Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

ქარტიის საბჭო: აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

0
ქარტიის საბჭო: აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამძაფრა ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია. განცხადებაში, რომელიც 20 ნოემბერს გავრცელდა, აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში განვითარებული  მოვლენები ამძაფრებს  ეჭვს, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო ხელისუფლების ინტერესების გამტარებელ დირექტორს აირჩევს:

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას

ქარტია მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია, კონკურსი წარიმართოს მაღალი კონკურენციის პირობებში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ ნდობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში საბუთების მიღება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 18 ნოემბერს განახლდა და 20 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდა. კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან 7 აჭარის ტელევიზიის თანამშრომელია. 

18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მაუწყებლის კერძო საჩივარი და გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც მეოთხე კონკურსი შეჩერებული იყო. 

 აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიმდინარე წლის 19 აპრილს მისი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს 4-მა წევრმა დაუჭირა მხარი.​






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин накануне Дня России наградил заслуженных москвичей


Спорт в России и мире
Москва

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Итальянский теннисист Синнер стал лучшей ракеткой мира в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Инго Экосистема стала победителем национальной премии FinTech Awards Russia





Путин в России и мире
Москва

Путин: вины России в прекращении действия зерновой сделки нет


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Стало известно, о чём беседовал Александр Гусев с президентом Беларуси в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

«Приносит деньги!»: Бутман заявил о нераздельности культуры и экономики



Москва

Почему в СССР отказались от многоразового «Бурана» и стали запускать одноразовые космические ракеты

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net