ბულგარეთში მმართველი "გერბის" წარმომადგენელი იმარჯვებს სოფიის მერის არჩევნებში
სოფიაში კვირას გამართულ არჩევნების განმეორებით ტურში ბულგარეთის მმართველი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "გერბის" წარმომადგენელმა და სოფიის მოქმედმა მერმა იორდანკა ფანდაკოვამ გაიმარჯვა, რაც ნიშნავს, რომ რიგი კორუფციული სკანდალის მიუხედავად, მმართველ პარტიას კვლავ ყველაზე მეტი მხარადაჭერა აქვს.
კვლევით ცენტრ „გელაპისა“ და „ალფას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ფანდაკოვა ხმების დაახლოებით 51-53,5% პროცენტს მიიღებს და იგი მეოთხედ ვადით უხელმძღვანელებს დედაქალაქის ადმინისტრაციას.
მისმა მეტოქემ, ასევე ქალმა, მაია მანოლოვამ, რომელსაც მხარს ოპოზიციური სოციალისტური პარტია უჭერდა, ხმათა დაახლოებით 40,6%-ი მიიღო.
ქვეყნის სტაჟიანი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის, პარტია "გერბმა" ბოლო მუნიციპალური არჩევნების შედეგების მიხედვით მთლიანობაში უარესი შედეგი უჩვენა, ვიდრე წინა არჩევნებისას. სოფიის მერის სავარძლისათვის ბრძოლაში ფანდაკოვას, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით 100 ათასით ნაკლები ხმა მიიღო, მეორე ტური დასჭირდა მერის პოსტის შესანარჩუნებლად.