Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

Новости за 10.09.2021

ოთხი ტელეარხი ერთობლივ დებატებს სთავაზობს კალაძეს, მელიას და გახარიას

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანიები „ფორმულა", „მთავარი არხი", „ტვ პირველი" და „კავკასია" საჯაროდ იწვევენ დებატებზე თბილისის მერობის სამ კანდიდატს, რომლებიც, მათი განცხადებით, ბოლო გამოკვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ. ეს კანდიდატები არიან: კახა კალაძე („ქართული ოცნება"), ნიკა მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციის ნაწილი) და გიორგი გახარია („საქართველოსთვის"). სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები გაიმართება ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, 22:00 საათზე.... Читать дальше...

Washington Post-ი: აშშ-მა ამ ქვეყანაში ევაკუირებული 44 ავღანელი შესაძლო საფრთხედ შეაფასა

Radiotavisupleba.ge 

Washington Post-ი იტყობინება, რომ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS), ეროვნული უშიშროებისთვის შესაძლო საფრთხედ მიიჩნია ოთხ ათეულზე მეტი ავღანელი, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩაიყვანეს მასობრივი ევაკუაციის შედეგად. მათი გამოვლენა მოხდა ათეულ ათასობით ავღანელის წარსულის შემოწმების შედეგად. სულ აშშ-ში ამჟამად 60 ათასი ავღანელია, რომლებიც 17 აგვისტოს ჩაიყვანეს. მათგან 44 სახიფათოდ ჩათვალეს, იტყობინება გამოცემა DHS-ის დოკუმენტზე დაყრდნობით. Washington Post-ის ცნობით, 13 ავღანელი დაკავებულია... Читать дальше...

აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს 10 სექტემბერს, სადაც რუსეთის სააგენტოს თანახმად, მან 20 წუთი დაჰყო. ელჩმა პრესას კომენტარი არ მისცა სამინისტროში ყოფნის გამო. ცნობით, სალივანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს და გადასცა შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში ჩარევის კატეგორიული დაუშვებლობის შესახებ. სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება, რომ რუსეთის მხარის თანახმად, მოსკოვის აქვს უდავო „მტკიცებულება აშშ-ის... Читать дальше...



Pussy Riot-ის წევრს მოსკოვის სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯა

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის პრიობრაჟენსკის სასამართლომ აქტივისტ მარია ალიოხინას მიუსაჯა თავისუფლების შეზღუდვა ერთი წლით ე. წ. სანიტარული საქმის გამო. ბრალდება ორ წელიწადს ითხოვდა. Pussy Riot-ის წევრი დამნაშავედ ცნეს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში მისი პოსტის გამო, სადაც მოუწოდებდა ხალხს, გასულიყვნენ 23 იანვრის აქციაზე. ბრალდება ამტკიცებს, რომ ალიოხინას მოწოდებამ კორონავირუსით მასობრივი დაავადების საფრთხე შექმნა. ალიოხინამ დანაშაული არ აღიარა. ის იყო „სანიტარულ საქმეში“ ერთ-ერთი ბოლო ბრალდებული, რომელსაც სასამართლომ სასჯელი განუსაზღვრა. Читать дальше...

ზაზა გაბუნია დანიშნეს საქართველოს ელჩად მექსიკაში

Radiotavisupleba.ge 

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა გაბუნია დაინიშნა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც ზაზა გაბუნიამ გვითხრა, უკვე ძალაში შევიდა მისი დანიშვნის განკარგულება. ის ოქტომბრის პირველ რიცხვებში გეგმავს მეხიკოში ჩასვლას.  კონსტიტუციის თანახმად, ელჩს მთავრობის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ელჩების დანიშვნის შესახებ შესაბამის განცხადებას საგარეო უწყება მოგვიანებით გაავრცელებს. ბოლო პერიოდში ზაზა გაბუნია... Читать дальше...

ბანკზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი: მშვიდად გამოიყურება, არაფერზე არ ღელავს

Radiotavisupleba.ge 

ყვარელში „საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს შალვა მელიქიშვილს თელავის დროებით დაკავების იზოლატორში მისი ინტერესების დამცველი ლეილა გარსევანიშვილი შეხვდა. ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დაკავებულის მოთხოვნით, ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე ვერ ილაპარაკებს. „ის ძალიან მშვიდად გამოიყურება და არაფერზე არ ღელავს. მითხრა, მოტივის შესახებ ინფორმაცია არ გათქვაო", - განაცხადა ადვოკატმა და დაამატა, რომ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად ხვალ, 11 სექტემბერს, წარედგინება. „საქართველოს... Читать дальше...



გორის მერიის შიდა აუდიტის დასკვნით, სამსახურებში არაკვალიფიციური კადრებიც მუშაობენ

Radiotavisupleba.ge 

აუდიტმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები და ა(ა)იპ-ები შეამოწმა, რის საფუძველზეც დადო დასკვნა, რომ შემოწმებულ სამსახურებსა და სააგენტოებში თანამშრომლები გეგმის გარეშე მუშაობენ და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ანგარიშები არ არსებობს. ამავე დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ კვალიფიციური თანამშრომლების დეფიციტია და სამსახურებს აძლევენ რეკომენდაციას, ვაკანსიების გამოცხადების დროს შეიმუშაონ საკვალიფიკაციო მოთხოვნები და თანამშრომლები ამ მოთხოვნების საფუძველზე შეარჩიონ. შიდა აუდიტის ანგარიშში საუბარია ასევე კადრების დუბლირებაზე... Читать дальше...

ცხინვალში სწავლის დაწყებიდან ოთხ დღეში რამდენიმე კლასი კარანტინის რეჟიმზე გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოვლენის შემდეგ ორ საშუალო სკოლაში ორი კლასი დახურეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ხოლო ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება მთლიანად კარანტინის რეჟიმში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეს"-ი ავრცელებს. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული სამსახური აკვირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. „ამჟამად, ორი კლასი ცხინვალის მეორე სკოლაში და ერთი კლასი მეთორმეტე სკოლაში დახურულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში... Читать дальше...

ჰერმან საბო: ჩვენი ამომრჩეველი არჩევნებში ხმას ხვალინდელი ქათმის პრინციპით მისცემს

Radiotavisupleba.ge 

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „გირჩის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი თბილისის საკრებულოში ჰერმან საბო რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ განმარტავს, რომ პარტია არჩევნებს უყურებს როგორც რეფერენდუმს, თუმცა აქცენტი სხვა რამეზე აქვს გადატანილი. მისი თქმით, „გირჩი“ ნებისმიერ ახალ არჩევნებს განიხილავს, როგორც ფანჯარას თავისი იდეების გავრცელებისთვის და თავისი, იდეაზე დაფუძნებული ელექტორატის გაზრდისთვის, რასაც დრო სჭირდება. „ჩვენ მთელ ამ პროცესს პოლიტიკური შექმნის დღიდან დღემდე და მომავალშიც ვუყურებთ... Читать дальше...

ჰერმან საბო - "ყველა არჩევნები ლატარიასავით არის, სადაც შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამე მოიგოთ"

Radiotavisupleba.ge 

"პოლიტიკოსს არ უნდა არჩევდეთ იმის მიხედვით, რამდენად სუფთაა მისი შარდი, არამედ იმის მიხედვით რამდენად სუფთაა მისი სინდისი, მისი ქმედება და მისი წარსული", - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის ინიციატივას ჰერმან საბო, "გირჩის" თბილისის პარტიული სიის პირველი ნომერი.

ყვარელში, ბანკის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულმა კერძო ადვოკატი აიყვანა

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე დაკავებულის ოჯახმა კერძო ადვოკატი აიყვანა. 49 წლის შალვა მელიქიშვილის ინტერესებს ლეილა გარსევანიშვილი დაიცავს. ცოტა ხნის წინ ადვოკატი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მივიდა. „დღეს პირველად უნდა შევხვდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, შესაბამისად, არ ვიცი მისი პოზიცია. ბრალის წარდგენა ალბათ ხვალ მოხდება და საქმის მასალებიც ხვალ გადმომეცემა. როგორც ვიცი, ბრალდების მხარე მტკიცებულებებს აგროვებს", - განაცხადა ადვოკატმა ლეილა გარსევანიშვილმა. Читать дальше...

დანიაში 10 სექტემბრიდან მთლიანად გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა

Radiotavisupleba.ge 

დანიაში სრულიად გაუქმდა შეზღუდვები, რომლებიც დაწესებული იყო კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამიერიდან ყოველგვარ მასობრივ თავყრილობაზე დასწრება შესაძლებელია „ვაქცინაციის ცნობის“ გარეშე. თვის დასაწყისიდან აღდგა ღამის ცხოვრება წელიწადნახევრიანი შეზღუდვების შემდეგ, როცა ხალხს სთხოვდნენ ე.წ. კორონას პასპორტებს. ახლა ბარებში, დისკოთეკებში, ფიტნესცენტრებსა და სხვა დასასვენებელ არეალებში შესვლა თავისუფალია. შეზღუდვების მოხსნა უკავშირდება კორონავირუსის ვაქცინაციის მაღალ დონეს. დანიაში სრულად... Читать дальше...

მშვიდობით, ბებელ: საფრანგეთი ჟან-პოლ ბელმონდოს გამოეთხოვა

Radiotavisupleba.ge 

ფრანგული კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახე, ჟან-პოლ ბელმონდო პარიზში დაკრძალეს ერთი დღეში მას მერე, რაც ათასობით თაყვანისმცემელი გამოეთხოვა. ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ამ კვირაში. 10 სექტემბერს დაკრძალვის ცერემონია შედგა სენ-ჟერმენ-დე პრეს ეკლესიაში, სადაც შეიკრიბნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, მათ შორის 85 წლის ალენ დელონი, რომელიც, ბელმონდოს მსგავსად, 1960-1970-იანი წლების ფრანგული კინოს სახე იყო. 9 სექტემბერს ბელმონდოს კუბო, რომელზეც საფრანგეთის დროშა იყო გადაფარებული, ოფიციალური პატივისცემის ნიშნად... Читать дальше...

თქვენს ტელეფონში შეძრომა ასე მარტივი არასოდეს ყოფილა

Radiotavisupleba.ge 

მაგრად გაწუხებს ერთი ტიპი, და ამ დროს ხელში ჩაგივარდება იარაღი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია, მასზე თითქმის ყველაფერი გაიგო - რას წერს, რას ლაპარაკობს, რას გუგლავს, ვის ხვდება, ვის რას უმალავს… ხომ წარმოგიდგენია, მისი თავიდან მოშორება როგორი იოლი ხდება?


Музыкальные новости
Валерий Гергиев

Валерий Гергиев — о судьбе театров после объединения Мариинки и Большого





Персональные новости
Владимир Путин

Тема дня: Путин назвал сохранение духовных ценностей условием укрепления суверенитета





ფატი ბარჯაძე - "ადამიანებს უნდათ, კონკრეტულად დღეს რაც აწუხებთ, იმ პრობლემების გადაჭრა"

Radiotavisupleba.ge 

"ჩვენი კონცენტრაცია მთლიანად არის მიმართული თვითმმართველობის არჩევნებზე", - აცხადებს ფატი ბარჯაძე, პარტია "მოქალაქეების" მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონში და თბილისის სიის პირველი ნომერი - "უნდა მოვუსმინოთ ჩვენს მოქალაქეებს და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ და არა ჩვენით - რა მიგვაჩნია სწორად".

ოროზმანის აღმოჩენა

Radiotavisupleba.ge 

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან ჰომინიდების (პირველყოფილი ადამიანების) გავრცელების ახალი კერა გამოვლინდა. წინასწარი ვარაუდით, აღმოჩენა 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება. ეს დროის იგივე პერიოდია, რომელსაც დმანისის უფრო ადრინდელი „გმირები“ ზეზვა და მზია მიეკუთვნებიან. ჰომო ერექტუსი ადამიანის ერთ-ერთი წინაპარია. ის უკვე ორ ფეხზე დგას, სიმაღლეში დაახლოებით 130 სანტიმეტრს აღწევს, ტვინი პატარა აქვს, სავარაუდოდ ვერ ლაპარაკობს და არც ცეცხლის დანთება შეუძლია, მაგრამ იცის პრიმიტიული იარაღების დამზადება და გამოყენება. Читать дальше...

რუსეთი და ბელარუსი იწყებენ მასშტაბურ სამხედრო მანევრებს, „დასავლეთი 2021“-ს, დასავლეთთთან დაძაბულობის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთსა და ბელარუსმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა ნატოს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან. ბელარუსი და რუსეთი აპირებენ სამხედრო კავშირების გაღრმავებას დასავლეთთთან არსებული დაძაბულობის ფონზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მანევრები, რომელიც დაიწყო 10 სექტემბერს, ტარდება ბელარუსის და დასავლეთ რუსეთის ტერიტორიებზე და ბალტიის ზღვაზე. რუსეთის მონაცემებით, წელს, წვრთნა, რომლის მსგავსი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, მოიცავს 200 ათას სამხედროს, 80 თვითმფრინავს, 290 ტანკს... Читать дальше...

ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ არსებობდა დანაშაულის კვლავ ჩადენის, მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. პროკურორმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ბრალდებულმა გაანადგურა მტკიცებულებების ნაწილი, მაგალითად, იმ დანის, რომლითაც მურსაკულოვმა დანაშაული ჩაიდინა, გამოძიებამ მხოლოდ ტარი იპოვა, მისი პირი მან გადააგდო. Читать дальше...

იფ, რა გემრიელია! - როგორ ვჭამთ ყოველ კვირა ერთ პლასტიკურ ბარათს 

Radiotavisupleba.ge 

როდესაც ცელოფანში შეფუთულ საკვებს ვყიდულობთ, ან სახლში ქაღალდის პარკით ახალშეძენილი პერანგი მიგვაქვს, გვგონია, ამ ყველაფრიდან  არაორგანული მხოლოდ შესაფუთი ცელოფანია. სინამდვილეში  ჩვენ პლასტმასას ვიცვამთ, ვსვამთ და ვჭამთ კიდეც - პირდაპირი და არა გადატანით მნიშვნელობით.  საკვები, რომელსაც მივირთმევთ მიკროპლასტმასით არის გაჯერებული. მიკლოპლასტმასა პლასტმასას ძალიან მცირე ნაწილაკია, დაახლოებით 5 მილიმეტრამდე ზომის. „პლასტმასის ატლასში“, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და მოძრაობა „დაიხსენი თავი პლასტმასისგან“ მოამზადეს ნათქვამია... Читать дальше...

გაერო გმობს თალიბანის სულ უფრო სასტიკ რეაქციას საპროტესტო გამოსვლების მიმართ

Radiotavisupleba.ge 

გაერომ დაგმო ავღანეთში მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მიმართ თალიბანის სულ უფრო აგრესიული რეაქცია და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დიალოგი იქონიოს ავღანეთის ახალ მთავრობასთან, რადგან ომით განადგურებული ქვეყანა „ეკონომიკურ კოლაფსს“ უახლოვდება. 10 სექტემბერს გაეროს ადამიანის უფლებების სამმართველოს პრესმდივანმა განაცხადა, რომ მიღებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა მეომრებმა საბრძოლო ტყვიები და მათრახები გამოიყენეს დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ, რომლებიც გამოვიდნენ თალიბების მეთაურობით მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Чемпион СССР по футболу Аркадий Николаев умер в 87 лет в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Хромачёва и Бабош выиграли турнир WTA в Руане в парном разряде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Москвичам назвали пять мест, где можно полюбоваться цветущей сакурой





Путин в России и мире
Москва

Строители мостов и дорог удостоены государственных наград


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск не исключает попыток оппозиции оторвать часть территории Белоруссии в пользу НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Девушке сделали предложение на концерте Басты: "Бери кольцо"



Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net