Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

Новости за 29.03.2019

სოციალური მუშაკები გაფიცვის მეხუთე დღეს ქუთაისში აქციას მართავენ

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში გაფიცული სოცმუშაკების ნაწილი, მეხუთე დღეა, აქციებს მართავს. დღეს ისინი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და თავიანთი მოთხოვნების შესრულება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკის, ნათია წივწივაძის, განცხადებით, რამდენიმედღიანი შეხვედრების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ 22-პუნქტიანი მოთხოვნიდან მხოლოდ რამდენიმე და ისიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა: „სამინისტროს მიერ გუშინ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა იყო უპასუხისმგებლოდ შედგენილი და ჩვენ უკმაყოფილონი ვართ, რის გამოც ვაგრძელებთ გაფიცვას“. Читать дальше...

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი რეჟისორი ანეს ვარდა

Radiotavisupleba.ge 

91 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი რეჟისორი ანეს ვარდა. ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების თანახმად, რეჟისორის სიკვდილის მიზეზი გახდა მკერდის კიბო.   ანეს ვარდას, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ფილმი „ბედნიერება“, თავის დროზე, ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა. მისმა მეორე ფილმა, „მაწანწალა“ ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს ლომის“ გამარჯვებული გახდა. ანეს ვარდა დაჯილდოებული იყო "პალმის ოქროს რტოთი" და „ოსკარით“ კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის. Читать дальше...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ირანის საელჩოსთან საქართველოს დამცირება გავაპროტესტეთ

Radiotavisupleba.ge 

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან ჩვენ არა მხოლოდ ირანელი რეპერის შეურაცხმყოფელი ქმედებები გავაპროტესტეთ, არამედ გავაპროტესტეთ ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის 14 მარტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2 საუკუნის წინ კავკასია ირანის ნაწილი იყო - განმარტა  რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის, „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ 28 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე. „როდესაც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, თეოკრატიული... Читать дальше...



აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აზიაში შეხვედრებს მართავს ირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სიგალ მანდელკერი, რომელიც სანქციებისთვის არის პასუხისმგებელი, აზიაში იმყოფება ირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად. მანდელკერმა 29 მარტს სინგაპურში ვიზიტისას თქვა, რომ ის მოლაპარაკებებს გამართავს მალაიზიაში, სინგაპურსა და ინდოეთში და ხაზს გაუსვამს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია თეირანთან ურთიერთობებთან. აშშ-ის ადმინისტრაციის დეკლარირებული მიზანია, იმპორტიორებზე ზეწოლის მეშვეობით ირანის ნავთობის ექსპორტი ნულამდე დაიყვანოს. საამისოდ ის იმპორტიორებს სანქციების დაწესებით ემუქრება. Читать дальше...

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს „Youtube“-ზე ატვირთვისთვის მოზარდს გირაოს გადახდა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების „Youtube“-ზე  ატვირთვის გამო დაკავებულ არასრულწლოვანს მ.მ-ს  თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებას იგი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. მოზარდის ადვოკატი, ლევან დავითაია 1000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, გირაოს თანხა მისთვის ძალიან მაღალია. ადვოკატის განმარტებით  მ.მ  ბრალს აღიარებს, თუმცა ვიდეო სოციალურ ქსელში მან Youtube“-ის... Читать дальше...

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტებს“ მარტო კაცები იმღერებენ

Radiotavisupleba.ge 

ჯემალ სეფიაშვილის ცნობილ სიმღერას „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ (მორის ფოცხიშვილის ლექსი) 1989 წლის 9 აპრილიდან 30 წლის შემდეგ ისევ იმღერებენ. ოღონდ ამჯერად „ტიტებს“ 25 მომღერალი კაცი შეასრულებს და არც ერთი ქალი.

რუსეთში ძალაში შევიდა კანონები, რომლებსაც უფლებადამცველები ცენზურად მიიჩნევენ

Radiotavisupleba.ge 

29 მარტს რუსეთში ძალაში შევიდა კანონები, რომლებიც ადგენს პასუხისმგებლობას „ყალბი ამბების“ გავრცელებისთვის და ხელისუფლებისა და სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის. პირველი კანონით იკრძალება ინტერნეტში ისეთი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი არასარწმუნო ინფორმაციის გავრცელება და მისი სარწმუნოდ გასაღება, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივ დარღვევას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ყალბი ამბების გამოქვეყნებისთვის მოქალაქეებს ელოდება ჯარიმა 100 ათასი რუბლის... Читать дальше...

ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია დასრულდა  

Radiotavisupleba.ge 

ყველაფერი საქართველოს ლიბერალური ხელისუფლების ბრალია, - ასეთია ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების ლიდერების პოზიცია ირანელი მომღერლის მიერ თბილისში ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით. ისინი თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ დაუშვა, ხოლო შემდეგ - არ დაგმო ირანელი რეპერის, ამირ თათალუს შეურაცხმყოფელი ქმედებები და გამონათქვამები. ირანელმა რეპერმა კონცერტი ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“ 24 მარტს ჩაატარა. ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანელმა მომღერალმა... Читать дальше...



შსს-მ დაიწყო გამოძიება დავით ბაგრატიონის მიერ ანა ბაგრატიონის შესაძლო ცემის ფაქტზე

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო დავით ბაგრატიონის მიერ ანა ბაგრატიონის შესაძლო ცემის ფაქტზე. საქმე სს 126-ე მუხლით არის აღძრული და მხარეები ახლო მომავალში გამოიკითხებიან.  საქმე ეხება ანა ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვით მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ყოფილმა ქმარმა დავით ბაგრატიონმა 2014 წელს სცემა და ამ ფაქტს ანას არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. მას ხელთ აქვს ამ პერიოდში გაცემული ექსპერტიზის დასკვნაც.  ამჟამად, ანა ბაგრატიონი დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ სასამართლოში... Читать дальше...

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გოგა აფციაური საზოგადოებრივი ორგანიზაციების რჩეული ჟურნალისტი გახდა

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გოგა აფციაური ერთ-ერთი გამარჯვებულია კონკურსისა „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“. ამ კონკურსს ატარებს  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, სამოქალაქო განვითარების ინიციატივის ფარგლებში. ​ კონკურსის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში მომუშავე იმ ჟურნალსტების გამოვლენა, რომლებიც ობიექტურად და პროფესიონალურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას. Читать дальше...

გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს აკრედიტებული პროგრამების ჩამონათვალის შემოწმებას ურჩევს

Radiotavisupleba.ge 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს მოუწოდებს, მუდმივად შეამოწმონ ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აკრედიტებული პროგრამების ჩამონათვალი. ამის მიზეზად მან დაასახელა ის, რომ ეს ჩამონათვალი მუდმივად იცვლება, აკლდება ან ემატება აკრედიტებული პროგრამები და ამიტომ აბიტურიენტებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ცვლილებების შესახებ: „ჩვენ აბიტურიენტის ცნობარში განთავსებული გვაქვს ის პროგრამები, რომლებსაც აკრედიტაცია ჰქონდა ცნობარის გამოქვეყნების მომენტში. Читать дальше...

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო არასაკმარისადაა დაცული ნარკობიზნესით დაკავებული ორგანიზაციების წინაშე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნდა 2018 წლის ანგარიში ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მდებარეობის გამო ის არასაკმარისადაა დაცული ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების წინაშე, რომლებიც განაგრძობენ ოპიუმის, ჰეროინისა და ჰეროინის წარმოებისთვის საჭირო მთავარი ქიმიკატის, ძმარმჟავას ანჰიდრიდის კონტრაბანდას. გარდა იმისა, რომ აქვს სატრანზიტო ფუნქცია, ანგარიშის თანხმად, საქართველო ნარკოტიკების მნიშვნელოვანი მომხმარებელი ქვეყანაცაა. Читать дальше...

ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის გაიხსნა "ვარდისფერი სივრცე"

Radiotavisupleba.ge 

29 მარტს თბილისში ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის "ვარდისფერი სივრცე" გაიხსნა. მისი მიზანია ონკოპაციენტების სწორად ინფორმირება და მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.  „ვარდისფერ სივრცეში“  დაავადებაზე გამარჯვებული პაციენტები გაუწევენ დახმარებას მათ ვისაც ძუძუს კიბოს დიაგნოზი ახლა დაუსვეს ან ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს გადიან.  აქ მისულ ქალებს მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ გაიარონ რეგისტრაცია  სახელმწიფო პროგრამებში, როგორ მოიპოვონ შეღავათები სამედიცინო მომსახურებაზე... Читать дальше...

ნინო წილოსანი პოლიტიკოსების სახლების გაქურდვაზე: თქვენთანაც მოვლენ

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ბოლო დროს, პოლიტიკოსების სახლების გახშირებული გაქურდვის ფაქტებს ეხმაურება და წერს, რომ ვინც ამ ფაქტების წახალისებას ხელს უწყობს, თავად გახდება მსხვერპლი. ეს გამოხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჰეშთეგს მოჰყვა - ფეისბუკმომხმარებლების ნაწილი წერს:  #გაქურდეთანამდებობის პირისსახლი. "მიუხედავად იმისა ვის რამდენად გსიამოვნებთ პოლიტიკოსების სახლების ქურდობები, კეთილგონიერებას მაინც მიმართეთ - ამ ყველაფრის წახალისებით მალე... Читать дальше...

შსს - გამოვლენილია  იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათშორისი დანაყოფისა და ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოვლინდა,- იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.    დაკავებულია აღნიშნული სქემის ერთ-ერთი მონაწილე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე  ი.ი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Читать дальше...

რადიო თავისუფლება ირანის საელჩოში არ შეუშვეს

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლება არ შეუშვეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, სადაც ელჩმა  სასაუბროდ შეიყვანა ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები და აქტივისტები. მანამდე ისინი ირანის საელჩოსთან აქციას მართავდნენ. გურამ ფალავანდიშვილის, ხათუნა მაჭავარიანის, ლევან ჩაჩუას, გურამ ქართველიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ ორგანიზებული აქცია მიზნად ისახავდა ირანელი რეპერის, ამირ თათალუს ქმედებებისა და გამონათქვამების გაპროტესტებას. ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ... Читать дальше...

გრიგოლ გეგელია მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს

Radiotavisupleba.ge 

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად  საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალურად წარადგინა. იგი თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს. როგორც კანდიდატმა განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლებს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც მთაწმინდის ოლქის მცხოვრებთა ინტერესებშია. “მთაწმინდა არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ოლქი, იმავე დროს მთაწმინდას არ გააჩნია სპორტული დარბაზები, სკვერები. მნიშვნელოვანია სწორი... Читать дальше...

ბიძინა ივანიშვილი: ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამოუძიებელი საქმე ქვეყნის სირცხვილია

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს განცხადებით გამოეხმაურა. ივანიშვილი წერს, რომ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე  ბევრ მივიწყებულ ტკივილს აღვიძებს და რომ ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი წარსულის სწორი ანალიზი. „როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში... Читать дальше...

რას აკეთებს თბილისის განვითარების ფონდი

Radiotavisupleba.ge 

გადაცემა „საუბარი თავისუფლებაზე“ გვიამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა კავშირის კვლევაზე „თბილისის განვითარების ფონდის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომლის პრეზენტაცია 14 მარტს მოეწყო თბილისში.


Музыкальные новости
Сергей Брановицкий

Создание Сайтов. Создание веб сайта. Создание сайта html. Создание сайтов цена. Создание и продвижение сайтов. Создание сайта с нуля. Создание интернет сайта.





Персональные новости
50

Активиста Булатова оштрафовали на 50 тысяч рублей за дискредитацию армии





დაიბეჭდა აკაკი ბაქრაძის „მწერლობის მოთვინიერების“ ახალი გამოცემა

Radiotavisupleba.ge 

29 მარტს აკაკი ბაქრაძის დაბადების დღეა. ის 91 წლის გახდებოდა. ლიტერატურის მუზეუმმა აკაკი ბაქრაძის წიგნის, "მწერლობის მოთვინიერების" ახალი, დასურათებული გამოცემა დაბეჭდა. ​„როცა მწერლობის მოთვინიერებას“ ვწერდი, მიზნად არ მქონდა ვისიმე საყვედური-დამუნათება. არ მქონია იმიტომ, რომ არ ვიცი თავად როგორ მოვიქცეოდი იმათ მდგომარეობაში რომ ჩავვარდნილიყავი. წინასწარ არავინ უწყის, ვინ რას ჩაიდენს, როცა ყურში ნემსს გაუყრიან, როცა ივის მოაგლეჯენ, როცა ფეხებით თავდაყირა დაკიდებენ, როცა რკინის კეტებით ძვლებს... Читать дальше...

აკაკი ბაქრაძის 91 წლის იუბილეზე მისი „მწერლობის მოთვინიების“ ახალი გამოცემა დაიბეჭდა

Radiotavisupleba.ge 

29 მარტს აკაკი ბაქრაძის დაბადების დღეა. ის 91 წლის გახდებოდა. ლიტერატურის მუზეუმმა აკაკი ბაქრაძის წიგნის, "მწერლობის მოთვინიერების" ახალი, დასურათებული გამოცემა დაბეჭდა. ​„როცა მწერლობის მოთვინიერებას“ ვწერდი, მიზნად არ მქონდა ვისიმე საყვედური-დამუნათება. არ მქონია იმიტომ, რომ არ ვიცი თავად როგორ მოვიქცეოდი იმათ მდგომარეობაში რომ ჩავვარდნილიყავი. წინასწარ არავინ უწყის, ვინ რას ჩაიდენს, როცა ყურში ნემსს გაუყრიან, როცა ივის მოაგლეჯენ, როცა ფეხებით თავდაყირა დაკიდებენ, როცა რკინის კედებით ძვლებს... Читать дальше...

სოციალური მუშაკებს ხელფასი 2020 წლის 1 იანვრიდან გაეზრდებათ

Radiotavisupleba.ge 

ხელფასების ზრდა 2018 წელს დაიგეგმა,  დაიგეგმა ეტაპობრივად და იგეგმება 1200 ლარამდე, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.  სხდომაზე სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ. კომიტეტის წევრები და სოციალური მუშაკები სხდომაზე ჯანდაცვის, იუსტიციისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებს უსმენენ.  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის... Читать дальше...

რას აკეთებს თბილისის განვითარების ფონდი?

Radiotavisupleba.ge 

გადაცემა „საუბარი თავისუფლებაზე“ გვიამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა კავშირის კვლევაზე „თბილისის განვითარების ფონდის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომლის პრეზენტაცია 14 მარტს მოეწყო თბილისში. გადაცემის სტუმარი, იურისტი სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ დამფუძნელისთვის წარდგენილი ანგარიშები ზოგადია და არ მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას. გარდა ამისა თბილისის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული პროექტები ყოველთვის არ ეხება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის თანახმად თბილისის... Читать дальше...

ემზარ კვიციანს თავისი იუტუბის არხი აქვს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ აცხადებს, რომ მას  იუტუბის საკუთარი არხი ექნება. „მეგობრებო ჩემი იუთუბის არხია, გააზიარეთ და გამოიწერეთ“, -დაწერა მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. ემზარ კვიციანის არხს უკვე 76 გამომწერი ჰყავს და მასზე ერთი ვიდეო დევს -  “ერთი დღე ემზარ კვიციანთან, რობერტო მავანი”. ეს ვიდეო 6 დღის წინ არის არხზე განთავსებული.

წიგნები წისქვილში - საკითხავი ადგილი

Radiotavisupleba.ge 

სოფლად დარჩენილ წისქვილებში წიგნის თაროები გამოჩნდა. მოძრაობა ეკვილიბრიუმმა საქმე გურიის სოფლებდან დაიწყო და ლიხაურის, დვაბზუსა და სილაურის წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო. ​„ჩემს ბავშვობაში სულ რამდენიმე გასართობი ამბავი მეგულებოდა, რომელიც დღესასწაულს უდრიდა და მათ შორის იყო წისქვილში წასვლა. ორი დიდი მაგია აქვს წისქვილს, ერთი ზიხარ, თვალს ფქვის რუტინა გიშტერებს და წყლის ხმა ემბიენტივით გესმის. მეორე, თუ ბევრია სიმინდის დაფქვის მოსურნე, დიალოგებია - დიდი ამბებით დაწყებული წვრილმანებით დასრულებული. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

«Молитесь, друзья»: сын олимпийского чемпиона Ивана Стретовича погиб во время родов в Новосибирске


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Юлия Путинцева

Путинцева вернулась после 0:6 и одержала важную победу


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Российский рынок одноразовой биоразлагаемой посуды: итоги 2023 г., прогноз до 2027 г.





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о качественном росте отечественного автомобилестроения


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Запись от имени Президента Беларуси сделана в книге соболезнований в посольстве Ирана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский объяснил, почему не хочет приглашать РФ на «саммит мира»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певец

Певец Лоза заявил, что Джикия является настоящим капитаном



Москва

Паралимпиец из Звенигорода примет участие в международных соревнованиях

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net