Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

Новости за 01.09.2021

თეთრ სახლში მიმდინარეობს შეხვედრა ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის

Radiotavisupleba.ge 

თეთრ სახლში მიმდინარეობს შეხვედრა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. კიევი აშშ-ისგან მეტ დახმარებას მოელის უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად და აშშ-ის მონაწილეობას აღმოსვლეთ უკრაინის სამშვიდობო პროცესში. ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად, მათ შორის არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. „აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი,“ თქვა ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებისას. Читать дальше...

თსუ-ს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ

News.ge 

2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო პროცესში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების შედეგად არსებული... Читать дальше...

გადაიდო დე ფაქტო პარლამენტის სხდომა რომელზეც მთავრობის უნდობლობის საკითხი უნდა განეხილათ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სხდომა 1 სექტემბერს არ შედგა. პარლამენტის სპიკერმა ის გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც სააგენტო "რეს"-ი იუწყება, ე.წ დეპუტატებს შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ ჰქონდათ. „თარიღი მოგვიანებით დადგინდება,” - განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ტადტაევმა დეპუტატებს.  შეხვედრაზე დეპუტატებს დე ფაქტო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი უნდა განეხილათ. უნდობლობის საკითხი 14-მა ოპოზიციურმა დეპუტატმა დააყენა. Читать дальше...



როგორ გაიგო ევროპამ „ოცნების“ უარი დახმარებაზე- რა არ უნდა გამოგრჩეს 2 სექტემბერს

Radiotavisupleba.ge 

უარი დახმარებაზე - უარი რეფორმებზე? - მწვავე გამოხმაურებები ევროპარლამენტარებისგან ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე საქართველოს მთავრობის უარი ევროპარლამენტარების და დიპლომატების ნაწილმა დასავლეთზე ორიენტირებული რეფორმების გატარებაზე უარის ნიშნადაც ჩათვალა. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა და ტვიტერზე დაწერა: „სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა მემორანდუმში ჩამოთვლილი პირობები მეორე ტრანშის მისაღებად (75 მილიონი ევრო), მათ შორის... Читать дальше...

ლადო ბოჟაძე „ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს

Radiotavisupleba.ge 

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. „ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში მე-13 ნომრად წერია ლადო ბოჟაძე. ის დღემდე არის ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ადასტურებს გახარიასა და კალაძეს შორის შეხვედრას

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ლევან დოლიძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში დაადასტურა კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა. „მას [გახარიას] მართლაც ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ კახი კალაძე ჩაეყენებინა საქმის კურსში და ეთქვა, რომ მას არ უნდა შეეტყო ეს ინფორმაცია [მერობის კანდიდატად დასახელება] ტელევიზიით“, - თქვა ლევან დოლიძემ და დაამატა, - „შეხვედრა იყო, ბუნებრივია, მაგრამ შეხვედრა იყო ისე, როგორც იქცევა ღირსეული ადამიანი, რომელიც თავის ყოფილ კოლეგას მოიხსენიებს... Читать дальше...

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრები გააკრიტიკა ავღანეთის კრიზისზე არასათანადო რეაგირებისთვის

Radiotavisupleba.ge 

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ, 1 სექტემბერს ევროკავშირის წევრები გააკრიტიკა ავღანეთის კრიზისზე არასათანადო რეაგირებისთვის და იმისთვის, რომ არ შეიფარეს მნიშვნელოვანი რაოდენობის ავღანელი ლტოლვილი. „ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები მიესალმნენ თავშესაფრის მაძიებელ ავღანელებს, მაგრამ ერთი წევრი ქვეყანაც კი არ გვინახავს, რომელიც იმავეს გააკეთებდა,“ თქვა სასოლიმ თავდაცვის მინისტრების ფორუმზე სლოვენიაში. დღეს გავრცელდა ცნობები, რომ დიდი რაოდენობით ავღანელებმა მიაშურეს ქვეყნის საზღვრებს მას შემდეგ... Читать дальше...

კახა კალაძე ადასტურებს გიორგი გახარიასთან შეხვედრას

Radiotavisupleba.ge 

კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის გამართული შეხვედრის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ეხმაურება. ის ადასტურებს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.  „შეხვედრა იყო, რამდენიმეჯერ იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან“, - თქვა კახა კალაძემ. Читать дальше...



„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შარლ მიშელის შეთანხმებაზე" ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო 

Radiotavisupleba.ge 

„შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მასზე ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო. „მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ჩვენ აქამდე ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფო რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარი მოსაზრებებსა და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას. ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა... Читать дальше...

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სია წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ. ლევან ჟორჟოლიანი ოთარ გრიგოლიაა თინათინ ნიბლოშვილი  გიორგი ჩაკვეტაძე ნიკო კახეთელიძე ნინო ვარდოსანიძეს  აკაკი ალადაშვილი გიორგი ახვლედიანი  (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) ნინო რუხაძე ლევან აბაშიძე გურამ ოქროპირიძე ანა კაკაბაძე ვლადიმერ ბოჟაძე ალექსანდრე ხუჯაძე მარიამ ზაქარიაშვილი ლევან დავითაშვილი (საკრებულოს თავმჯდომარის... Читать дальше...

ბერლინში გაიხსნა WHO-გერმანიის ცენტრი, რომელიც მსოფლიოში შესაძლო პანდემიურ საფრთხეებს გამოიკვლევს

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 1 სექტემბერს ბერლინში გახსნეს მსოფლიოში შესაძლო პანდემიური საფრთხეების ადრეული გაფრთხილების ახალი ცენტრი. WHO-სა და გერმანიის ერთობლივი ორგანიზაცია, „პანდემიური და ეპიდემიური ინფორმაციის შეგროვების ცენტრი“, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს დიდი მოცულობის მონაცემთა შესასწავლად. პრობლემების ამოსაცნობად ის შეაგროვებს ინფორმაციას ადამიანის დაავადებებისა და ქცევის ცვლილებების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და პოპულაციის ვარიაციაზე კლიმატური ცვლილებების გავლენის შესახებ. Читать дальше...

ჩვენ (არ) წავალთ მოსკოვში?

Radiotavisupleba.ge 

1990 წელს, როცა საქართველო საბჭოთა კავშირისგან თავის დახსნას ცდილობდა, აკაკი ბაქრაძემ გამოაქვეყნა სტატია „ჩვენ არ წავალთ მოსკოვში“, რომლის სათაურად ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერს გამოყენებული ჰქონდა პერიფრაზი ცნობილი გამოთქმისა: „ჩვენ არ წავალთ კანოსაში“. კანოსა პაპების რეზიდენციაა ალპებში, სადაც 1077 წელს გერმანიის მეფე ჰაინრიხ IV პატიების სათხოვნელად ეახლა რომის პაპ გრიგოლ VII-ს. 1872 წლის 14 მარტს კი გერმანიის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა გერმანელ ერს გამოუცხადა, „ჩვენ არ წავალთ კანოსაშიო“... Читать дальше...

კობახიძე: არჩევნები არ არის ოლიმპიადა რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დასახელებას გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. „არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო. მესამე ადგილისთვის არ იბრძვიან არჩევნებში. გახარიამ ეს გადაწყვიტა, რატომ გადაწყვიტა ამაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გახარიას გადაწყვეტილება ოპოზიციის ნაწილის კანდიდატს, ნიკა მელიას დაუკავშირა. „მელიასთვის... Читать дальше...

ლუკაშენკა: მინსკი მოსკოვისგან მიიღებს უახლეს შეიარაღებას

Radiotavisupleba.ge 

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ კრემლთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსს გადასცემს ათობით სამხედრო თვითმფრინავს, ვერტმფრენს, ასევე საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რომელთა შორის შეიძლება იყოს S-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. მისი სიტყვებით, შესაბამის განკარგულებას სამშაბათს მოეწერა ხელი. ლუკაშენკამ თქვა, რომ საქმე ეხება „ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობას“. ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა თქვა, რომ იმ შეიარაღების საბოლოო ჩამონათვალი, რომელსაც მოსკოვი მინსკს გადასცემს... Читать дальше...

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს გიორგი გახარია შეხვდა კახა კალაძეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის შეხვედრის შესახებ ილაპარაკა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებამდე, გიორგი გახარია შეხვდა კონკურენტს მმართველი პარტიიდან, კახა კალაძეს. „იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. Читать дальше...

გიორგი პაპავა - "მე წავიკითხე, როგორც ევროკავშირის განცხადებაში წერია"

Radiotavisupleba.ge 

ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე: "ხვალ ვიღაც საქართველოზე რომ ინფორმაციას მოიძიებს, ნახავს, რომ მან გარკვეული ვალდებულებები არ შეასრულა. 75 მილიონი არავის დააინტერესებს და ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვნად დაგვარტყამს სამომავლოდ".

პარტიამ „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარიამ, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა, მეტეხის ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა პროპორციული სია და მაჟორიტარი კანდიდატები. ლევან დოლიძე უდგას სიას სათავეში, საქართველოს ყოფილი ელჩი NATO-სთან, რომელიც ამჟამად პარტიის საგარეო მიმართულების მრჩეველია. ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სალომე კობალაძე გიორგი შარაშიძე დავით ფარცვანია თამარ ხვედელიანი ეკატერინე ვეფხვაძე მალხაზ მჭედლიშვილი საბა ჯიქიძე გიორგი... Читать дальше...

ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლო საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ყოფილმა წევრმა, რომელიც სასამართლო სისტემას საბჭოდან აკრიტიკებდა, ვადის ამოწურვის შემდეგ ორგანიზაცია დააფუძნა. ორგანიზაციას "საქართველოს სასამართლოს გუშაგი" ჰქვია. მისი დამფუძნებელები არიან: ნაზი ჯანეზაშვილი, ნათია კაპანაძე, რაისა ლიპარტელიანი და თამუნა ჩეჩელაშვილი. "სულ მალე ვიწყებთ ორი ახალი პროექტის განხორციელებას. დეტალებზე ჯერ არ ვისაუბრებ, მაგრამ ორივე მათგანი საკმაოდ საინტერესო და ინოვაციურია... ვიწყებ მჭიდრო თანამშრომლობას ევროპაში სასამართლო სფეროში ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციასთან... Читать дальше...


Музыкальные новости
Земфира

Сын Орбакайте и Преснякова посетил концерт Земфиры, закрыв себе дорогу в Россию





Персональные новости
Анфиса Чехова

Отец из Панамы, школьная любовь и любимая еда: Елена Борщёва раскрыла все тайны на шоу ТВ-3 «Вкусно с Анфисой Чеховой»





გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, მეტეხის ტაძართან მიმდინარე პრეზენტაციაზე პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი იქნება. „მე, ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში“, - თქვა გიორგი გახარიამ. გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი პარტია "ქართული ოცნება" 18 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციამდე დატოვა. Читать дальше...

გიორგი პაპავა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის შესახებ: შეთანხმება დაირღვა, მეორეხარისხოვანია, გვჭირდებოდა თუ არა სესხი

Radiotavisupleba.ge 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა საქართველოს მთავრობის უარს ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღებაზე ქვეყნისათვის წაგებიან ნაბიჯად აფასებს და ევროკავშირის მიერ გავრცელებული საპასუხო განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ მასში ნათლად წერია, რომ საქართველომ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ გიორგი პაპავამ განაცხადა, რომ გამოდის, რომ შეთანხმება საქართველოს მხარემ დაარღვია: „მე წავიკითხე ეს ისე, როგორც ევროკავშირის განცხადებაში წერია... Читать дальше...

უარი დახმარებაზე - უარი რეფორმებზე? - მწვავე გამოხმაურებები ევროპარლამენტარებისგან

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე საქართველოს მთავრობის უარი ევროპარლამენტარების და დიპლომატების ნაწილმა დასავლეთზე ორიენტირებული რეფორმების გატარებაზე უარის ნიშნადაც ჩათვალა. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა და ტვიტერზე დაწერა: „სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა მემორანდუმში ჩამოთვლილი პირობები მეორე ტრანშის მისაღებად (75 მილიონი ევრო), მათ შორის, სასამართლო რეფორმა და ა.შ. თქვენ არ შეგიძლიათ უარყოთ ის, რისი უფლებამოსილებაც თქვენ არ გეკუთვნოდათ”. Читать дальше...

ფანჯშირის ხეობაში ახალი შეტაკებები მოხდა თალიბანსა და მის მოწინააღმდეგე ძალებს შორის

Radiotavisupleba.ge 

იტყობინებიან, რომ ახალი შეტაკებები მოხდა თალიბანსა და მის მოწინააღმდეგე ძალებს შორის ფანჯშირის ხეობაში, რომელსაც თალიბები ჯერ ვერ აკონტროლებენ. ამასობაში ათასობით ადამიანი მიაწყდა ავღანეთის საზღვრებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ შეუძლებელი გახდა ქვეყნის დატოვება საჰაერო გზით. პაკისტანის ოფიციალური პირის თქმით, ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ტორხამის საკონტროლო პუნქტში, 1 სექტემბერს დიდი რაოდენობით ხალხი იცდიდა და ელოდა საზღვრის გახსნას. თვითმხილველთა თქმით, ათასობით ავღანელმა... Читать дальше...

ISFED: სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან 15 პირი გაათავისუფლეს, იყო მუქარის შემთხვევებიც

Radiotavisupleba.ge 

სამართლიანი არჩევნების კვლევით, საქართველოში გრძელდება სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება. ორგანიზაცია პირველ წინასაარჩევნო ანგარიშში, რომელიც დღეს, 1 სექტემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნავს, რომ იყო სავარაუდო მუქარის, ადმინისტრაციული რესურსისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებიც. კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 15 შემთხვევა გორი 4 აგვისტოს, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის... Читать дальше...

Kinds of Term Paper Writing Services

News.ge 

Term paper writing services offer a vast range of solutions to students and other people involved with writing and submitting term paper. They provide professional grade writing that is fresh and original. Writing term papers helps you in procuring better grades in college. This is the first step to pass your exams. It won’t only ...

Спорт в России и мире
Москва

Росгвардия обеспечила правопорядок во время футбольного матча «ЦСКА» - «Спартак» в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Опыт проведения Всероссийской акции «Вода России» представлен на межведомственном заседании в Ташкенте





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск не исключает попыток оппозиции оторвать часть территории Белоруссии в пользу НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Алла Пугачёва

Гитарист Пугачевой Левшин рассказал о проблемах со здоровьем у певицы



Москва

Врач Тяжельников назвал допустимую порцию шашлыка

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net