ნინო ბურჯანაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე – ჩვენი პრეზიდენტის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია
ჩვენი პრეზიდენტის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიულიმოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. იგი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.
“შეწყალებასთან დაკავშირებით,ჩემი პოზიცია პრეზიდენტის ქმედებებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად არის ცნობილი, რომ არავითარი ცვლილება არც დებულებაში და არც კანონში საჭირო არ იყო. ყველაფერი იყო გაწერილი. თუ პრეზიდენტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა შეწყალების საკითხს და წაიკითხავდა იმ ადამიანების სათქმელს რომელსაც იწყალებდა, ის არ დაუშვებდა ამ შეცდომებს, თუ ეს შეცდომა იყო. პრობლემაც არ იქნებოდა. ვერ გეტყვით, რას იზამს ამ შემთხვევაში, საერთოდ, ჩვენი პრეზიდენტის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ