პოლონეთში რუსეთის მოთხოვნით დააკავეს უკრაინელი აქტივისტი და ვეტერანი
უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთში რუსეთის თხოვნის საფუძველზე დააკავეს იგორ მაზური, დონბასში საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი და ნაციონალისტური მოძრაობა „უნა-უნსოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
რუსეთის მიერ მაზური ეჭვმიტანილია ჩეჩენი სეპარატისტების მხარეზე მოქმედებაში 1990-იანი წლების საბრძოლო მოქმედებების დროს.
ამის შესახებ ინფორმაცია 9 ნოემბერს გაავრცელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, რომელმაც ამ საქმეს უწოდა „კრემლის გულისმოსაგებად შეთითხნილი“ და მოუწოდა პოლონეთს სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს საქმე.
ანალოგური ბრალდებით რუსეთში მანამდე უკრაინის ორი მოქალაქე - ნიკოლაი კარპიუკი და სტანისლავ კლიხი მისცეს პასუხისგებაში. ისინი სექტემბერში გაცვალეს რუსეთსა და უკრაინას შორის ფორმულით „35-35-ზე“ პატიმრების გაცვლის პროცესში.
პოლონეთის საელჩოს წინ კიევში 9 ნოემბერს გაიმართა საპროტესტო აქცია უკრაინელი აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით. იგორ მაზური ასევე არის ლიდერი "კაპიტულაციის საწინააღმდეგო მოძრაობისა", რომელიც დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში რუსეთის მიმართ დათმობის წინააღმდეგ მართავს აქციებს.