში უთხოვარების ასაკი შეისწავლა. ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ხეების წლოვანება საუკუნეზე მეტია. იშვიათი ხეების ასაკის დასადგენად ცხრა უთხოვარიდან ადვილად მისადგომი და ყველაზე საღ მდგომარეობაში მყოფი სამის ღერო ილიას უნივერსიტეტის ლაბორატორიაში წაიღეს. ერთი ხის საშუალო ასაკი 1005 წლით განისაზღვრა, მეორის - 88-ით, მესამისა კი - 1 335 წლით. ყველაზე „ასაკოვანი“ უთხოვარი, შესაძლოა, 1 550-1 650 წლისაც იყოს. რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი... Читать дальше...

პროკურატურის ღობეს ბოქლომი დაადეს

Radiotavisupleba.ge 

„აქ კლიტე-ბოქლომი კი არა, აქ დასადები მე ვიცი რაც არის, მაგრამ ღმერთო მიშველე საქართველოს სიყვარულით“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე. პროკურატურასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთგვარი აქცია-პერფორმანსი გამართეს, პროკურატურის რკინის ღობეს მათ ბოქლომი დაადეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გეგმავდნენ, ბოქლომი ჭიშკარზე დაედოთ, თუმცა სამართალდამცველებთან მცირე წინააღმდეგობის შემდეგ მათ ბოქლომი რკინის ღობეზე დაამაგრეს. აქციას პანკისის... Читать дальше...

მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ორი პირი

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიანე ფილიშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს დაკავებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე და სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება სასამართლოს დარბაზიდან, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას ბიძინაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლად დაასრულებენ ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. „ბიძინა ივანიშვილს არ განვიხილავთ ამ პროცესზე“, - მიმართა მოსამართლემ აქტივისტს. Читать дальше...



ტომას ჰენდრიკ ილვესი: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ვაჟა გაფრინდაშვილი

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობას უცხადებს. იგი მეუღლესთან ერთად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ქართველი ექიმის გათავისუფლებას სთხოვს: „გამარჯობა. მე ვარ ტომას ჰენდრიკ ილვესი. მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექიმი გაფრინდაშვილი. ექიმი, რომელიც ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას, რომ მომსახურებოდა ადამიანებს ტერიტორიაზე, სადაც არ არსებობს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. Читать дальше...

ბოკერია ჩუგოშვილისგან “გერმანულ მოდელთან” დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ითხოვს

News.ge 

ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ის, რომ მმართველი გუნდი ე.წ ამბოხებულ დეპუტატებს აწინაურებს, ადასტურებს იმას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება, ივანიშვილის მითითებით მოხდა. “ვინც მხარი დაუჭირა, მათი ნაწილი უმრავლესობიდან წავიდა და თანამდებობა დაკარგა. ვინც ჩააგდო, მათი დაწინაურება ხდება, ლაპარაკია მაჭარაშვილზე, მეზურნიშვილზე,” – განაცხადა ბოკერიამ. მისი თქმით, უმრავლესობის იმ დეპუტატებს, რომლებიც კენჭისყრამდე კანონპროექტს ...

აკაკი ზოიძის განცხადებით, იგი მზად არის დღესვე ჩაანაცვლოს ვაჟა გაფრინდაშვილი

News.ge 

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ვაჟა გაფრინდაშვილზე საუბრით დაიწყო. “მზად ვარ ჩავიდე და დღესვე ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი,” – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა. აკაკი ზოიძის თქმით, ის უერთდება ექიმების ინიციატივას და სეპარატისტულ რეჟიმს ერთი კვირით საკუთარ თავს სთავაზობს. “ადამიანი იმყოფება მძევლად იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ის აღიარებს თავის სამშობლოს ერთიანობას… მივესალმები ექიმების ...

დავით კიკალიშვილი "ფორმულაზე" ახალ გადაცემას წაიყვანს

Radiotavisupleba.ge 

"ფორმულა ევროპიდან" ასე ერქმევა გადაცემას, რომელსაც ყოველ კვირას ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში დავით კიკალიშვილი წაიყვანს.  უკვე ჩაწერილია საცდელი გადაცემებიც. შეგახსენებთ, რომ დავით კიკალიშვილი 20 წელი გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანი იყო. 2016 წელს კი თავისი სურვილით დატოვა ტელეკომპანია "რუსთავი 2" და საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა.

თამარ ჩუგოშვილი: ყველამ უნდა ვისწავლოთ კანონის ფარგლებში მოქმედება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ კანონიერი ფორმებით გამოხატული პროტესტი სრულიად ლეგიტიმურია და ყველას აქვს უფლება, თავისი განწყობა ჰქონდეს, თუმცა, კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და მოქმედება, თუნდაც, ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან. „კარების აჭედვა, ბოქლომის დადება და ასე შემდგომ, კანონით დაცული ფორმები პროტესტის არ არის. კანონის ფარგლებში რომ ჯდებოდეს ყველაფერი ყველას მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, მე ეს მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. Читать дальше...



აკაკი ზოიძე მზადაა ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი ჩაანაცვლოს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უერთდება ექიმების ინიციატივას და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმს დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ჩანაცვლებას სთავაზობს: „პირდაპირ ვთავაზობ ჩემს თავსაც, რომ მეც ერთი კვირით წავალ. თუ ესეთი პრინციპული არის სეპარატისტული რეჟიმისთვის იმ ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც მათ შორის 2008 წლის ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს მიუხედავად მათი ეროვნებისა, მაშინ ჩვენ ყველა ვართ ვაჟა გაფრინდაშვილი... Читать дальше...

სიცილისთვის სერგო რატიანი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგო რატიანი მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა სასამართლო დარბაზიდან სიცილისთვის გაააძევა. "უმისამართოდ ვიღიმებოდი თან", - განაცხადა სერგო რატიანმა დარბაზიდან გასვლისას. სერგო რატიანის გაძევებამდე, მოსამართლის მიმართ გამოთქმული რეპლიკისთვის - „ბიძინა ივანიშვილის მონაა", გააძევეს „ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენლი ლაშა ჩხარტიშვილი და კიდევ ორი პირი. მათგან ერთი ლაშა ჩხარტიშვილის რეპლიკას ტაშით შეხვდა. საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობას 18 ნოემბერს პარლამენტის... Читать дальше...

ნეიროქირურგ გოგი მაღალაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ნათესავმა მიაყენა.  როგორც რადიო თავისუფლებას საავადმყოფოში უთხრეს შემთხვევა გუშინ შუა დღეს მოხდა. მაღალაშვილის თქმით, მასთან კაბინეტში შევიდა 2 კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიულად ითხოვდა ექიმისგან პასუხს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით: „ვუთხარი, რომ ოპერაცია კარგად შესრულდა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რას ჰქვია იმედი? გარანტიები სად არისო? დერეფანში რომ გავიდა დედა შემაგინა და ამაზე მეც გავედი... Читать дальше...

გამოკითხვის თანახმად, რუსეთში მეტი მოქალაქე აფასებს სიტყვის თავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში მოქმედი დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია, „ლევადა ცენტრი“ ამბობს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც აფასებენ სიტყვის, რწმენის და შეკრების თავისუფლებებს.  20 ნოემბერს გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ორგანიზაცია ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 34-დან 58 პროცენტამდე გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ სიტყვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა.  დედაქალაქ მოსკოვში ამ ჯგუფის რაოდენობა გაორმაგდა, უფრო მომცრო ქალაქებში კი 1,5-ჯერ გაიზარდა... Читать дальше...

ბერძენიშვილი: ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ შვილის პროცესზე ყოფნა თუ მომიწევდა, არ მეგონა

Radiotavisupleba.ge 

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი  ამბობს, რომ ვერ იფიქრებდა ახალგაზრდობაში, რომ მისი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ შვილის პოლიტიკურ პროცესზე მოუწევდა ყოფნა: „ჩემი სასამართლოდან 35 წლის მერე ისევ პოლიტიკურზე უკვე შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, არ ვფიქრობდი ასე. მაინც უფრო იმედიანად ვიყავი ჩემს ახალგაზრდობაში“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. მას არ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას გამოიყენებს, თუმცა არც ამას გამორიცხავს... Читать дальше...

„თუ მოხდება პარლამენტის ბლოკირება, იქნება შესაბამისი რეაგირება“

News.ge 

პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა თუ პარლამენტის ბლოკირება მოხდება, შესაბამისი სამსახურებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ. როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები კანონის ჩარჩოებს არ გაცდნენ. “ვერავინ ვერ შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანებს აქვს უფლება გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, რამდენად კრიტიკულიც არ ...

ხუნდაძე თანაგუნდელების წინააღმდეგ მორიგ ამბოხს უარყოფს და სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

News.ge 

დიმიტრი ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვებას  და რეგიონებში გასვლას გეგმავენ.  ამის შესახებ ხუნდაძემ დღეს მაჟორიტარების ნაწილთან გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დაიწყება კონსულტაციები როგორც პარლამენტში, ასევე მოსახლეობასთან. მანვე აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი ბიძინა ივანიშვილთან არ ჰქონია. ამასთან, უარყოფს იმას, რომ თანაგუნდელების წინააღმდეგ მორიგ ამბოხს იწყებს: “ამბოხად არის განხილული ...

თამარ ჩუგოშვილი: ახალ ფრაქციაში იქნება კარგი რესურსი ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციებისთვის

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები პარტიის შექმნას არ გეგმავენ. ამის შესახებ დღეს, 20 ნოემბერს პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა: „გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ არანაირი პარტიის შექმნაზე“. „პარტიის შექმნისთვის ჩვენ არც რესურსი გაგვაჩნია და ვერც კიდევ ერთი პარტიის შექმნის საჭიროებას ვხედავთ. პირიქით, მგონია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა. დროც არ ყოფილა, რომ ასეთ სერიოზულ და მთელი ცხოვრების გეგმებზე გვეფიქრა პოლიტიკაში... Читать дальше...

გიგა მაქარაშვილი სასამართლოში: შევდივართ, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ -ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის განახლების წინ, 20 ნოემბერს განაცხადა, რომ სასამართლოსგან ადეკვატური მოლოდინი არ აქვს, თუმცა დაკავებულთათვის პატიმრობის შეფარდებით „დუღილის ტემპერატურა“ კიდევ უფრო აიწევს: „პროცესი იყო გუშინ, მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას ხელი ვერ მოაწერა. ბევრი საათი ეცადა, ეცადა, ეცადა, ეცადა, მაგრამ ხელი ვერ მოაწერა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ჩვენ გვგონია, რომ ეს არის დასაწყისი... Читать дальше...

სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად ცნო უკრაინის უზენაესმა სასამართლომ 

Radiotavisupleba.ge 

19 ნოემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც პოლონეთში გააძევეს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი. უკრაინული მედიის თანახმად, ამგვარად სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი, რომელშიც იგი უკანონოდ მიიჩნევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების ქმედებას.    დადგენილება კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე... Читать дальше...

უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა წარმომადგენელმა ჩვენება მისცა კონგრესის საიმპიჩმენტო პანელს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი საგანგებო წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილ მაღალჩინოსანთან, ტიმ მორისონთან ერთად 19 ნოემბერს ხუთი საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას კონგრესის საიმპიჩმენტო პანელს. ​ დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედი წარმომადგენელთა პალატის წევრები იძიებენ, ისარგებლა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი უფლებამოსილებით ბოროტად და სცადა თუ არა უცხოეთის მთავრობის დახმარების მოპოვება თავისი პოლიტიკური მეტოქის გარშემო გამოძიების დასაწყებად.  მოკვლევის... Читать дальше...


Музыкальные новости
Николай Цискаридзе

Ректор Академии Русского балета Николай Цискаридзе на марафоне Знание.Первые поделится личным опытом и расскажет о роли просвещения





Персональные новости
30

Серпуховские гимнастки завоевали 30 медалей на соревнованиях в Москве





კობა კობალაძე: ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გარკვეულწილად სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ქმედებები გარკვეული დესტაბილიზაციისაკენაა მიმართული და, შესაბამისად  ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აღკვეთილი იქნება: „ჩვენს შეფასებას ოპოზიციისთვის აზრი არ აქვს, რადგან მათ აქვთ თავიანთი რაღაც სამოქმედო გეგმა, რომელიც გარკვეულწილად უფრო სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. აქვთ პრინციპი იმისა, ჩვენ თუ არ ვართ, სულ ნუ ყოფილა ნურაფერი. აქედან გამომდინარეა მათი მოქმედებები, ხედვები, აგრესია, რომელიც ვლინდება. ყოვლად გაუმართლებელი... Читать дальше...

უცხოელი მებრძოლები ემსხვერპლნენ სირიაში ისრაელის დარტყმებს "ირანის სამიზნეებზე"

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის არმია აცხადებს, რომ სირიაში მიზანში ამოიღო ათობით ირანული და სირიული სამხედრო ობიექტი, რაც, მისი თქმით, წარმოადგენდა პასუხს სარაკეტო თავდასხმებზე ისრაელის მიერ კონტროლირებულ გოლანის სიმაღლეებზე.  საბრძოლო თვითმფრინავებმა 20 ნოემბერს იერიში მიიტანეს ირანის რევოლუციის გუშაგთა ელიტური დანაყოფის, ყუდსის მფლობელობაში არსებულ სამიზნეებზე, მათ შორის, ხმელეთი-ჰაერის რაკეტებზე, იარაღის საწყობებსა და სამხედრო ბაზებზე, - აცხადებს ისრაელის არმია. მისივე განცხადებით, განადგურებულ იქნა სირიის საჰაერო თავდაცვის გარკვეული სამიზნეებიც... Читать дальше...

სვანეთსა და აჭარაში ხანძრის ორი კერა ლიკვიდირებულია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ოთხ რეგიონში ბოლო დღეებში გაჩენილი ხანძრის 7 კერიდან ორი ლიკვიდირებული, ხუთი კი, ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერები ჩააქრეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მახლობლად და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში. ტყვის ქვედა საფარში გაჩენილი ხანძრები ლოკალიზებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმართან, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ირის და ხიდეშლების მიმდებარედ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბართან და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მახლობლად.

ჩვენ თამაში შევცვალეთ!

News.ge 

მშვიდობიანი პროტესტის ველზე უსუსტესია ივანიშვილიც, გახარიაც და კალაძეც, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, მომავალი კვირიდან მთელი საქართველო „დაბოქლომდება“. „სხვა გამარჯვებებთან ერთად ყველაზე დიდი გამარჯვება – ნერვებია. ჩვენ მშვიდად ვართ, ისინი ნერვიულობენ. ჩვენ სტრატეგია გვაქვს, მათ არ აქვთ. ჩვენ თამაში შევცვალეთ. პირველად ხდება საქართველოში არაძალადობრივი ...

ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

20 ნოემბერს ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. წინასწარი მონაცემებით, „არ დასტურდება, რომ ეს მოხდა მოწინააღმდეგის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად“. ამის შესახებ ნათქვამია ავღანეთში აშშ-ის სამხდრო სარდლობის განცხადებაში, რომელშიც სხვა დეტალებზე არ არის საუბარი.   ამერიკული შვეულფრენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ლოგარის პროვინციაში გაანადგურეს შვეულმფრენი და დახოცეს ეკიპაჟის ყველა წევრი.   ავღანეთის თავდაცვის... Читать дальше...

"მოსამართლემ საღამოს რვა საათზე მითხრა, რომ ორ საათს მომცემდა, რომ მომეპოვებინა მტკიცებულებები"

Radiotavisupleba.ge 

18 ნოემბერს დაკავებულთა ადვოკატები სამშაბათს, მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებასა და სასამართლო პროცესების გადადებას, რომ მისცემოდათ გონივრული ვადა მასალების გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

Спорт в России и мире
Москва

На территории школы имени Ткаченко в Кубинке появится новое спортивное оборудование


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

«Почему ты такая низкая?» Арина Соболенко пошутила над известной теннисисткой. Видео


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Прогулочные маршруты и спортивные площадки: Четырём зелёным зонам на юге Москвы подарили новую жизнь





Путин в России и мире
Москва

Президент Сербии Вучич приедет в Москву на празднование 80-летия Победы


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

"Навязать грузинам ЛГБТ какой-то хотят!" Лукашенко прокомментировал события в Грузии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Киев в ярости: утечка информации раскрыла тайный запрос на ракеты Tomahawk


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Михаил Кутушов

Тайны мёда: врач Кутушов рассказал про целебные свойства и особенности нагревания



Москва

Синоптик Тишковец: снег принесет в Москву циклон «Мартина»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net