პატრიარქი: "მადლობელი ვარ თანადგომისთვის"
„მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება“, - ასე დაიწყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავისი გამოსვლა სამების საკათედრო ტაძარში. მან საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა.
უცვლელად გთავაზობთ სიტყვებს მისი გამოსვლიდან:
„მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ქართველი ერის ძალა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ სახარებიდან წაიკითხოს ერთი თავი, მთელ საქართველოში, ეს მოგცემთ მადლს და წყალობას. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თანადგომისათვის, თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიის წარმომადგენლებმა, მუსულმანებმა და სხვებმაც, გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი“.
შეგახსენებთ, რომ ეს პატრიარქის პირველი გამოჩენაა, 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ, რომელიც დაძაბულ რეჟიმში წარიმართა. პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდებების ფონზე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, ასევე წმინდა სინოდის წევრობიდან გათავისუფლდა და განმწესდა მონასტერში.