Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

Новости за 05.09.2021

ამირან გამყრელიძე: ვაქცინის პირველ დოზაზე ჯავშნებმა იკლო - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 სექტემბერს

Radiotavisupleba.ge 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში საქართველოში კვირას კორონავირუსის შედეგად კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 8,33%-ია, რაც წინა ორ კვირასთან შედარებით ნაკლებია. გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ კოვიდ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაციამ იკლო. „ქვეყანაში „ფაიზერის“ 700 ათასი თავისუფალი დოზაა, ყოველდღე მოსახლეობას ვეუბნები - დაჯავშნეთ. პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების. Читать дальше...

თბილისი-ვენის რეისის თვითმფრინავი, რომელიც თავდაპირველად თბილისში დააბრუნეს, ვენაში მშვიდობიანად დაეშვა

Radiotavisupleba.ge 

ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც 5 სექტემბერს ასრულებდა A9 681 - თბილისი-ვენის რეისს, მშვიდობიანად დაეშვა ვენის აეროპორტში საღამოს ათი საათისთვის. თვითმფრინავი, თავდაპირველად, აფრენიდან ორ საათში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ავარიულად დაჯდა. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განმარტებით, თვითმფრინავს აფრენის შემდეგ მალევე შეექმნა პრობლემები და ტექნიკური გაუმართაობის გამო, „პილოტმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ და საწვავის იძულებით დახარჯვის შემდეგ, დაეშვა თბილისის აეროპორტში. Читать дальше...

ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი მზადა პანჯშირში ბრძოლის დასრულება მოლაპარაკებით მოგვარდეს  

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის წინააღმდეგ ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ ის მიესალმება რელიგიურ სწავლულთა წინადადებას - მოლაპარაკების გზით ბრძოლის დასრულების შესახებ პანჯშირის ხეობაში - ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ მებრძოლ ბოლო  კუთხეში - მაშინ, როცა წინააღმდეგობის მოძრაობაც და თალიბანის მებრძოლებიც აცხადებდნენ იქ თავიანთი წარმატების შესახებ. აჰმად მასუდმა, ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერმა, ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე გააკეთა განცხადება, პანჯშირის ხეობაში მძიმე შეტაკებების შესახებ ცნობების ფონზე. Читать дальше...



აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის პირველი ღიად გეი წევრი და მისი ქმარი ბავშვების შვილად აყვანის მცდელობის შემდეგ, ორი ჩვილის მშობლები გახდნენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა, პიტ ბუტიჯიჩმა,  აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის პირველმა ღიად გეი წევრმა და მისმა ქმარმა, რომლებიც ბოლო ხანს ახალშობილი ბიჭისა და გოგონას მშობლები გახდნენ, თავიანთი შვილების დაბადება იზეიმეს და სოციალურ მედიაში თავიანთი ფოტო გამოაქვეყნეს ბავშვებთან ერთად. 39 წლის ბუტიჯიჩმა და მისმა ქმარმა, 32 წლის ჩეისენმა, გამოაქვეყნეს ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ისინი მშობლები გახდნენ ბავშვების შვილად აყვანის მცდელობის შემდეგ. შავ-თეთრ ფოტოზე, რომელიც 4 სექტემბერს გამოქვეყნდა, ჩანან ბუტიჯიჩები... Читать дальше...

„დიდი ოცეულის“ ჯანდაცვის მინისტრები კოვიდ-19-ის მართვის სტრატეგიებს განიხილავენ რომის შეხვედრაზე

Radiotavisupleba.ge 

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა 5 სექტემბერს იმართება რომში, სადაც, მსოფლიო ძალისხმევის ჩარჩოებში, განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად. „დიდი ოცეულის“ ორდღიანი შეხვედრა ეძღვნება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მიმდინარე ძალისხმევებს და ასევე, სტრატეგიებს მომავალ პანდემიებთან გასამკლავებლად. შეხვედრის მიზანია "თანამშრომლობის, სოლიდარობის და სამართლიანობის ძლიერი გზავნილი იმის მყარი რწმენით, რომ არავინ უნდა დარჩეს დავიწყებული",- განაცხადეს შეხვედრის ორგანიზატორებმა რომში... Читать дальше...

თბილისის აეროპორტში ავარიულად დაჯდა „აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი

Radiotavisupleba.ge 

„აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს თბილისიდან ვენის მიმართულებით  ასრულებდა, აფრენიდან ორ საათში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა ავარიულად. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განმარტებით, თვითმფრინავს აფრენის შემდეგ მალევე შეექმნა პრობლემები. „არ დაიხურა შასი. ეს ტექნიკური გაუმართაობაა. აფრინდა, მაგრამ შასი -ბორბლები არ შევიდა ხომალდის კორპუსში. შესაბამისად, პილოტმა, რადგანაც ჩვენთვის უზენაესია მგზავრთა უსაფრთხოება, მიიღო გადაწყვეტილება დაეხარჯა 6 ტონა საწვავი და დამჯდარიყო უკან... Читать дальше...

რომის პაპი "ბევრ ქვეყანას" მოუწოდებს, მიიღონ ავღანელი ლტოლვილები, რომლებიც თალიბანის მმართველობას გაურბიან

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპმა, ფრანცისკემ, მოუწოდა ქვეყნებს, მიიღონ ლტოლვილები ავღანეთიდან, სადაც თალიბანის  დაჯგუფებამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის დაცემის შემდეგ ქაბულში. რომის პაპმა, რომელიც აშკარად თალიბანის მიერ გოგონებისთვის განათლების მიცემის შეზღუდვას  გულისხმობდა, ასევე განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, "ახალგაზრდა ავღანელები მიიღებენ განათლებას, რომელიც აუცილებელია ადამიანის განვითარებისთვის." "ამ არეულობის ჟამს, როცა ავღანელები თავშესაფარს ეძებენ, მე ვლოცულობ მათზე, რომლებიც მათ შორის ყველაზე დაუცველები არიან"... Читать дальше...

რუსეთმა აუკრძალა Yandex– სა და Google–ს ძებნის შედეგებში გამოიტანოს „გონივრული ხმისმიცემა“

Radiotavisupleba.ge 

„გონივრული ხმისმიცემა“ ასე ჰქვია პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიცონერი პოლიტიკისის, ალექსეი ნავალნის გუნდის მიერ შემუშავებულ წინასაარჩევნო სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს ხმის მიცემას ალტერნატიული კანდიდატისთვის. ამ სტრატეგიით მაღალია ალბათობა, რომ ოპოზიციის კანდიდატი დაამარცხებს კანდიდატს მმართველი პარტიიდან. რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ინფორმაციით, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო სტავროპოლის მატყლის მწარმოებელი კომბინატის სარჩელის პასუხად. ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი ივან ჟდანოვი მიიჩნევს... Читать дальше...



ავღანეთის ოპოზიციის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მძაფრი ბრძოლებია, თალიბანიც და წინააღმდეგობის მოძრაობაც წარმატებაზე იტყობინებიან

Radiotavisupleba.ge 

მძიმე შეტაკებები გრძელდება ფანჯშირის ხეობაში, უკანასკნელ რეგიონში, რომელიც თალიბანის კონტროლის წინააღმდეგ იბრძვის ავღანეთში მაშინ, როცა მოწინააღმდეგეებიც თავიანთ სამხედრო წარმატებაზე იტყობინებიან და თალიბებიც. ბრძოლების დაწყებამდე შეერთებული შტატების გენერალმა, მარკ მილიმ, შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, განაცხადა "უფრო ფართო სამოქალაქო ომის" შესახებ ავღანეთში, მან ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, მოახერხებდა თუ არა თალიბანი ძალების კონსოლიდაციას მაშინ, როცა ის ბრძოლიდან ქვეყნის მართვაზე უნდა გადავიდეს. Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: „ბატონი ბიძინა ჩუმად, აფიშირების გარეშე აძლიერებს ქვეყანას“

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ნაშოვნი მილიარდები, 3 მილიარდი დოლარი, ჩამოიტანა საქართველოში და, მისივე თქმით, 20 წელია, ჩუმად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აძლიერებს სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას, სააკაშვილმა კი რუსეთის ჯარი დააბრუნა ქვეყანაში 2008 წელს და ომის შემდეგ, მთელი სტრატეგიული ობიექტები და აქტივები გადასცა რუსეთს. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანივშილის 2008 წლის სექტემბრის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებია გამოყენებული.

კოვიდისგან განიკურნა 111 წლის ლეონილა გვაჯავა

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ლეონილა გვაჯავას რესპუბლიკური საავადმყოფოდან 6 სექტემბერს გაწერენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებიდან მალევე შეიყვანეს. „ჩვენთან მკურნალობის კურსი თერაპიული მიმართულებით გაიარა, ამჟამად თავს ჯანმრთელად გრძნობს და ხვალ, 14:00 საათზე ვაპირებთ, რომ გავწეროთ. პაციენტი 1910 წელსაა დაბადებული. ის აბსოლუტურად ემორჩილებოდა ექიმების ყველა მითითებას. ძალიან მოტივირებული იყო... Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე: „ვართ საფრთხის წინაშე, დასავლეთმა ხელი ჩაიქნიოს ჩვენზე“

Radiotavisupleba.ge 

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ქუთაისის საკრებულოს ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას იმ საფრთხეზე ილაპარაკა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად: „თაობებმა დაღვარეს ამ ქვეყანაში სისხლი იმისათვის, რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში დამდგარიყო შეუქცევადად ევროატლანტიკურ გზაზე და ამ ხალხს, რომელიც ჩაბღაუჭებულია ხელისუფლებას და ფულს, უნდა, რომ ამაზე უარი თქვას. ბუნებრივია, რომ თუ დასავლურ კურსზე ამ ქვეყანაში რომელიმე მთავრობა ამბობს უარს... Читать дальше...

კახა კალაძემ იხუმრა სააკაშვილის განცხადებაზე

Radiotavisupleba.ge 

„ახლა მივდივარ, უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის შემდეგი შინაარსის ფეისბუკპოსტს: „ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“. კახა კალაძემ ჟურნალისტებსაც მიმართა თხოვნით: „მინდა, გთხოვოთ და მოგმართოთ თქვენც, რომ აუცილებლად პირდაპირ ეთერში აჩვენოთ, რომ ვნახო“.

სამცხე-ჯავახეთში გახარიას პარტიის წევრები კანდიდატურებს იხსნიან

Radiotavisupleba.ge 

ბოლო სამი დღის განმავლობაში, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, ერთიმეორის მიყოლებით კანდიდატურები მოიხსნეს. პარტიის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ამბობს, რომ მიზეზი ზეწოლაა. ლევან თათოშვილის თქმით, ზეწოლა განხორციელდა ახალქალაქის სამ, ადიგენის - ორ და ასპინძისა და ბორჯომის თითო - თითო წევრზე. ზეწოლის და მუქარის შედეგად, რეგიონში დეპუტატობის კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ადიგენში, საკრებულოს სიის მეორე ნომერი გოდერძი კუბლაშვილი... Читать дальше...

მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაურის ინაუგურაცია გაიმართა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების ფონზე

Radiotavisupleba.ge 

მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის ახალი მამამთავრის ინაუგურაცია 5 სექტემბერს შედგა. მიტროპოლიტი იოანიკოს მეორე შვეულმფრენით მიიყვანეს მონასტერში პოლიციის დაცვის ქვეშ. პოლიციის სპეცრაზმს შეტაკება მოუვიდა საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებთან, რომელთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. გადაწყვეტილებამ, იოანიკოს მეორის მონტენეგროს მიტროპოლიტად კურთხევა მომხდარიყო მონტენეგროს ძველ დედაქალაქ ცეტინიეში, ისტორიულ მონასტერში, გააბრაზა მონტენეგროელები, რომლებიც თვლიან, რომ ეს შეურაცხყოფს პატარა ქვეყნის ხანგრძლივ... Читать дальше...

ირანის პრეზიდენტი: ირანი მზად არის განაახლოს ბირთვული მოლაპარაკება, მაგრამ არა დასავლეთის „ზეწოლის“ ქვეშ

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ, განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება მთავრობის დღის წესრიგშია, მაგრამ ის არ უნდა გაიმართოს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან „ზეწოლის“ ქვეშ. 4 სექტემბერს რაისიმ სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ მისი მთავრობა „მართავს შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებას“. საფრანგეთმა და გერმანიამ - ევროპის კავშირის წევრებმა, რომლებიც ბირთვული შეთანხმების მონაწილეები არიან, ირანს მოუწოდეს, ჩაერთოს მოლაპარაკებაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელიც მოჰყვა ირანში არჩევნებს ივნისში... Читать дальше...

ლანა გალდავა: „ღარიბაშვილს გზების სტატისტიკას უმალავენ“

Radiotavisupleba.ge 

„ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა მთავრობის მიერ დამტკიცებული გზების სტატისტიკას აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრს გაკეთებული განცხადების არაზუსტი ფორმულირებისკენ მიუთითებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის 1 595 კმ, ხოლო შიდა სახელმწიფოებრივი 5 372 კმ, ჯამში - 6 967 კმ - ასე გამოიყურება მთავრობის მიერ დამტკიცებული გზების სტატისტიკა. სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს მისი თანაშემწე უმალავს ამ ინფორმაციას და სწორედ ამიტომაც, 2 დღის წინ ამტკიცებდა, რომ 7 000 კმ გზის რეაბილიტაცია მოხდა "ქართული ოცნების" მმართველობის დროს... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: „გვაქვს ათასობით მარანი, 340 ღვინის კომპანია“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტორმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული თვალშისაცემად განვითარდა მევენახეობა და მეღვინეობა. „მევენახეობის მიმართულებით არავითარი ყურადღება არ ეთმობოდა ამ დარგის განვითარებას. ჩვენ რეალურად სტრატეგიული დარგის  დანიშნულება  მივეცით მევენახეობას და ზოგადად ვაზის კულტურის განვითარებას. რითაც ჩვენ, ქართველები ვამაყობთ, როგორც პირველი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, რომელსაც 8000-წლოვანი ისტორია აქვს. Читать дальше...

მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაურის ინაუგურაციისას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

პოლიციის სპეცრაზმსა და საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა შორის მონტენეგროში შეტაკება მოხდა. 5 სექტემბრის ინციდენტის დროს პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და ჰაერში ისროლა ცეტინიეში, ბალკანეთის ამ ქვეყნის ძველ დედაქალაქში. საპროტესტო აქციის ასეულობით მონაწილე ბოთლებსა და ქვებს ისროდა. მიტროპოლიტ იოანიკოს მეორის სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უზენაეს ლიდერად ოფიციალურმა დანიშვნამ მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის მოწინააღმდეგეთა მრისხანება გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ ეს არის დამოუკიდებლობისა და... Читать дальше...


Музыкальные новости
Виктор Тепляков

Депутат ЗСК Виктор Тепляков провёл совещание по поддержке нововведений в систему питания школьников





Персональные новости
Полина Гагарина

Полина Гагарина — про уход на пенсию и особые способности Сергея Лазарева





გიგი წერეთელი: „თერჯოლაში ხდება წინასაარჩევნო ზეწოლა და დევნა“

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მმართველ პარტიას ოპონენტების ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებს. „მას შემდეგ, რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან კოვზირიძემ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მასზე პოლიტიკური შტურმი ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ქალბატონ რუსუდან კოვზირიძესთან ე.წ. მრჩეველები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, თუმცა უარის შემდეგ მასზე უკვე პოლიტიკური დევნა დაიწყო. მისი შვებულებაში გასვლისა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ... Читать дальше...

ავღანეთში ოპოზიციასა და თალიბანს შორის ბრძოლებში ორივე მხარე წარმატებაზე იტყობინება

Radiotavisupleba.ge 

თალიბანიც და წინააღმდეგობის მოძრაობის მეომრებიც აღწევენ წარმატებას საომარ დაპირისპირებაში ავღანეთში. ფანჯშერის ხეობაში, ქაბულიდან ას კილომეტში. რეგიონი ერთადერთი ნაწილია ავღანეთისა, სადაც თალიბანის მოწინააღმდეგე ძალები გამაგრდნენ. თალიბანი აცხადებს, რომ მიუახლოვდა დედაქალაქ ბაზარაქს და მიაღწიეს წინსვლას ზოგიერთ არეალში. Tolo News-ი იტყობინება, რომ თალიბანმა ოთხი ნაწილი დაიკავა. თუმცა დამოუკიდებელი წყაროებს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. თალიბანის წყარომ Reuters-ს აცნობა, რომ მისმა მეომრებმა დაიკავეს არეალი, მაგრამ მოწინააღმდეგემ უარყო ცნობა. Читать дальше...

დავით კირკიტაძე: "ყველა რუსთაველი მიიღებს მიწას პირველ 100 დღეში და დაიკანონებს ავტოფარეხს"

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის მერობის კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ამომრჩეველს გააცნო „პირველი ასი დღის“ მოქმედების გეგმა, რომელიც, მის მერად არჩევის შემთხვევაში, ითვალისწინებს მოსახლეობისათვის ავტოფარეხების დაკანონებას და, სულადობის მიხედვით, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას. „პირველ ას დღეში ყველა რუსთაველს ვპირდები, რომ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, დავუკანონებთ ავტოფარეხებს. ასევე, რუსთავის გარშემო არსებული მიწის რესურსიდან, თითოეულ რუსთაველს სულადობის მიხედვით გადავცემთ... Читать дальше...

გათიშულია ტვ პირველის ცენტრალური სერვერი

Radiotavisupleba.ge 

5 სექტემბერს გამთენიისას "ტვ პირველის" ცენტრალური სერვერი გაითიშა, რის გამოც ეთერში ვერ გადის საინფორმაციო გამოშვება და პარალიზებულია მაუწყებლობა. "ტვ პირველის" ცენტრალური სერვერი 5 სექტემბერს 04:31 საათზე გაითიშა. როგორც "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, არსებობს კიბერთავდასხმის საფუძვლიანი ეჭვი, თუმცა, მისივე თქმით, საბოლოო დასკვნას ტელევიზიის კომპიუტერული ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტები გააკეთებენ. „დღეს გამთენიისას გაითიშა ჩვენი ცენტრალური სერვერი და ტელევიზიის მთლიანი ქსელი... Читать дальше...

გაერო წარმოადგენს მოხსენებას მინსკში თვითმფრინავის დაჯდომის შესახებ, რომელშიც პრატასევიჩი იმყოფებოდა

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს ანგარიშს მინსკში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაჯდომის და ბელარუსი ბლოგერის, რომან პრატასევიჩის, დაკავების შესახებ. ორგანიზაციის ექსპერტები მინსკში ჩავიდნენ იმ ვითარების გამოსაძიებლად, რომლის შემდეგაც მსოფლიო ავიაკომპანიების ალბათ უმეტესობამ შეწყვიტა ბელარუსის ტერიტორიის თავზე გადაფრენა. ევროკავშირმა აკრძალვა დააწესა ბელარუსის ავიაკომპანიების ევროპის კავშირის საჰაერო სივრცეში ფრენებზეც. გამოძიების საბოლოო შედეგები ნოემბერში გამოქვეყნდება. Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქვეყანა დავამშვიდეთ, დავასტაბილურეთ...“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, საქართველოში თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყო. „მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ ერთად ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავასტაბილურეთ და დავიწყეთ რეალური საქმის კეთება, რეალური და არა ფასადური და მხოლოდ ფრაგმენტული, ისიც ჩინოვნიკების კომფორტზე მორგებული პროექტების განხორციელება. ჩვენი ოპონენტები 24 საათის განმავლობაში აკრიტიკებენ ხელისუფლებას არა გაკეთებულ საქმეზე... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Открытый московский фестиваль конного искусства и спорта пройдет на ВДНХ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев оставил загадочное послание после победы в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«Метриум»: Заповедные земли





Путин в России и мире
Москва

Председатель Госдумы Володин: Путин спас Россию


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья отказался от должности и попросил защиты у Лукашенко. Он обвинил Варшаву в нечестной политике




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Желдорреммаш

Экзаменационный центр «Воронеж-НК» на базе Воронежского ТРЗ Желдорреммаш сертифицирует до 200 дефектоскопистов ежегодно.



Москва

Генсек ООН Гутерреш направит письмо Путину в связи с его инаугурацией

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net