123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

Новости за 23.09.2021

კობახიძე ადასტურებს, ე.წ. სუს-ის ფაილებში მასთან დაკავშირებული ეპიზოდის ნამდვილობას

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „იმედის" ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა ე.წ. სუს-ის ფაილების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ამ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში სამი თუ ოთხი ეპიზოდი მასაც უკავშირდება. „ის ფაქტები ბუნებაში არსებობდა. სამი წლისთავზე გამიჭირდება იმის თქმა, ეს სატელეფონო საუბარი იყო თუ სხვა ფორმატის, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოვლენები არსებობდა. საერთოდ არ ვიცი, რა წყაროთი შეიძლება ეს ინფორმაცია მოპოვებული იყოს, მაგრამ ეს ფაქტები მე მახსოვს", - თქვა კობახიძემ.  რამდენიმე დღის... Читать дальше...

რვა დღე არჩევნებამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 სექტემბერს

Radiotavisupleba.ge 

"სიტყვებსაც ვეღარ აკონტროლებს" - ევროკავშირის სესხისა და პრობლემების ჯაჭვის ამბავი როცა საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან უფრო მაღალპროცენტიანი სესხის მიღებაზე თანხმდება, ბევრს ევროკავშირის იაფ სესხზე ნათქვამი უარი გაახსენდა. ხელისუფლების არგუმენტები გაუგებარია როგორც პოლიტიკურ, ასევე საექსპერტო წრეებში. თუმცა სესხის საკითხზე მსჯელობა უკვე დიდი ხანია გასცდა წმინდა ფინანსურ თუ ეკონომიკურ ფარგლებს. დისკუსიებში თუ კომენტარებში, შინ თუ გარეთ, ეს თემა იმ პრობლემებისა თუ მსუბუქი დაძაბულობის ნაწილად განიხილება... Читать дальше...

ბერულავა და საფინა პეკინის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ

Radiotavisupleba.ge 

ფიგურულ სრიალში ქართული წყვილი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მიუახლოვდა. კარინა საფინასა და ს დუეტმა, გერმანიის ქალაქ ობერსდორფში მიმდინარე საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირზე, მოკლე პროგრამაში 66,46 ქულა მოაგროვა, რაც თექვსმეტ სპორტულ წყვილს შორის საუკეთესო შედეგი იყო. თავისუფალი პროგრამა 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ობერსდორფის ტურნირზე, პეკინი-2022-ის საგზურს სამი საუკეთესო წყვილი მოიპოვებს.



ანგელა მერკელის მემკვიდრეობა მსოფლიოსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის“ 

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისადმი ნდობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალი იყო გერმანიის ლიდერის პოსტზე მისი ყოფნის მთელი 16 წლის განმავლობაში.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ

Radiotavisupleba.ge 

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები 23 სექტემბერს ცხინვალში ჩავიდნენ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და ანიკა სედერმა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოქტომბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს. ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სამი საკითხის გადაჭრა მოითხოვა, საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად. Читать дальше...

ცოცხლებშიც და გარდაცვლილებშიც - აქ დაკარგულებს გაიხსენებენ 

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, თამარაშვილის ხეივანში  გაიხსნა მემორიალი, რომელიც 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება. ნუკრი დოლიაშვლი 27 წლის იყო, როდესაც გაგრაში დაიღუპა. სადაა მისი საფლავი არავინ იცის.   „დღემდე ველოდები მის ნეშტს, იქნებ, როგორმე იპოვონ და გადმოასვენონ. ეს მემორიალი ჩემთვის ძალიან დიდი ნუგეშია, მოვალ, ცივ ქვას ხელს გადავუსვამ და ვეტყვი, შვილო, მე შენთან ვარ“, - ამბობს ნუკრის დედა თამარ დორეული. უგზო-უკვლოდ დაკარგულების... Читать дальше...

რა დაუჯდება სახელმწიფოს “ენკას” წასვლა, რომელსაც “კაბალურ პირობებზე” თავად გაურიგდა

Radiotavisupleba.ge 

ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია, “ენკა”  საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყევეტს და უარს ამბობს ჰესის აშენებაზე.

დმანისში ენმ-ის მხარდამჭერების დაჭრის საქმეზე დაკავებულ დავით დათუაშვილს ბრალი წარუდგინეს

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურამ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორი მხარდამჭერის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ დავით დათუაშვილს ბრალდება წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დავით დათუაშვილმა დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, მ.ო-ს და შ.ს.-ს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს. Читать дальше...



ნიკა მელია: ვერ ავუვლი გვერდს მოძალადეს, რომელიც ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეზე

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების შესახებ ილაპარაკა ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. „შიში ვერ იხსნის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მარცხისგან. „ქართული ოცნება“, როგორც რეჟიმი და როგორც მოძალადე ერთობა არის უკვე დამარცხებული. დიახ, საქართველოს თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის  წინააღმდეგ მოქნეული დანა, ნაჯახი, ხანჯალი და ა.შ. ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქისთვის, არის ჩემი ჭრილობა. მე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვთამაშობ... Читать дальше...

დავა ჭყონდიდის ეპარქიაში ქონებისთვის ბრძოლაში გადაიზარდა?

Radiotavisupleba.ge 

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის თვეების წინ დაწყებული დაპირისპირება სალხინოს მამათა მონასტერში ქონებისთვის დავაში გადაიზარდა და კიდევ უფრო დაიძაბა.

"სიტყვებსაც ვეღარ აკონტროლებს" - ევროკავშირის სესხისა და პრობლემების ჯაჭვის ამბავი

Radiotavisupleba.ge 

როცა საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან უფრო მაღალპროცენტიანი  სესხის მიღებაზე თანხმდება, ბევრს ევროკავშირის იაფ სესხზე ნათქვამი უარი გაახსენდა.

პრემიერი განსაკუთრებით მოუწოდებს „რადიკალური ოპოზიციას" თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებას ნიუ-იორკიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩანს, რომ ქვეყანაში ემოციები მატულობს. „მინდა მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან. ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს და ცხადყოფს... Читать дальше...

ანტონიუ გუტერეში: კლიმატის ცვლილება „რისკს ამრავლებს“ არასტაბილურ რეგიონებში

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში 23 სექტემბერს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კლიმატის ცვლილება „რისკს ამრავლებს“ არასტაბილურ რეგიონებში და უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ასეთ ზემოქმედებას ხელი შეუშალოს. მისი თქმით, ისეთ კლებად რესურსებზე დამოკიდებულება, როგორიც, მაგალითად, წყალია, აუარესებს კონფლიქტით წარმოქმნილ კრიზისს, მაგრამ უშიშრობის საბჭოს შეუძლია პრობლემის შემსუბუქებაში დახმარების გაწევა. „კლიმატურ ცვლილებასთან ადაპტირებამ და სამშვიდობო ძალისხმევამ შეიძლება და უნდა გააძლიერონ ერთმანეთი,“ თქვა გუტერეშმა უშიშროების საბჭოში... Читать дальше...

ვინ გაშალა კახეთში „თვალუწვდენელი სუფრა“ და დაირღვა თუ არა დადგენილი წესები

Radiotavisupleba.ge 

14 სექტემბერს „ფეიბუკში“ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თვალუწვდნელი სუფრა და მის გარშემო მყოფი ათეულობით ადამიანი. აღწერის მიხედვით, სუფრა გაშლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე „ჯავახიშვილების მარანში“, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „გრატა“. რადიო თავისუფლება დაინტერესდა და ცდილობდა გაერკვია, როგორ ჩაატარა კომპანიამ „ღონისძიება“ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მაშინ, როცა ქვეყანაში 2020 წლის 10 სექტემბრიდან იზღუდება 10 ადამიანზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის... Читать дальше...

ზაგრების გრან პრიზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვა

Radiotavisupleba.ge 

24-26 სექტემბერს, ზაგრები ძიუდოში საერთაშორისო ტურნირს - გრან პრის უმასპინძლებს. ოლიმპიური თამაშების შემდეგ გასამართ პირველ პრესტიჟულ შეჯიბრებაში, ოცდათხუთმეტი ქვეყნის ნაკრები ჩაებმება კონკურენციაში. საქართველოს სახელით ტატამიზე მხოლოდ ოთხი სპორტსმენი გავა - ორი გამოცდილი, ორიც დებიუტანტი. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი, რა თქმა უნდა, პირველ ნომრად იქნება განთესილი. ამავე წონაში იჭიდავებს ზაურ დვალიშვილი, რომელსაც ამ რანგის შეჯიბრებაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. Читать дальше...

გიგა ბოკერია - "ჩვენი ამოცანა არ არის დამტკიცება, რომ გაყალბდა არჩევნები, ჩვენი ამოცანაა არჩევნებში გამარჯვება"

Radiotavisupleba.ge 

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციის ამოცანაა "იმ ტიპის მკაფიო შედეგის დაყენება, რომლის იგნორირებას ვეღარ შეძლებს ეს რეჟიმი ნებისმიერი არალეგიტიმური მეთოდითაც კი". ის თვლის, რომ "ეროვნული სუვერენიტეტის გადარჩენის საკითხია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება".

მელია: ყველამ დაინახა, განსაკუთრებით პარტნიორმა ელჩებმა, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის დატოვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ" წარმოაჩინა საკუთარი თავი საზოგადოების წინაშე.  „გარწმუნებთ, ყველამ კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მათი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებოდით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ადამიანებზე ყოველდღიურად ძალადობს. ამაზე ნათლად, ქართული ოცნება... Читать дальше...

WHO-მ დონორებს მოუწოდა, განაახლონ ავღანეთის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 23 სექტემბერს საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, განაახლოს ავღანეთის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება, რაც გასულ თვეში შეჩერდა ხელისულფებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ვითარება ჰუმანიტარული კრიზისისკენ მიდის, ბევრი საერთაშორისო დონორი თავს იკავებს ფულის მიცემას თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობისთვის, რომლის ზოგიერთი წევრი საერთაშორისო სანქციების სიაში შედის. „ქვეყნის ისედაც სუსტი ჯანდაცვის სისტემა დიდი ზეწოლის ქვეშაა,“... Читать дальше...

მე ნიკა მელიასავით არ მოვიქცეოდი: გიგა ბოკერია მელია-კობახიძის დაპირისპირებაზე

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტთან დაპირისპირება იმ ფორმებით, რომელსაც 23 სექტემბერს ადგილი ჰქონდა ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის. „მე ასე არ მოვიქცეოდი. მე არ ვარ მომხრე ასეთ რეჟიმთანაც კი ამ ტიპის ჟესტების, თუმცა ყველაფერი უნდა ჩავსვათ კონტექსტში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ქმედების შეფასებისას და დასძინა ისიც, რომ როცა მსხვერპლს ადანაშაულებენ... Читать дальше...


Музыкальные новости
Шапка

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)





Персональные новости
Владимир Потанин

Аддитивные технологии помогают "Норникелю" обрести импортонезависимость





მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს დედის გინება გამოსტყუა

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ მათი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს გინება "გამოსტყუა". მდინარაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ კობახიძემ თავის თავზე გამოსცადა "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია. "თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომელთან ერთადაც დილიდან საღამომდე შტაბში ერთად ვართ, რომლის გინებაც მე არ გამიგია, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყვანა ეს გაწონასწორებული ადამიანი... Читать дальше...

როგორ გადავარჩინოთ ბავშვები "მისტიკური სინდრომით" - საქართველოს ახალი პროტოკოლი აქვს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ასამდე ბავშვს კორონავირუსის გადატანის შემდეგ რამდენიმე კვირაში, პოსტ კოვიდური მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (MIS-C) დაუდგინდა. ეს არის კოვიდის შემდგომი გართულება, რომელსაც სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. დღეს ექიმები შემთხვევების მატებას ელოდებიან. რატომ ემართებათ ბავშვებს MIS-C, რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და რა შეიძლება გაკეთდეს ? - ამ და სხვა კითხვებს რადიო თავისუფლებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე პასუხობს. Читать дальше...

გიორგი ვაშაძე: ევროკავშირის ელჩებს ბოდიში მოვუხადე, რომ საქართველოში უსმენდნენ

Radiotavisupleba.ge 

მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს გავრცელებული ჩანაწერების გამო, სადაც ელჩებიც ფიგურირებენ, ბოდიში მოხადა. ეს იყო ელჩებთან შეხვედრის შემდეგ მისი კომენტარი. "ბოდიში მოვუხადე ევროკავშირის ყველა ელჩს იმისთვის, რაც ხდება საქართველოში - რომ მათ უსმენენ და უთვალთვალებენ. ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი და ნება. ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის საერთაშორისო დანაშაული", - თქვა ვაშაძემ. Читать дальше...

კობახიძე: საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელებიც დღეს ჩემგან მოისმინა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნებისა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა მისი ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი კობახიძე. „დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა ოთხ მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან „ნაციონალური მოძრაობის" გეგმა იდგა. ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს [23 სექტემბერს] ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს. სიმბოლურია... Читать дальше...

KazTransGas-ის ხელმძღვანელთან დაკავშირებული ყაზახური ფირმები მილიარდობით მოგებას ნახულობდნენ

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა არაპირდაპირი კავშირები ყაზახეთის გაზის კომპანია KazTransGas-ის ხელმძღვანელსა და იმ მზარდ კომპანიებს შორის, რომლებმაც დიდი მოგება ნახეს მთავრობასთან დაკავშირებული გარიგებებიდან. მათ შორისაა 20 წელზე გათვლილი, მრავალი მილიარდი დოლარის მოცულობის კონტრაქტი. საჯარო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ KazTransGas-ის თავმჯდომარე კაირატ შარიპბაევისა და სხვა მოქმედი თუ ყოფილი ოფიციალური პირების მიმართ არსებობს ეჭვები, რომ სახელმწიფო მათ მომგებიან პირობებს უქმნიდა. Читать дальше...

ქალი მექანიკოსი სატვირთოების სამყაროში

News.ge 

ამას წინათ ჰკითხეს – „ქალისთვის შესაფერისი საქმისკეთება როდის უნდა დაიწყო და “კლუჩების” ტრიალსთავი როდის უნდა დაანებოო?“ ჩემზე უკეთესი საქმის კეთებას თქვენ რომ დაიწყებთ, მერეო – ასე დიპლომატიურად გაისტუმრა, თვითონვერომ აღარ ახსოვს მერამდენე, მზრუნველობის მოტივსამოფარებული, არამკითხე მოამბე. სალომე “კლუჩებს“  უკვე ერთი თვეა ატრიალებს და თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაო წარმატებით. ჯერ სულ ორი დღის შედგმული აქვს „თეგეტა თრაქ ...

Спорт в России и мире
Москва

Сотрудники Росгвардии приняли участие в чемпионате Центрального округа по боксу.


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Соперница Арины Соболенко разрыдалась на плече белоруски


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Дружба» подвело итоги деятельности в сфере экологической безопасности





Путин в России и мире
Москва

Путин 22 апреля проведет в Москве переговоры с президентом Азербайджана Алиевым


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

В Москве арестован на пять суток историк-публицист Сергеев за пост памяти Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фрэнк Синатра

Мартин Скорсезе планирует снять фильмы про Иисуса и Фрэнка Синатру



Москва

Синоптики предупредили москвичей о порывах ветра и небольших осадках 20 апреля

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net