Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 14.01.2019

წყალტუბოელი იაკობ ქაჯაია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია

Radiotavisupleba.ge 

წყალტუბოელმა სპორტსმენმა იაკობ ქაჯაიამ ბერძნულ -რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  თბილისში, სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, მძიმეწონოსანთა გადამწყვეტი შეხვედრა (130 კილოგრამი წონითი კატეგორიაში) იაკობ ქაჯაიას გამარჯვებით დასრულდა. იაკობ ქაჯაია არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ევროპის პრიზიორი და რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. მასთან ერთად საქართველოს ჩემპიონები 130 კილოგრამით წონით კატეგორიაში გახდნენ:  ლევან არაბული (თბილისი), სულხან ბუიაძე (ქუთაისი) და გიორგი ბარბაქაძე (გარდაბანი).

„ჰიუმან რაითს ვოჩი“ მოითხოვს სანქციებს ავღანეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო უფლებათდამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ მოუწოდებს ავღანეთის მთავარ დონორებს, რომ სანქციები დაუწესონ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს ადამიანის უფლებების დარღვევისა და სხვა დანაშუალებების გამო. „სანდო სამხილები ცხაყოფს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა და სხვა დანაშაულებები თან ახლავს ასადულა ხალედს ხელისუფლებაში მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში,“ - ნათქვამია ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაციის 12 იანვრის განცხადებაში.   პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დეკემებრში დანიშნა თავდაცვის მინისტრად ასადულა ხალედი... Читать дальше...

როდის მიულოცავს საქართველო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას?

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეკლესია და ხელისუფლება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე გამართავს დისკუსიას უკრაინის ეკლესიასა და ხელისუფლებასთან.



მოსკოვში მიმდინარეობს რუსეთ-იაპონიის მოლაპარაკებები მათ შორის სადავო ტერიტორიებზე

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია სამშვიდობო შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის. თავის იაპონელ კოლეგა ტარო კონოსთან შეხვედრის დაწყების წინ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დოკუმენტზე მუშაობა უნდა წარიმართოს პროფესიონალურად, წინასწარი საჯარო განცხადებებისა და უკვე მიღწეული შეთანხმებების დამახინჯების გარეშე.   იაპონია არ ცნობს რუსეთის ტერიტორიად კუნძულებს იტურუპს, შიკოტანს, კუნაშირსა და ხაბომაის, რომლებიც სსრკ-ს... Читать дальше...

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეობის კანდიდატთა ახლებურად შერჩევას მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოამზადეს საკანონმდებლო წინადადება, თუ როგორც უნდა მოხდეს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა. ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, ძირითადი პრინციპებია კონკურსის გამოცხადება, ერთგვარი ფილტრის მექანიზმი, რომლითაც იუსტიციის საბჭო ისარგებლებს კანდიდატების საბოლოოდ შერჩევამდე და ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტი, რომელიც იუსტიციის საბჭოს მოქმედ წევრს აღარ მისცემს შესაძლებლობას იყოს მოსამართლეობის კანდიდატი. Читать дальше...

დავით კირკიტაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

Radiotavisupleba.ge 

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, სასამართლომ გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი დარახველიძემ 14 იანვარს  გამოაცხადა. მას აღკვეთის ღონისძიება გირაოც გაუუქმდა. დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება... Читать дальше...

საქართველოში გრიპით დაავადების შემთხვევებმა მცირედით იკლო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იანვრის მეორე კვირაში პირველთან შედარებით შემცირდა გრიპის ვირუსით, H1N1-ით დაავადებულთა რაოდენობა. სამინისტროს ცნობით, იანვრის პირველ კვირაში ყოველ 100 000 მოქალაქეზე 256 იყო დაავადებული, მეორე კვირაში კი ეს მაჩვენებელი 253-მდე შემცირდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შედარებით იკლო მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმაც, რომელიც იანვრის პირველ კვირაში 33,1% იყო, მეორე კვირის მონაცემებით 31,3%-ია. 14 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში H1N1-ით დაავადდა 9000-მდე მოქალაქე. Читать дальше...

"ევროპულ საქართველოში" ეჭვობენ, რომ მოსამართლეობისთვის საჭირო კრიტერიუმებზე ფარულად მუშაობენ

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს, „ევროპული საქართველოს“ წევრს ირაკლი აბესაძეს ეჭვი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობაც ისეთივე ფარული პროცესია, როგორც ეს მოხდა კანდიდატთა ათწევრიანი სიის წარდგენისას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აბესაძემ უმრავლესობისგან მოითხოვა პასუხი, მიეცემა თუ არა კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი დაპირისპირების გარეთ გამოტანის მიზეზად იქცა. Читать дальше...



ათონელის სასახლეზე პირველად აღიმართა სახელმწიფო დროშა

Radiotavisupleba.ge 

„დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის ღირებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დროშის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე ათონელის რეზიდენციაში. 14 იანვარს ათონელის სასახლეზე პირველად აღიმართა სახელმწიფო დროშა: "ჩვენ ვიცით, რომ არაერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ ქართველები. პირადად მე გავიზარდე სამფეროვანი დროშის ქვეშ უცხოეთში, როცა მას არ ჰქონდა ის დატვირთვა სახელმწიფო დროშის და ვოცნებობდით, რომ საქართველოს ექნებოდა სახელმწიფო დროშა. Читать дальше...

15 იანვრის კენჭისყრა: მზადება დიდი ბრძოლისათვის

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პარლამენტმა 15 იანვარს საბოლოოდ უნდა უყაროს კენჭი პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტს, რომელიც სულ უფრო მზარდ უთანხომებას იწვევს ქვეყნის შიგნით.

"ღრმად მწამს, ეს იქნება გამოხატვის თავისუფლების დამაზიანებელი"

Radiotavisupleba.ge 

რა უდევს საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ცილისწამების, ბილწსიტყვაობისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ახლებურად რეგულაციის იდეას? რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება და რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს მისი განხორციელება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას?

სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას პარლამენტი გაზაფხულზე განიხილავს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. განხილვა კი მას შემდეგ გაიმართება, რაც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები შემუშავდება. არჩილ თალაკვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრიტერიუმებზე მუშაობის პროცესი ჯერ არ დაწყებულა: "როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული თეატრი უფრო ძველია, ვიდრე გვგონია“

Radiotavisupleba.ge 

ტრადიციულად, 14 იანვარს თეატრის მოყვარულები და თეატრის მოღვაწეები ქართული თეატრის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული 1850 წლის 14 იანვარს  თბილისში გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ „გაყრას“ უკავშირდება.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლ ფაშინიანი, პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი პოლიტიკური ბლოკის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. შესაბამის დეკრეტს 14 იანვარს ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა. ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა ოქტომბერში, თანამდებობიდან მისი გადადგომის შემდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. 9 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ მოიპოვა ხმების 70,42%, რითაც 135-ადგილიან პარლამენტში მმართველ პარტიას აქვს 88 მანდატი... Читать дальше...

ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიყავი და მას არ დავუპირისპირდები

Radiotavisupleba.ge 

პროფესიული საჯარო ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯაროდ დავუპირისპირდე პირებს, რომელთა ადვოკატიც ვიყავი და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის, ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის, ეთიკა არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი ადამიანებს, რომლებსაც მე ვიცავდი და მათ შორის, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ადვოკატი. Читать дальше...

ირანმა თავისი მოქალაქეები გააფრთხილა თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან. სააგენტო „ტასნიმის“ ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზეზად ასახელებს საქართველოში გრიპის ვირუსის, H1N1-ის გავრცელებას. სამინისტრო ირანის  მოქალაქეებს ურჩევს, რომ შემდგომი შეტყობინების მიღებამდე უარი თქვან საქართველოში მოგზაურობაზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაავალა თავმჯდომარის მოადგილეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს. გადაწყვეტილება კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი დეპუტატი, უმრავლესობის წარმომადგენელი ბიძინა გეგიძე. დეკემბრის ბოლოს, როცა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა ეკა ბესელიამ, მისი წარდგინებით, კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩია გედევან ფოფხაძე... Читать дальше...

ეკა ბესელია: ვერავინ მასწავლის გუნდურობას

Radiotavisupleba.ge 

გუნდურობა მე არ მესწავლება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.. „ეს არ არის მოკლე პერიოდი, ეს არის მთელი შვიდი წელი (2011 წლიდან თუ ავიღებთ). მე მგონია, როგორღაც მოვახერხე ჩემი საჯარო აქტიურობით თუ საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მეჩვენებინა, რომ მე არა ვარ ადამიანი, რომელიც საუბრობს გარეთ შიდა თემებზე, რომელიც ჭორაობს ან რომელიც ახმოვანებს იმას, რაც არ არის გასახმოვანებელი. მაგრამ არც ის ადამიანი... Читать дальше...

დღეიდან დაჯარიმდება ყველა ის მძღოლი, რომლებსაც არ გაუვლიათ ტექნიკური ინსპექტირება

Radiotavisupleba.ge 

14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში, „ჭკვიანი კამერების“ საშუალებით დაჯარიმდება ყველა იმ ავტომობილის მძღოლი, რომლებსაც არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლები დაჯარიმდებიან სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის 510-ე დადგენილების საფუძველზე.   უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე... Читать дальше...


Музыкальные новости
Концерт

Концерт «7 хитов И.С.Баха» в Эрмитажном театре





Персональные новости
Сбер

Сбер подарил Орлу умный светомузыкальный фонтан





ეკა ბესელია: ვიცე-სპიკერის პოსტის შეთავაზებით უნდოდათ ჩემი ჩამოშორება

Radiotavisupleba.ge 

„დიახ, ზაფხულში იყო  უფრო მაღალი თანამდებობის, ვიცე-სპიკერის თანამდებობის შემოთავაზება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მან ეს შეთავაზება მიიღო სასამართლო რეფორმის ფარგლებში არსებული განსხვავებული პოზიციის გამო, რათა ის ჩამოეშორებინათ იურიდიული კომიტეტისთვის: „მე მქონდა რამდენიმე საკითხზე პრინციპული პოზიცია, რომელიც განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რომელიც ჰქონდა ამ რეფორმის მონაწილე გარკვეულ ჯგუფს. რეფორმის ფარგლებში მუშაობს ხელისუფლების სამივე შტო. Читать дальше...

ეკა ბესელია: უმრავლესობაში დარჩენა-არ დარჩენა მოსამართლეთა სიაზე იქნება დამოკიდებული

Radiotavisupleba.ge 

უმრავლესობაში დარჩენის საკითხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. „მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან. ეს არის ჩემი მკაფიო პოზიცია, ეს არის ჩემი მყარი ხედვა. მე გავაგრძელებ... Читать дальше...

ეკა ბესელია: ეს ყველაფერი ამად ღირდა. ეს არის იმ გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც მივიღე

Radiotavisupleba.ge 

„ეს ყველაფერი ამად ღირდა, ეს არის იმ გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც მე მივიღე“ - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, კანონში მომზადდება ცვლილებები, რამაც უნდა განსაზღვროს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და კრიტერიუმები. „ამ ეტაპის მიზანი მიღწეულია, ეს არის პირველი ეტაპის ამოცანა, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ იუსტიციის საბჭოს წარმოდგენილი... Читать дальше...

ირანში კატასტროფა განიცადა სატვირთო თვითმფრინავმა

Radiotavisupleba.ge 

წინასწარი ინფორმაციით, 15 ადამიანი დაიღუპა ირანში, სატვირთო თვითმფრინავის „ბოინგის“ ჩამოვარდნის შედეგად. ირანული სააგენტოს „ფარსის“ ინფორმაციით, გადარჩა ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი ირანის არმიას ეკუთვნოდა. სატვირთო „ბოინგს“ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკიდან პროდუქტი უნდა ჩაეტანა ირანის ქალაქ ქერეჯის აეროპორტში. თუმცა, თვითმფრინავი სხვა, ახლომდებარე ფატჰის აეროდრომზე დაეშვა, რა დროსაც საფრენი ზოლიდან გადავიდა, კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. Читать дальше...

მიტროპოლიტი: უკრაინისთვის ავტოკეფალიის არმილოცვა არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებაა

Radiotavisupleba.ge 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მილოცვაზე თავის შეკავება, გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ, მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად... Читать дальше...

“იცით ვინ შეიძლება დაფრთხეს?!.” – დავით ლილუაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს, პირველივე პრესკონფერენციაზე, შესავალ სიტყვაში კვლავ ისაუბრა ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით. სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მის მიერ გაკეთებული განცხადებები, – გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დასაწყისად აღიქვა. საზოგადოების ამ განწყობას უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება: “იცით ვინ შეიძლება დაფრთხეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებით?! – ვინც გამოხატვის თავისუფლების ფასადს ამოფარებული... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Легионер "Локомотива" Ньямси: в Москве жизнь дешевле, чем в Париже


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

«Рублев отдохнул психологически и в Мадриде показывает качественный теннис» — Тарпищев


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Вокруг парка на электромобиле: что будет доступно напрокат в Москве





Путин в России и мире
Москва

Президент России Владимир Путин подтвердил проведение XVI Международного военно-музыкального фестиваля «Спасская башня»


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Кличко не видел Зеленского с начала конфликта с Россией


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Шпагаты, но уже без нижнего белья: хакеры взломали аккаунт Волочковой



Москва

Какой сегодня праздник: 1 мая 2024 года отмечается несколько праздников, какой церковный праздник в России сегодня

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net