"მოსახლეობის აზრის შემოტრიალება ძირეულად, რომ 23% გააორმაგონ, დემოკრატიული არჩევნებით ძალიან გაჭირდება"
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, იენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი, ბიძინა ლებანიძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ მოკლევადიან მიზანზე გათვლილ პრაგმატულ თამაშს თამაშობს.