პეტრე ცაავა მიიჩნევს, რომ სინოდის მომდევნო სხდომა ღია ეთერში უნდა ჩატარდეს
სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან გათავისუფლებული მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ინიციატივით გამოდის, რომ სინოდის მომდევნო სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცეს.
„მთავარ არხთან“ ინტერვიუში მან ინიციატივის მიზეზად დაასახელა სიცრუე და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომლებსაც მღვდელმთავრებისა და სინოდის წევრებისგან ისმენდა.
„არის პრეცედენტი, კრეტის კრება ჩატარებულა ღია ეთერში რამდენიმე დღის განმავლობაში. ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება, სანამ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ სინოდის კრება ჩატარდეს პირდაპირ ეთერში“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.