Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

Новости за 31.10.2022

ირანმა სპარსეთის ყურეში დააკავა ტანკერი "კონტრაბანდული საწვავით"

Radiotavisupleba.ge 

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) სპარსეთის ყურეში დააკავა უცხოეთის ტანკერი, რომელიც 11 მილიონი ლიტრი საწვავით იყო დატვირთული. ირანის ოფიციალურმა პირებმა 31 ოქტომბერს მედიას აცნობეს, რომ ტანკერში საწვავი "კონტრაბანდული" იყო და რომ კაპიტანი და ეკიპაჟის წევრებიც დაკავებული არიან. ხომალდის და ეკიპაჟის ნაციონალობა დაკონკრეტებული არ არის. ირანის ხელისუფლება დროდადრო აცხადებს ხოლმე კონტრაბანდული საწვავისა და ამგვარი ხომალდების ეკიპაჟების დაკავებაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰოლანდიის ელჩი გამოიძახა გადაბირების შესახებ შეხვედრაზე ცნობების გამო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაიბარა ჰოლანდიის ელჩი, რათა გაეპროტესტებინა, მისი თქმით, ბრიტანეთის დაზვერვის მცდელობა, გადაებირებინა რუსეთის სამხედრო ატაშე, რაც ჰააგაში, რუსეთის საელჩოში მოხდა. 31 ოქტომბრის განცხადებაში სამინისტრო ჰოლანდიის მთავრობას მოუწოდებს, აღკვეთოს ამგვარი "არამეგობრული" ქმედებები იმ ქვეყნების მხრიდან, "რომლებსაც ნიდერლანდი მოკავშირეებს უწოდებს". სამინისტრო გამოდის გაფრთხილებით, რომ ამგვარი ზომების გატარების გარეშე "ორმხრივი ურთიერთობები შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს". Читать дальше...

Bloomberg-ის ათეული: მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახები

News.ge 

თავის ყოველწლიურ რეიტინგში Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახები დაასახელა, რომელთა შორის მოხვდნენ Walmart-ის, Mars-ის, Koch Industries-ისა და Hermes-ის მფლობელები. ერთი წლის განმავლობაში, უმდიდრესი ოჯახების ერთობლივი ქონება 143 მილიარდი დოლარით შემცირდა. უკვე მეოთხე წელია, პირველ პოზიციაზე უოლტონების ოჯახია განთავსებული, რომელსაც უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი Walmart ეკუთვნის. ამჟამად მათი მდგომარეობა 224,5 მილიარდი დოლარით განისაზღვრება, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ...



რუსული მედია: ლუკაშენკო მომავალი წლის გეგმების შესამუშავებლად პუტინთან შეხვედრას აპირებს

News.ge 

ბელორუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან ვიზიტის შესახებ განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, პუტინთან შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. „ჩვენ უახლოეს მომავალში კვლავ შევხვდებით ვლადიმერ პუტინს და საბოლოოდ შევაჯამებთ ამ წლის შედეგებს.  ყოველ შემთხვევაში, დავგეგმავთ მომავალი წლის გეგმებს და ამოცანებს დავსახავთ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, სექტემბერში ლუკაშენკო რუსეთში პუტინთან შესახვედრად ჩაფრინდა. დიქტატორებმა ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს... Читать дальше...

პუტინი: ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დასრულდეს

News.ge 

ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დასრულდეს – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის მიზანია რეგიონში სტაბილურობის დამყარება და პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება.  “აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი ათწლეულებია გრძელდება და გეთანხმებით  რომ ეს უნდა დასრულდეს. ამასთან ამ კონფლიქტის დასრულების პოლიტიკური ნებაც არსებობს. რუსეთი ამ სურვილს მხარს ...

ევროკომისარი: გაყინულია 17 მილიარდი ევროს ოდენობის რუსეთის ქონება

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა გაყინა 17 მილიარდ ევრომდე ღირებულების რუსეთის ქონება, მას მერე, რაც მოსკოვი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა, ამბობს ევროკავშირის იუსტიციის კომისარი დიდიე რეინდერსი 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ესაა გაზრდილი მაჩვენებელი დაახლოებით 13,8 მილიარდ ევროსთან შედარებით, რომელზეც რეინდერსი ივლისში ლაპარაკობდა და აცხადებდა, რომ "ოლიგარქებისა და სხვა უწყებების" ქონება ევროკავშირმა ძირითადად ხუთ ქვეყანაში დაბლოკა. "ჯერჯერობით გაყინულია 90 პირის ქონება, 17 მილიარდი ევრო შვიდ წევრ სახელმწიფოში... Читать дальше...

ჯონდი ბაღათურია: მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ და უკანონო გარიგებაში შედიოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან …

News.ge 

მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ და უკანონო გარიგებაში შედიოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ცდილობდა საზღვარი ისე გავლებულიყო, რომ სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანის მხარეს გადაცემულიყო , – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბაღათურიას თქმით, აღნიშნულის ფაქტობრივი მტკიცებულებები საჯარო სივრცეში არსებობს. “ქვეყნის მთავარსარდალი ევროპაში, იტალიაში გაიპარა... Читать дальше...

მთიან ყარაბაღში ათი ათასობით პირი შეუერთდა დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მიტინგს

Radiotavisupleba.ge 

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქ სტეპანაკერტში (ხანქენდიში) გაიმართა მიტინგი დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი შეუერთდა. პარალელურად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო განცხადება რეგიონის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოხვედრის დაუშვებლობის თაობაზე. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა 1990-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადეს ეთნიკურმა სომხებმა, რომლებიც მანამდე სახლობდნენ მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიურ ოლქში. დამოუკიდებლობა არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. Читать дальше...



როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე"? - ბოლო შეთანხმებით სამუშაოები დღეს უნდა დასრულებულიყო

Radiotavisupleba.ge 

ჯერ ისევ უცნობია, როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე", რომელიც ორ წელზე მეტია მგზავრებს ვერ ემსახურება. ბაქანზე დაგეგმილი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სადგური მგზავრებს უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. ბოლო შეთანხმებაში, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და დაკვეთის შემსრულებელ შპს "სამშენებლო კომპანია მამისონს" შორის დაიდო, წერია: "სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში შესაძლებელია... Читать дальше...

ომბუდსმენი საზოგადოებრივ მაუწყებელს გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის რეკომენდაციით მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საზოგადოებრივ მაუწყებელს გათავისუფლებული თანამშრომლების, იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილისა და თამთა ჯანაძის სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით მიმართავს. გათავისუფლებამდე ისინი ტელევიზიაში "შავი სიების" არსებობაზე საუბრობდნენ. "საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა რეკომენდაციით, ბათილად ცნოს ბრძანებები იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილის და თამთა ჯანაძის დათხოვნის შესახებ და თითოეული მათგანის მიმართ... Читать дальше...

პესკოვს ეჭვი ეპარება, „მარცვლეულის შეთანხმება“ რუსეთის მონაწილეობის გარეშე განხორციელდეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მონაწილეობის გარეშე უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის შეთანხმების რეალიზაცია ნაკლებმოსალოდნელია, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანამდე თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა აღნიშნა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოყმანობს“. ერდოანს სააგენტო "ანადოლუ" ციტირებს. „იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საუბრობს ამ ტერიტორიებზე ნავიგაციის უსაფრთხოების გარანტიის შეუძლებლობაზე... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

News.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. აბუ- დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, დოქტორ ტანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია უკვე გაიმართა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერს მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში დოქტორ ტანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. აბუ-დაბიში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება. Читать дальше...

ვაჟა ბერიძე: Para Bellum – ემზადე ომისთვის

News.ge 

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო აქტუალურია, საშინაო პოლიტიკაზე და ევროპული რეკომენდაციების რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე მოგვიწევს საუბრის დაწყება. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცხადებენ, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება მათი მიზანია. მმართველ გუნდს ოპოზიციის გარეშე შეუძლია შესაბამისი კანონების მიღება, მაგრამ რასაც ვხედავთ... Читать дальше...

ირაკლი ზარქუა: მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, როცა პროგნოზებს აკეთებდა …

News.ge 

ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ხელმოცარულების ბოდვაა, ნუ აყვებით მათ, იმიტომ რომ როგორც ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუამ სავალუტო ფონდის პროგნოზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ზუსტი მონაცემები და არა ის, რასაც ეს სამი პარტია ამბობს. ზარქუა მიიჩნევს, რომ 2030 ...

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, შსს პირველ კომენტარს აკეთებს

News.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს. დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით – თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს ღონისძიებები. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. Читать дальше...

ანზორ ჩუბინიძე: 100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფებოდ

News.ge 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას ესწრებოდა. „მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და უზრუნველვყოფდი დაცვას. იქ ვიმყოფებოდი და 100- პროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა,“ – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან.

ნარკორეალიზაციის ბრალდებით საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის და რუსეთი მოქალაქეები. სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა ქალაქებში. "დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებები, თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. Читать дальше...

უკრაინის პრემიერი: რუსეთმა უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტს დაარტყა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის ინფორმაციით, რუსეთის მიერ რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული დარტყმების შედეგად, უკრაინის ათ რეგიონში დაზიანებულია 18 ობიექტი, ძირითადად, ენერგეტიკული. შმიჰალის თანახმად, შვიდ ოლქში ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების გარეშე დარჩა ასეულობით დასახლებული პუნქტი. დღეს დილით, რუსეთმა შეტევა მიიტანა კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვიცკის და სხვა ოლქებზე. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით... Читать дальше...


Музыкальные новости
Бато Багдаев

Театр и Культура, Россия и Дети: 15 мая театр кукол Ульгэр представил спектакль «Мүнгэн мүшэдүүд» в стенах Художественного музея для первых классов гимназии №29 Улан-Удэ





Персональные новости
Туркменистан

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове





ბრიტანეთის დაზვერვა: ძველი "კალაშნიკოვები" ახალ პრობლემებს უქმნის რუსეთის არმიას

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა იტყობინება, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ათასობით რუსი ახალწვეული გაგზავნეს ფრონტის ხაზზე. ხშირ შემთხვევაში ისინი არასაკმარისად არიან აღჭურვილნი, თუმცა ჯერ კიდევ სექტემბერში ახალწვეულები უკრაინაში საერთოდ უიარაღოდ ჩადიოდნენ. როგორც ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა იტყობინება თავის ყოველდღიურ ანგარიშში, ღია წყაროებში გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ახალწვეულები ძირითადად შეიარაღებული არიან „კალაშნიკოვის“ ტიპის ძველი ავტომატებით. ანგარიშის თანახმად... Читать дальше...

ნინა ვასკუნლაჰტი - "ევროკავშირში გაწევრიანება ჩემთვის და ვფიქრობ, მთელი ფინეთისთვის, ნიშნავდა ნეიტრალიტეტის დასასრულს"

Radiotavisupleba.ge 

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინა ვასკუნლაჰტიმ, რომელიც თბილისს სტუმრობდა, საქართველოს ერთი რჩევა გაუზიარა: "არასდროს შეეცადოთ ევროკომისიისთვის გვერდის ავლას. ასე ვერ მიაღწევთ წარმატებას. ყოველთვის გამოგიჭერენ". ინტერვიუს ძირითადი თემა არის ფინეთის გზა ნეიტრალიტეტიდან ნატომდე.

ოლენა ზელენსკა: დილა მშვიდობისა ევროპელო მეგობრებო! როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს? სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს?

News.ge 

“დილა მშვიდობისა ევროპელო მეგობრებო! როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს? სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით: თბილი ჭიქის ნაცვლად ფანრით და დენის ბანკით, ისე, რომ წარმოდგენა არ გქონდეთ, როდის აღდგება ელექტროენერგია. რუსმა ტერორისტებმა თავიანთი “სამუშაო კვირა” ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმებით დაიწყეს, თუმცა ჩვენ მყარად ვდგავართ და იმედი გვაქვს, რომ ...

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი, რომლითაც ის ითხოვდა თანამდებობაზე დაბრუნებას და განაცდურის ანაზღაურებას. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება განმარტების გარეშე გამოაცხადა და სხდომათა დარბაზი მალევე დატოვა. სასამართლოს წერილობითი დასაბუთება მხარეებს მოგვიანებით გადაეცემა. ირაკლი ჯინჭარაძის ადვოკატის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტ პაატა დიასამიძის შეფასებით, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო... Читать дальше...

მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანული საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Revolut-ის დირექტორმა, მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ „გარკვეული ხნის წინ“ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ Revolut-ის წარმომადგენელმა უთხრა The Telegraph-ს. სტორონსკის ბრიტანეთის პასპორტიც აქვს. უკრაინაში ომის მიმართ სტორონსკის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია: „ომი სრულ ზიზღს იწვევს და ის კვლავაც გადაჭრით მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები“, - აცხადებს Revolut-ი. რუსეთის მოქალაქეობაზე უარი სტორონსკიმ ახსნა იმით, რომ მამამისზე... Читать дальше...

უკრაინის პორტები დატოვა სარეკორდო რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ

Radiotavisupleba.ge 

31 ოქტომბერს უკრაინის პორტები დატოვა სარეკორდო რაოდენობის, 354500 ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ, რაც ნაწილია შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებისა, განაცხადა ოდესის სამხედრო მმართველობის წარმომადგენელმა. ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დატოვა გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც უკრაინას გემების მეშვეობით თავისი მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევს. რუსეთმა შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული იერიში. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Гамова — о санкциях в адрес волейболистки Гончаровой: не думаю, что это как-то осложнит ей жизнь


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Вера Звонарёва

Звонарёва проиграла американке Крюгер в квалификации турнира в Страсбурге


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о достижениях национальных целей по экологии





Путин в России и мире
Москва

Владимир Путин попросил передать послание духовному лидеру Ирана


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Президент Камеруна получил послание от Президента Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский заявил, что обеспокоен заявлениями республиканцев в США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Булат Окуджава

В Душанбе открылась книжная выставка, посвящённая Юлии Друниной и Булату Окуджаве



Москва

Онлайн-продажи автомобилей Citroen калужской сборки стартуют в России

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net