Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

მიტროპოლიტი იოანე: "საქართველოს ეკლესიის დანგრევა სურთ, მაგრამ ვერ მოერევიან"

0
მიტროპოლიტი იოანე:

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად გამწესებული მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) აცხადებს, რომ „ცოდვით შეპყრობილებს“ საქართველოს ეკლესიის დანგრევა სურთ, მაგრამ „ვერ მოერევიან“.

„ყველას სურს, ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში ცხვირი ჩაყოს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას ვაწუხებთ, თუმცა არავის ცხოვრებაში არ ვერევით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიტროპოლიტმა იოანემ, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების, სინოდის განჩინების და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური წრეები ცდილობენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას. მღვდელმთავარს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა, მაგრამ თქვა, რომ „ესენი არიან ადამიანების ცალკეული ჯგუფები, არიან ვერშემდგარი პოლიტიკოსები, ზოგი „ნაფტალინიდან ამოღებული“, რომ არ დაივიწყონ მისი სახელი, აი, ასეთი ხალხი ერევა [ეკლესიის ცხოვრებაში]“.

„წლების განმავლობაში ვიცნობდით ერთმანეთს, არ გვქონდა ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ვიღაც ამით სარგებლობს. ვიღაცას ეს რაღაცისთვის სჭირდება. ეშმაკისგან არის ეს პროცესები მართული“, - თქვა ეპისკოპოსმა, რომელიც 3 ნოემბერს, რუსთავის ვახტანგ გორგასლის ეკლესიაში ჩატარებული საკვირაო წირვის შემდეგ, მრევლს დაემშვიდობა.

პატრიარქ ილია მეორის მიმართ მღვდელმთავრობიდან განყენებულის, ყოფილი ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ბრალდებების კომენტირებისას, მღვდელმთავარმა იოანემ განაცხადა: „ჯერ შენი თავი გამოასწორე და სწორად დაინახავ მოვლენებს და ქვეყანას... ავყვებით ხოლმე ვნებებს ცოდვით ნაკარნახევ ემოციებს, იქ, უკან ამბიცია დგას, პირველობის, ანგარების...“

რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხომ არ დაგროვდა პრობლემები საქართველოს ეკლესიაში და ხომ არ არის საჭირო დიდი კრების მოწვევა, მიტროპოლიტმა იოანემ უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს: „საეკლესიო კრება საგანგებო ვითარებაში ხდება ხოლმე, ამჟამად ისეთი კარდინალური არაფერი მომხდარა. ერთმა ტალახი ისროლა, ხვალ მეორე ისვრის, გუშინ სხვა ისროდა, ეს ყოველთვის იყო“. მიტროპოლიტის თქმით, ბოლოს სინოდის გაფართოებული კრება 1995 წელს ჩატარდა, როცა საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური წყობა და ეკლესიაშიც „ახალი თაობა მოვიდა“.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მან გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად მის მიერ ეკლესიაში „მამათმავლობის მხილება“ დაასახელა.

სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გაათავისუფლა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან, აუკრძალა მღვდელმსახურება და მონასტერში გაამწესა სინანულისთვის, სინოდის გადაწყვეტილებითვე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია). ამავე განჩინებით ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). რუსთავის ეპარქია თბილისისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას შეუერთდა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин обнародовал программу развития столичного туризма


Спорт в России и мире
Москва

Легионер "Локомотива" Ньямси: в Москве жизнь дешевле, чем в Париже


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева обыграла Вондроушову в третьем круге турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве заметили первый в России электромобиль Tesla Cybertruck





Путин в России и мире
Москва

Президент России Владимир Путин подтвердил проведение XVI Международного военно-музыкального фестиваля «Спасская башня»


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Земфира

Жена оскандалившегося Валерия Меладзе провела вечер на концерте Земфиры в Испании



Москва

В 2024 году исполняется 140 лет созданию в Москве первой общедоступной публичной бесплатной библиотеки

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net