ირაკლი კობახიძე „გირჩს“ მიმართავს: ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუკზე“ ეხმაურება პარტია „გირჩის“ საპროტესტო აქციას.
„ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!“ - წერს ირაკლი კობახიძე.
25 ნოემბერს პარტია „გირჩის“ მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციის სახელწოდება იყო „მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან“. აქციის მონაწილეებმა იმღერეს „ვხედავ მეცხვარეს“, მათ ხელში ეჭირათ ე.წ. ხატები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.