Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

Новости за 21.09.2021

აშშ-მა პირველად შემოიღო სანქციები კრიპტოვალუტის გადასაცვლელი პლატფორმა SUEX-ის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა პირველად შემოიღო სანქციები კრიპტოვალუტის გადასაცვლელი პლატფორმა SUEX-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იტყობინება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიპტობირჟა რუსეთში არსებული ფილიალების გზით უკანონო ტრანსაქციების საშუალებას იძლეოდა კიბერთავდასხმების დროს. საამისოდ იყენებდნენ მინიმუმ რვა პროგრამა-გამომძალველს. აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, SUEX-ის ცნობილი ტრანსაქციების 40%-ზე მეტი უკანონო ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული. ასეთი კრიპტობირჟები ხელს უწყობს უკანონო... Читать дальше...

თბილისის მერობის კანდიდატები დებატებზე შეიკრიბნენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 სექტემბერს

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები პროტესტის ნიშნად დატოვა გაერთიანებული ოპოზიციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა „პირველი არხის" ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატები. „აქ მოვედი პირველ რიგში იმისათვის, რომ „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს პირადად ვუთხრა, რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისათვის... Читать дальше...

იგოეთთან ავარია მსხვერპლით დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალური ავტომაგისტრალის, იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთმანეთს მაგისტრალზე მოძრავი ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.



კალაძე: არავის არ უთქვამს რომ გიორგი გახარია ნარკომანია

Radiotavisupleba.ge 

პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას შეკითხვას უპასუხა ოპონენტმა „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, გახარიასთვის არავის დაუბრალებია, რომ ის წამალდამოკიდებულია. „დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები, ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები. შენ იზიარებ, კონკრეტულად კახა კალაძე იზიარებ ამას თუ არა?“ - მიმართა „პირველი არხის“ ეთერში მიმდინარე დებატებზე გახარიამ კალაძეს. კახა კალაძემ გიორგი გახარიას ასე მიმართა... Читать дальше...

ნავალნიმ ხელისუფლება არჩევნების "მოპარვაში" დაადანაშაულა

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ კრემლს ბრალი დასდო, რომ მან „დაშინებითა და რეპრესიებით“ მოიპარა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მმართველმა პარტია „ედინაია როსიამ“ შეინარჩუნა საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა კენჭისყრის გაყალბების თაობაზე ფართოდ გავრცელებული ბრალდებების ფონზე. 21 სექტემბერს ნავალნიმ ინსტაგრამში გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც ის „უზარმაზარ წარმატებას“ უწოდებს თავის ტაქტიკური კენჭისყრის სისტემას. მისი თქმით, ამ სისტემამ შეამცირა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პარტიის კანდიდატთა მხარდაჭერა... Читать дальше...

წყალქვეშა ხომალდების ხელშეკრულების საერთაშორისო უთანხმოებაში ევროკავშირმა საფრანგეთს დაუჭირა მხარი 

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთს, შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა და რომელზეც განიხილეს ავსტრალიის მიერ პარიზთან წყალქვეშა ხომალდების შესახებ 40 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებაზე უარის თქმა.

კახა კალაძე ნიკა მელიას შესახებ: გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატებიდან გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატის ნიკა მელიას პროტესტის ნიშნად წასვლა შეაფასა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ. „გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, ყოველდღიურად, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ისევ ის, რომ 2 ოქტომბერს... Читать дальше...

ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები პროტესტის ნიშნად დატოვა

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა „პირველი არხის" ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატები. „აქ მოვედი პირველ რიგში იმისათვის, რომ „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს პირადად ვუთხრა, რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა, რომ ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით. Читать дальше...



რუსეთის ბრალი მძიმდება ლიტვინენკოსა და სკრიპალების მოწამვლის საქმეებში  

Radiotavisupleba.ge 

კრემლის უკიდურესად გაღიზიანებული რეაქცია მოჰყვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობას სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, პოლონიუმით მოწამვლისთვის. კრემლის პრესმდივანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „უსაფუძვლო“ და დასძინა, რომ რუსეთი არ არის მზად მის შესასრულებლად. სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის პარალელურად, 21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიციამ უკვე მესამე... Читать дальше...

ცესკო მედიას აკვირდება - რას ნიშნავს ეს?

Radiotavisupleba.ge 

ცესკოს ახალი სტრუქტურის, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებით რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქმის მთელი ქართული მედია დეზინფორმაციის გავრცელებაზე მუშაობს.

რუსეთის თქმით, სკრიპალების საქმეში მესამე პირის შესახებ ლონდონის განცხადება "უსაფუძვლოა"

Radiotavisupleba.ge 

ლონდონის განცხადება, რომ რუსეთის მოქალაქე დენის სერგეევი კავშირშია გრუ-ს ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, არ არის ფაქტებით გამაგრებული, განაცხადა სამშაბათს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ფედერაციის საელჩომ. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, საელჩოში „სასაცილო“ უწოდეს ბრიტანული მხარის განცხადებას დიდ ბრიტანეთში „ვიღაც პირის“ შესვლისა და გამოსვლის შესახებ. საელჩოში აღნიშნეს, რომ „რუსეთის მხარე კვლავაც გახსნილია პროფესიონალური თანამშრომლობისთვის პროფილური უწყებების ხაზით... Читать дальше...

ერთი ლამპიონი 36 ოჯახზე - უშუქოდ დარჩენილი კორპუსი თბილისის ცენტრში 

Radiotavisupleba.ge 

40-მდე ოჯახი თბილისის ცენტრში 10 წელია შუქისა და გაზის გარეშე ცხოვრობს. 21 სკოლის მოსწავლე ორი წელია გაკვეთილებს ვერ ესწრება. ქსოვრელის N2ა-ში სოციალურად დაუცველები და დევნილები ცხოვრობენ. ოთხსათულიანი შენობა, რომელიც კიკვიძის ბაღთანაა ოჯახებისთვის ფაქტობრივად თავშესაფრად არის ქცეული. მობინადრეები კორპუსში 2011 წელს თვითნებურად შესახლდნენ, ნაგვის ბუდედ ქცეული ტერიტორია მეტ-ნაკლებად დაასუფთავეს და ზოგან კარ-ფანჯარაც ჩასვეს. გაიყვანეს წყალიც და კანალიზაციაც, თუმცა ნახევრად დანგრეული შენობა საცხოვრებლად დღემდე უვარგისია. Читать дальше...

Where to Get the Finest Research Paper Writers

News.ge 

It is not an easy job to find a thesis author who will write a research paper that matches your requirements. A research paper is one of the most difficult missions that students need to achieve. If you’re a undergraduate student, there are particular tips you need to follow to discover the appropriate writer who ...

ცხინვალში სკოლები და საბავშვო ბაღები საკარანტინო რეჟიმში გადაჰყავთ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო ყოველდღიურად იხურება სკოლების კლასები და საბავშვო ბაღების ჯგუფები. ამჟამად ქალაქის რამდენიმე სკოლაში 11 კლასია დახურული, ბაღებში კი ხუთი ჯგუფი. საკარანტინო რეჟიმი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ოსურ საინფორმაციო სააგენტოებს ცხინვალის ადმინისტრაციაში განუცხადეს. ადმინისტრაციის განათლების განყოფილების უფროსმა, ოლგა სიუკაევამ, თქვა, რომ პედაგოგების და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები გახდა კლასების და ჯგუფების კარანტინში გადაყვანის მიზეზი. Читать дальше...

ბაიდენი გაროს გენერალურ ასამბლეაზე: "ვიწყებთ შეუპოვარი დიპლომატიის ერას"

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიცვა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა გაეროში თავის პირველ გამოსვლაში და თქვა, რომ მისი მთავრობა ცდილობს დიპლომატიაზე იყოს ფოკუსირებული მსოფლიოში მრავალრიცხოვან გამოწვევებთან დაკავშირებით. „ჩვენ დავასრულეთ ავღანეთში 20-წლიანი კონფლიქტი და მას შემდეგ, რაც დავხურეთ შეუპოვარი ომის ერა, ვიწყებთ შეუპოვარი დიპლომატიის ერას,“ თქვა ბაიდენმა 21 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას. მან გაიმეორა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები „არ უნდა გამოიყენებოდეს პასუხად ყველა პრობლემაზე... Читать дальше...

ბაშირ "თბილისოვიჩი" - დეპუტატი, მეხანძრე, კარგი თბილისელი

Radiotavisupleba.ge 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აფრიკელი ქართველის რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს მონაწილეობის ცნობამ, კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ისედაც შეუწყნარებლობითა და ქსენოფობიით გაჯერებული ქართული საჯარო სივრცე. თბილისის მერობის შავკანიანი კანდიდატი, რომელიც 25 წელია საქართველოში ცხოვრობს, ღია აგრესიის და დაცინვის ობიექტი გახდა წარმომავლობის, ენის არასრულყოფილი ცოდნისა და კანის ფერის გამო. თბილისელთა ნაწილმა შეურაცხყოფად და მკრეხელობად მიიჩნია შავკანიანი მოქალაქის სურვილი იბრძოლოს საქართველოს დედაქალაქის მერობისთვის. Читать дальше...

NATO-ს სწავლებების პარალელურად რუსული წვრთნები მიმდინარეობს მათ შორის ცხინვალის რეგიონში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო წვრთნები, უკრაინაში NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო სწავლებების პარალელურად. ამის შესახებ როგორც ოსური ისე რუსული მედია იუწყება. დაახლოებით 10 ათასი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეა ჩართული წვრთნებში. მასში  ერთბაშად მიმდინარეობს როსტოვის რეგიონში, ჩეჩნეთში, ყირიმსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო-სასწავლო პოლიგონებზე, განაცხადეს ორშაბათს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში. „სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში... Читать дальше...

კობახიძე ივანიშვილის შესახებ: განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის შესახებ ილაპარაკა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილთან კომუნიკაცია ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდათ.  „იანვარში, ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა სრული დისტანცირება პოლიტიკისგან. როდესაც წინა შემთხვევაში, პოლიტიკიდან პირველად გასვლის შემთხვევაში მან გააკეთა თავისი პოლიტიკური განცხადება, მაშინ აღნიშნა, რომ კონსულტაციებით გუნდს დაეხმარებოდა. Читать дальше...

„ოცნება“ გამორიცხავს რუსთავში მისი წევრის მონაწილეობას ოპოზიციის მხარდამჭერზე თავდასხმაში

Radiotavisupleba.ge 

თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ნინო ლაცაბიძე კატეგორიულად გამორიცხავს მისი საარჩევნო შტაბის, ან მხარდამჭერების მონაწილეობას გაერთიანებულ ოპოზიციასთან მიმხრობილ ივანე გველესიანზე თავდასხმაში. ლაცაბიძემ თქვა, რომ ინციდენტის შესახებ გავრცელებული ცნობების გარდა სხვა ინფორმაცია არ აქვს. „ძალიან სამწუხარო ფაქტია, გამოძიება დაინტერესდება და ალბათ დაინტერესდა კიდეც. ჩვენც გვაინტერესებს მომხდარი ფაქტის მიზეზი”, -თქვა ლაცაბიძემ - „არ მესმის, რატომ უნდა ვიმართლო ამაზე თავი... Читать дальше...


Музыкальные новости
Владимир Высоцкий

Что Золотухин рассказывал про некрасивые тайны Таганки и почему Высоцкий его не простил





Персональные новости
Кубок

Псковские волейболисты стали призерами международного турнира «Кубок дружбы»





დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ეთანხმება ბანერების შეცვლას შეუთანხმებლად

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი შპს „ალმას“ პასუხობს და ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების აღდგენისკენ მოუწოდებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცენტრისთვის გაუგებარია შპს „ალმას“ განცხადება, თითქოს 3 ადგილას ბანერი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეთანხმებულად გამოიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიზანშეუწონლად მიიჩნევს ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების შეცვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ვადის გაგრძელების თაობაზე თავად ცენტრს არ მიუმართავს შპს „ალმასთვის“. Читать дальше...

კახაბერ ცისკარიძე - "მინდა გავხდე ბათუმის პირველი დამოუკიდებელი და აპოლიტიკური მერი!

Radiotavisupleba.ge 

"ქალაქს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი და ეს უნდა იყოს კულტურა და ხელოვნება", - აცხადებს კახაბერ ცისკარიძე, ბათუმის მერობის კანდიდატი, რომელმაც კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერები პირადად შეაგროვა და თვლის, რომ "ბათუმელებს მობეზრდათ პოლიტიკა და პოლიტიკოსები".

დაძაბული ვითარებაა სერბეთსა და კოსოვოს შორის მდებარე ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში

Radiotavisupleba.ge 

კვლავაც დაძაბული ვითარებაა სერბეთსა და კოსოვოს შორის მდებარე ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, სადაც კოსოვოელ სერბებს მეორე დღეა, გადაკეტილი აქვთ ტრანსპორტის მოძრაობა. კონფლიქტი წარმოიშვა მანქანების სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით, რაც ნაწილია სუვერენიტეტის თაობაზე უფრო ფართო მასშტაბის დაპირისპირებისა. გუშინ ასობით კოსოვოელი სერბი მივიდა მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანებით იარინიესა და ბრნიაკის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან და გააპროტესტა კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, დროებით მოხსნას მანქანებს სერბეთის სანომრე ნიშნები... Читать дальше...

კახაბერ ცისკარიძე: რამხელა პრობლემა აქვს პოლიტიკურ სფეროს, რომ არტისტი მეორედ ვიყრი კენჭს მერად!

Radiotavisupleba.ge 

საინიციატივო ჯგუფის მიერ ბათუმის მერობის კანდიდატად წარდგენილი მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ აღნიშნავს, რომ უნდა გახდეს ბათუმის პირველი დამოუკიდებელი და აპოლიტიკური მერი. გადაცემაში მან თქვა, რომ ბათუმის მერი ზოგადად პოლიტიკოსი არ უნდა იყოს და არც რომელიმე პარტიას უნდა წარმოადგენდეს. „იქ, სადაც ჩართულია პოლიტიკა და იქ, სადაც ჩართულია პარტია, უფრო პარტიული ინტერესებია. ეს არის დიდი პრობლემა იმიტომ, რომ არ სცალია არც მერს და არც მის პარტიას იმისთვის, რომ იმუშაოს ქალაქის კონცეპტზე... Читать дальше...

დმანისში ოპოზიციური კანდიდატის ორი მხარდამჭერი დაჭრეს

Radiotavisupleba.ge 

ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. გიორგი ტატუაშვილის თქმით, მის მომხრეებს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების" ადგილობრივი შტაბის წევრები და „სუსის აგენტები“. ტატუაშვილი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელებმა ცივი იარაღი გამოიყენეს და მისი საარჩევნო შტაბის ორი წევრი დაჭრეს. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В "Локомотиве" иронично отреагировали на ничью в матче ЦСКА со "Спартаком"


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко: я предпочитаю смотреть мужской теннис, а не женский


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24





Путин в России и мире
Москва

Транспортный коридор «Север-Юг» станет катализатором социального и экономического развития стран Евразии и глобального Юга


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: на территории Польши и Прибалтики готовят атаки на восток




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

«Посмотрите на этих губастых. Катастрофа!»: Александр Розенбаум против пластики в угоду моде



Москва

Герой России Игорь Юргин вернулся в Якутию

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net