რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰოლანდიის ელჩი გამოიძახა გადაბირების შესახებ შეხვედრაზე ცნობების გამო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაიბარა ჰოლანდიის ელჩი, რათა გაეპროტესტებინა, მისი თქმით, ბრიტანეთის დაზვერვის მცდელობა, გადაებირებინა რუსეთის სამხედრო ატაშე, რაც ჰააგაში, რუსეთის საელჩოში მოხდა.
31 ოქტომბრის განცხადებაში სამინისტრო ჰოლანდიის მთავრობას მოუწოდებს, აღკვეთოს ამგვარი "არამეგობრული" ქმედებები იმ ქვეყნების მხრიდან, "რომლებსაც ნიდერლანდი მოკავშირეებს უწოდებს". სამინისტრო გამოდის გაფრთხილებით, რომ ამგვარი ზომების გატარების გარეშე "ორმხრივი ურთიერთობები შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს".
რუსეთი ირწმუნება, რომ 20 ოქტომბერს ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენელი შეეცადა, ჰააგაში, რუსეთის საელჩოში სამხედრო ატაშე გადაებირებინა. ამ ბრალდების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ ჰოლანდიის მთავრობას და ბრიტანეთის დაზვერვას.