კონგრესში ღია მოსმენაზე ჩვენებებს იძლევა უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი მარი იოვანოვიჩი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავდაცვის კომიტეტში დღეს ღია მოსმენაზე ჩვენებებს იძლევა უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი მარი იოვანოვიჩი. ღია მოსმენები, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით იმართება, ოთხშაბათს დაიწყო.
პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, მოხელეთა ჩვენებებმა შესაძლოა დაადასტუროს, რომ პრეზიდენტი დამნაშავეა მექრთამეობაში. მან ასე დაახასიათა მტკიცებულებები, რომ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაყინვა გამოიყენა საიმისოდ, რომ ზეწოლა მოეხდინა კიევზე და მისგან ეთხოვა გამოძიების დაწყება, რომელსაც ზიანის მიყენება შეეძლო ტრამპის პოლიტიკური ოპონენტების, პირველ რიგში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის.