შოტლანდიაში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში დამოუკიდებლობის მოთხოვნით
შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოს ქუჩებში 2 ნოემბერს ათასობით ადამიანმა გამართა მშვიდობიანი მსვლელობა ბრიტანეთის შემადგენლობიდან შოტლანდიის გამოყოფის მოთხოვნით.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა და შოტლანდიის ნაციონალური პარტიის (SNP)-ის ლიდერმა, ნიკოლა სტერჟენმა 20 ათასამდე ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მათი მიზანი „მიღწევადია“.
მან შოტლანდიის ცხოვრებაში „ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა“ დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბრისთვის დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
მან ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ შოტლანდიის პოზიციის გასამყარებლად 12 დეკემბრის არჩევნებში ხმა მისცენ შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას.
დამოუკიდებლობის შესახებ 2014 წლის რეფერენდუმზე შოტლანდიაში ამომრჩეველთა 45 პროცენტი მიემხრო ბრიტანეთიდან გამოყოფას, 55% წინააღმდეგი იყო.
მაგრამ შოტლანდიელი ნაციონალისტები აცხადებენ, რომ ბრიტანეთის 2016 წლის რეფერენდუმში „ბრექსიტის“ მომხრეების გამარჯვება შოტლანდიას აიძულებს, გავიდეს ევროკავშირიდან მისი ნების წინააღმდეგ.
ბრიტანეთში 2016 წლის რეფერენდუმზე „ბრექსიტს“ მხარი დაუჭირა 52%-მა, წინააღმდეგი წავიდა 48%, მაშინ როცა შოტლანდიაში, ევროკავშირში დარჩენას რეფერენდუმზე მიემხრო 62%, 38%-ის წინააღმდეგ.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა განაცხადა, რომ დეკემბრის ბოლოს მოითხოვს ახალი რეფერენდუმის ჩატარებას ბრიტანეთიდან შოტლანდიის გამოყოფის საკითხზე.