სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას პარლამენტი გაზაფხულზე განიხილავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. განხილვა კი მას შემდეგ გაიმართება, რაც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები შემუშავდება. არჩილ თალაკვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრიტერიუმებზე მუშაობის პროცესი ჯერ არ დაწყებულა: "როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.