123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

უკონვერტო წერილი ცხინვალის ციხიდან

0
ტარვმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს  “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გადასცა.


ექიმი ოჯახის წევრებს მოიკითხავს და სწერს, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ გზავნილს წერილსაც ვერ უწოდებს, რადგან იგი, ფაქტობრივად, კონვერტის გარეშე, „წითელი ჯვრის“ ტიტულიან ქაღალდზე დაწერილი ჩაბარდა და იქ განსაკუთრებული არაფერი წერია. 


ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილის შედარებით ნორმალურ პირობებში ყოფნას ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელი ნიკო ძამუკაშვილიც ადასტურებს. ნიქოზის ამბულატორია ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზიდან, დაახლოებით, 500 მეტრში მდებარეობს, ძამუკაშვილი კი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ პროექტის ფარგლებში ცხინვალელ ექიმებთან თანამშრომლობს. წარსულში „ქართლოსის“ ინიციატივით მესამე ქვეყნებში მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრები ექიმების შეხვედრა  ტარდებოდა ხოლმე. ძამუკაშვილი იქაურ ექიმებთან კონტაქტს ინარჩუნებს და სწორედ მათგან იცის, რომ ქართველი ექიმი თავს ნორმალურად გრძნობს. გარდა ამისა, ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელის თქმით, ცხინვალელი ექიმებიც გმობენ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებული რეპრესიული რეჟიმის გამო ამის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავენ.




ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 11 დღე გავიდა, მას ახალგორის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით კი სულ უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორი გამოდის. 19 ნოემბერს ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა. 


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის წარმომადგენელს, ტოივო კლაარს, იმედი აქვს, რომ ცხინვალის საპატიმროში მყოფ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, მალე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ კლაარმა  რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცხინვალელ კორესპონდენტს განუცხადა.


ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ - ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან - 19 ნოემბერს ცხინვალში  ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


ტოივო კლაარის ინფორმაციით, მათ შეხვედრაზე  ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენეს.


 „რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ სიტუაცია მოგვარდება და ექიმ გაფრინდაშვილს რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლებენ, რადგან არ ვფიქრობ, რომ მისი ხანგრძლივი დროით დაკავება ვინმეს ინტერესებშია“, - განაცხადა ტოივო კლაარმა.


„ეხო კავკაზას“ ცნობითვე, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა. ბიბილოვის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილმა „საზღვარი“ განზრახ დაარღვია და ამას არც მალავს.


„მიმაჩია, რომ ეს არის ნაწილი საერთო პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო ატარებს სამხრეთ ოსეთის მიმართ. დროა, საქართველომ გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამის გათვალისწინებით წარმართოს თავისი მუშაობა“, - განაცხადა ბიბილოვმა.


დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევი ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გადაწყვეტილებას მიიღებენ „სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად“. ჯიოევის განცხადებით, ჯერჯერობით გაფრინდაშვილს ორთვიანი სასჯელი აქვს შეფარდებული, შემდეგ კი სასამართლო გადაწყვეტს.


მურატ ჯიოევის თქმით, ისინი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეების წინაშე დააყენებენ საკითხს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა „საზღვარი“ განზრახ დაარღვია და არ აღიარებს პასუხისმგებლობას იმ ნაბიჯზე, რომელიც მიზანმიმართულად გადადგა.


ცხინვალში ჩასვლამდე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს. მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებს სთხოვა ყველა ზომას მიმართონ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი,  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შეხვდა.




დავით ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკის შეწყვეტა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმების მიერ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირების მიუღებლობას და საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ კრიზისულ ვითარებას. ზალკალიანის თქმით, ახალგორის რაიონში მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.


საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.


თავის მხრივ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ყველა ღონეს ხმარობენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე ვითარების განმუხტვისა და პრობლემების გადაჭრისათვის.


საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о развитии дорожной сети возле станций метрополитена


Спорт в России и мире
Москва

Назначены арбитры на матчи 14-ого тура МИР РПЛ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Кудерметова вышла во второй круг турнира категории WTA 250 в Мериде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Новый релиз на лейбле Riki Music — альбом от «Команды Флоры»





Путин в России и мире
Москва

Вице-премьер Сербии Вулин: Вучич приедет в Москву и встретится с Путиным 9 Мая


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: Объявление Гутерриша персоной нон грата не связано с демократией




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Лавров: требование «Томагавков» Зеленским вызвало оторопь в Вашингтоне


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бьянка

Певица Бьянка станет новой участницей шоу «Звёзды в Джунглях»



Москва

Самый популярный писатель России

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net