ვის რისთვის სჭირდება მაჟორიტარები პარლამენტში
20 ნოემბერს დიმიტრი ხუნდაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში მზადაა თავის გუნდს შესთავაზოს რიგ საარჩევნო უბნებში, სადაც ოპოზიცია კონკურენტუნარიანი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი, “ქართულმა ოცნებამ” თავისი კანდიდატი არ დააყენოს.