Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

ბაშირ "თბილისოვიჩი" - დეპუტატი, მეხანძრე, კარგი თბილისელი

0
ბაშირ

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აფრიკელი ქართველის რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს მონაწილეობის ცნობამ, კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ისედაც შეუწყნარებლობითა და ქსენოფობიით გაჯერებული ქართული საჯარო სივრცე. თბილისის მერობის შავკანიანი კანდიდატი, რომელიც 25 წელია საქართველოში ცხოვრობს, ღია აგრესიის და დაცინვის ობიექტი გახდა წარმომავლობის, ენის არასრულყოფილი ცოდნისა და კანის ფერის გამო.

თბილისელთა ნაწილმა შეურაცხყოფად და მკრეხელობად მიიჩნია შავკანიანი მოქალაქის სურვილი იბრძოლოს საქართველოს დედაქალაქის მერობისთვის. არადა, თბილისის თვითმმართველობას ახსოვს შავკანიანი წევრი - ბაშირ შამბე, რომლის მიმართ თანაქალაქელების დამოკიდებულება სულ სხვაგვარი იყო.

საჩვენებელი თბილისელი

ნიგერიაში დაბადებული რიჩარდ ოგბუნუჯუ საქართველოში 1996 წლის ნაცვლად, 1988 წლამდე რომ ჩამოსულიყო, შესაძლებლობა ექნებოდა პირადად გაეცნო ბაშირ შამბე - ყოფილი მეხანძრე და თბილისის საქალაქო საბჭოს ყოფილი წევრი, რომელსაც საბჭოთა საქართველოს პრესა სიამაყით წარადგენდა როგორც „თბილისელ ზანგს.“

ბაშირ შამბეს შვილიშვილი, ალექსანდრე შამბეც ამბობს, რომ პაპამისს, რომელსაც მშობლების სახელებიც კი არ ახსოვდა, საქართველომ და თბილისმა გაუწიეს მშობლების მაგივრობა, ამიტომ მოსწონდა, როცა ნაცნობები და თანამშრომლები „ბაშირ თბილისოვიჩს“ უწოდებდნენ.

„ამ წარმოსადეგ კაცს თითქმის ყველა თბილისელი იცნობს“, - წერდა 1972 წლის ჟურნალ „დროშის“ სექტემბრის ნომერი, - „ხოლო თუ ვინმემ არ იცის და იკითხავს, ვინ არისო, უმალ უპასუხებენ: მეხანძრეა. გაბედული ვაჟკაცი. ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანი გადაურჩენია ხანძრიდან. ბაშირ შამბემ სახანძრო საქმეში გმირობისა და მამაცობის გამოჩენისათვის მთავრობის მაღალი ჯილდო - წითელი ვარსკვლავის ორდენი დაიმსახურა. ამას გარდა თავისი ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე ბაშირს მიღებული აქვს მრავალი მედალი, სიგელი, სამკერდე ნიშანი, ფულადი პრემია და ფასიანი საჩუქარი“.

როგორც ალექსანდრე შამბე ამბობს პაპის მონათხრობზე დაყრდნობით, ბაშირ შამბეს მშობლები ვიღაც მდიდარმა ირანელმა იყიდა და აფრიკიდან თეირანში ჩაიყვანა მონებად, 1916 წელს კი 12 წლის ბაშირი ქართველმა ოფიცერმა, სავარაუდოდ, გოგი ხიმშიაშვილმა თბილისში ჩამოიყვანა.

გოგი ხიმშიაშვილი რუსეთის იმპერიის არმიის ნიჟეგოროდის დრაგუნთა მე-17 პოლკის რიგებში იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტზე (იყო პორუჩიკი), 1916-1917 წლებში კი მონაწილეობდა გენერალ ბარათოვის ექსპედიციაში სპარსეთში; 1918-1921 წლებში მეთაურობდა საქართველოს სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონს, რომლის ერთ-ერთი ესკადრონის უფროსი იყო ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. პოლკოვნიკი გოგი ხიმშიაშვილი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ წევრი, 1923 წლის მაისში დააპატიმრეს და „სამხედრო ცენტრის“ სხვა წევრების მსგავსად დახვრიტეს ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

„ამ დღიდან ბაშირ შამბემ მთელი თავისი ცხოვრება თბილისს დაუკავშირა. საბჭოთა საქართველო აფრიკელი მონების შვილის - შამბესათვის ბედნიერებისა და თავისუფლების მომტანი სამშობლო გახდა“, - წერდა ჟურნალი„დროშა“.

„ეროვნებით ზანგი, ლენინელი და სამაგალითო მოქალაქე“

საბჭოთა მთავრობა პირველივე წლებიდან ხაზს უსვამდა თავისი ხელისუფლების ინტერნაციონალურ ხასიათს, რასაც პროპაგანდა წარმოაჩენდა დასავლური, განსაკუთრებით კი ამერიკული რასიზმის ფონზე. საბჭოთა კავშირში ცოტა შავკანიანი ცხოვრობდა, მაგრამ ვინც ცხოვრობდა, თითქმის ყველა მათგანი, როგორც საბჭოთა ინტერნაციონალიზმის სიმბოლო, ხშირად ჩნდებოდა პრესის ფურცლებზე. ცხადია, გამონაკლისი არც ბაშირ შამბე იყო.

1932 წლის 17 იანვრის გაზეთ „კომუნისტში“ (N15) გამოქვეყნდა რეპორტაჟი საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის XIV კონფერენციაზე გამართული კამათიდან, რომელშიც, სხვებთან ერთად, სიტყვით გამოსულა ორატორი შამბე ბაშირ.

„როცა თავმჯდომარემ ორატორის ვინაობა დაასახელა, დარბაზმა ჩვეულებრივად ორი სიტყვა გაიგონა - შამბე ბაშირ, მაგრამ ჩვეულებრივი ამაში ის იყო, რომ ორატორის ვინაობა ორი სიტყვით გამოიხატა - შამბე ბაშირ, ხოლო არავინ იცოდა, რომელი ნიშნავდა სახელს და რომელი - გვარს“, - წერდა გაზეთი, - „ტრიბუნასთან მივიდა ჩასკვნილი, მხარბეჭგანიერი ვაჟკაცი, მაყვალივით შავი, ხუჭუჭა თმით და დაიწყო სიტყვა. ორატორი გვარად შამბე და სახელად ბაშირ ეროვნებით ზანგია, შორეულ აფრიკის კოლონიებიდან გადმოსახლებული. თითქმის 16 წელიწადია ის საქართველოში სცხოვრობს. ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამოვიდა აქ. შამბე ბაშირმა საქართველოს ყველა მუშებთან და გლეხებთან ერთად გაიარა მენშევიკური ბატონობის მძიმე წლები, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და თავდადებული ბრძოლა სოციალისტური მშენებლობისათვის“.

როგორც საგაზეთო რეპორტაჟიდან ირკვევა, ბაშირ შამბე უკვე პარტიის წევრია და, მიუხედავად იმისა, რომ „დამტვრეული ენით“ ლაპარაკობს, განვითარებით არ ჩამოუვარდება არც ერთ მოწინავე მუშას. მეტიც, შამბე პატიულ აქტივს თეორიული ჩამორჩენის გამო აკრიტიკებს და იწუნებს კომუნალური მშენებლობის ხარისხს, მაგრამ, როგორც გაზეთის კორესპონდენტი შენიშნავს, შამბე ბაშირს არ ავიწყდება, რა ხდება საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ:

„შამბეს ძმები ზანგები უსასტიკესი ჩაგვრის, ჯერ კიდევ გადაუდებელ მონობის მძიმე უღლის ქვეშ გმინავენ. შამბე ბაშირ კი სდგას დღეს ამაყად ლენინის პარტიის ერთ-ერთ მოწინავე რაზმის, თბილისის ბოლშევიკების, საქალაქო კონფერენციის ტრიბუნასთან და როგორც ლენინელი, მოქალაქე, როგორც შეგნებული პოლიტიკური მუშაკი - შინაარსიან სიტყვას ამბობს. ეს არის კონფერენციის მუშაობის მხოლოდ ერთი დეტალი, მაგრამ დეტალი, რომელშიაც, როგორც წყლის წვეთში, გამოსჭვივის ლენინური პარტიის ნამდვილად ინტერნაციონალური ბუნება“.

საბჭოთა კავშირი - შავკანიანთა სამოთხე?

რასიზმს, როგორც „კაპიტალისტური სამყაროს გადმონაშთს“, საბჭოთა კავშირში მკაცრად კიცხავდა ოფიციალური პროპაგანდა, რომელიც მოიცავდა მედიისა და კულტურის თითქმის ყველა სფეროს, მათ შორის ბეჭდურ გამოცემებს, რადიოს, კინოს, თეატრს, ესტრადას, ლიტერატურას და ა.შ.

რასიზმის დაგმობის ერთგვარ პროპაგანდისტულ მწვერვალად მიიჩნევა გრიგორი ალექსანდროვის მიერ 1936 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი "ცირკი", რომელშიც რასისტი-უცხოელი (!) გვარად ფონ კნეიშიცი ცდილობს ცირკის მაყურებელთა თვალში დაამციროს თეთრკანიანი ქალი („მერი“) შავკანიან მამაკაცთან და ბავშვთან ურთიერთობის გამო, თუმცა, როგორც იდეოლოგიურად გამართულ ნაწარმოებს შეშვენის, რასისტი-უცხოელი მწარე ფიასკოს განიცდის.

ფილმში საბჭოთა მოქალაქეები პატარა მულატ ბავშვს უმღერიან ინტერნაციონალურ იავნანას, ხოლო ცირკის დირექტორი დიდსულოვნად ურჩევს მომავალ საბჭოთა მამიკოებსა და დედიკოებს, გააჩინონ რაც შეიძლება მეტი ბავშვი:

”ყველა ბავშვი უყვართ ჩვენს ქვეყანაში. გააჩინეთ თქვენს ნებაზე, რამდენიც გინდათ: შავები, თეთრები, წითლები, თუნდაც ლურჯები, თუნდაც ვარდისფერი ზოლებით, თუნდაც ნაცრისფერი ვაშლებით, როგორიც გნებავთ! "

საბჭოთა კავშირის არსებობის შემდგომ წლებში ოფიციალური ანტირასისტული პროპაგანდა დიდად არ შეცვლილა. საჯარო სივრცეებსა და პრესის ფურცლებზე გამოტანილი ლოზუნგები საბჭოთა მოქალაქეებს პროლეტარული ინტერნაციონალიზმის განცდას, ქვეყნის შავკანიან სტუმრებსა და მოქალაქეებს კი, სტუმართმოყვარე ქვეყნის მიმართ მადლიერებას შთააგონებდნენ. საბჭოთა საზოგადოება კვლავ გმობდა რასობრივ დისკრიმინაციას დასავლეთსა და შეერთებულ შტატებში, აპართეიდს სამხრეთ აფრიკაში. დოკუმენტური ქრონიკა, რომელიც წინ უძღოდა ხოლმე კინოთეატრებში მხატვრული ფილმების სეანსებს, აჩვენებდა შავკანიანებს, რომლებიც უსმენდნენ რუსულ ხალხურ სიმღერებს, აჩვენებდა კუკლუქსკლანის შეკრებებს აშშ-ში, აჩვენებდა სათამაშოების საბჭოთა ფაბრიკებს, სადაც აკეთებდნენ შავკანიან თოჯინებს, აჩვენებდა საბჭოთა ქალაქების ქუჩებს, რომელთა დეკორატიულ მორთულობაში ახლო ხედით ჩანდნენ საბჭოთა კავშირის შავკანიანი მეგობრები და ა.შ. მაგრამ საბჭოთა ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიურად უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნის ეფექტი იქონია ამბავმა, რომელიც მოხდა 1963 წლის 18 დეკემბერს, დღის პირველ საათზე, მოსკოვის შუაგულში.

1963 წლის 18 დეკემბერს წითელ მოედანზე გააიმართა დემონსტრაცია, რომელში მონაწილე 400 -ზე მეტმა აფრიკელმა სტუდენტმა თავიანთი მეგობრობის მკვლელობა გააპროტესტა. დემონსტრანტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი მეგობარი კანის ფერის გამო მოკლეს. შესაბამისი შინაარსისა იყო გამოფენილი პლაკატები: "მოსკოვი მეორე ალაბამაა!", "ჩვენ მოვითხოვთ ადამიანურ მოპყრობას!" და ა.შ.

საბჭოთა მილიციამ მოედანი გადაკეტა და მიტინგი დაშალა, მაგრამ ინციდენტი ამით არ დასრულებულა. იმავე საღამოს, აფრიკელი სტუდენტების დელეგაცია გაემართა კრემლისკენ, სადაც ისინი მიიღო განათლების საკავშირო მინისტრმა. მოგვიანებით სტუდენტებს შეხვდა განის ელჩი სსრკ-ში. მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ აფრიკელი სტუდენტის სიკვდილი უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია. 21 დეკემბერს ეს ვერსია გაიმეორა გაზეთმა „პრავდამ“ და საბჭოთა კავშირის სხვა ცენტრალურმა გაზეთებმა, რომელთა თქმითაც, „გარკვეული წრეები ცდილობენ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოიყენონ უბედური შემთხვევა, რომლის შედეგადაც კალინინის სამედიცინო ინსტიტუტის ნასვამი განელი სტუდენტი, ედმონდო ასარე-ადდო ქუჩაში გაიყინა“.

საბჭოთა კავშირში ყოფითი რასიზმი მისწვდა ცნობილ ამერიკელ კომუნისტსა და უფლებადამცველს, ანჟელა დევისსაც, რომელიც, საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით, რასიზმთან და ამერიკულ იმპერიალიზმთან ბრძოლის სიმბოლო იყო. დროთა განმავლობაში ანჟელა დევისი იქცა საბჭოთა ქალაქური ფოლკლორისა და ბინძური, არცთუ პოლიტკორექტული ანეკდოტების პერსონაჟად.

საბჭოთა ინტერნაციონალიზმის საჩვენებელი ცენტრი - პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტიც, სადაც ბევრი აფრიკელი სტუდენტი სწავლობდა, ასევე იქცა რასისტული გამონათქვამების ტოპონიმურ ობიექტად, რომელიც მოსკოვის ურბანულ ფოლკლორში მოინათლა როგორც ჩერნოგრადი და ლუმუმბარიუმი.

„თბილისში ჯერ არ ცხოვრობდნენ შავკანიანები“

ალექსანდრე შამბე ამბობს, რომ პაპამისს თბილისში ყველა იცნობდა და ყველა დიდ პატივს სცემდა.

„სახლიდან რომ გადიოდა, დგებუაძის ქუჩიდან მუშთაიდის ბაღამდე, სადაც პენსიაში გასვლის შემდეგ სახანძროს უფროსად მუშაობდა, ყოველთვის ბავშვების გუნდი მიაცილებდა“, - იხსენებს ბატონი ალექსანდრე.

ბევრ თბილისელს დღემდე ახსოვს მუშთაიდის ბაღის სახანძრო სამსახურის უფროსი, გოლიათური აღნაგობის შავკანიანი მოხუცი, რომელსაც ბაღის სტუმრებთან საუბარი და დომინო-ნარდის თამაში უყვარდა. თუმცა მუშთაიდის ბაღის მშვიდ ცხოვრებამდე იყო მრავალწლიანი გმირული ბრძოლა ცეცხლთან, რასაც ბაშირ შამბემ, ჯამში, თავისი სიცოცხლის 65 წელი შესწირა.

1923 წელს, მახათას მთაზე, არსენალში (სადაც ფეთქებადსაშიში მასალები ინახებოდა) ხანძრის ჩაქრობისას ყმაწვილმა შამბემ თურმე ისეთი იშვიათი გამბედაობა და გამჭრიახობა გამოავლინა, რომ იმ დღესვე მიიწვიეს სამუშაოდ გასამხედროებულ სახანძრო ბრიგადაში, სადაც კიდევ არაერთხელ გამოიჩინა თავი.

„ძალიან კარგი პიროვნება იყო: გულგახსნილი, წყნარი, იშვიათად ბრაზდებოდა. ძალიან დიდი ძალა ჰქონდა.120 კგ იყო. ხანძარზე რომ გადიოდნენ, თურმე კარს მხრით ანგრევდა. სად იყო მაშინ სპეციალური ხელსაწყოები, ახლა რომ არის? შეამტვრევდა და მერე შედიოდნენ სხვა მეხანძრეები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსადრე შამბემ.

1931 წლის ქართული გაზეთები იუწყებოდნენ, რომ თბილისის სახანძრო რაზმის მებრძოლი ბაშირ შამბე დაჯილდოვდა საქართველოს სსრ შრომის წითელი დროშის ორდენით.

როგორც ალექსანდრე შამბე ამბობს, 1988 წელს, როცა პაპამისი გარდაიცვალა, მისი მედლები და ორდენები ერთ ბალიშზე არ დაეტია და ამიტომ ორი ბალიშით წაიღეს.

ბაშირ შამბეს ათლეტურობა და შთამბეჭდავი გარეგნობა გამოიყენეს მუნჯური კინოს რეჟისორებმაც, რომლებმაც, როგორც კარგი მოჯირითე, რამდენიმე მხატვრულ ფილმში გადაიღეს დუბლიორად, თუმცა ბაშირ შამბემ ყველაზე დიდ წარმატებას მაინც საზოგადოებრივ ასპარეზზე მიაღწია. მასზე, როგორც თავდადებულ მეხანძრესა და აქტიურ მოქალაქეზე, წერენ გაზეთები, მას აჯილდოებენ „თავდადებული შრომისათვის", ანიჭებენ "მოწინავე მეხანძრის" წოდებას, ხალხისადმი სამაგალითო მსახურებისათვის მადლობას უხდიან როგორც ადგილობრივი, ასევე საკავშირო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები და, ბოლოს, 50-იან წლებში მას ირჩევენ თბილისის საქალაქო საბჭოში - თბილისის თვითმმართველობის ორგანოში, სადაც არც მანამდე და არც მომდევნო წლებში შავკანიან მოქალაქეს არ უმსახურია.

ბაშირ შამბემ თითქმის მთელი ცხოვრება თბილისში, დგებუაძის ქუჩაზე, N2 სახლში გაატარა. პენსიაში გასვლის შემდეგ, 1980 წელს, სამტრედიის ქუჩაზე მიღებულ ბინაში გადასახლდა, თუმცა, როგორც ალექსანდრე შამბე იხსენებს, ბინის მიღება უმტკივნეულოდ არ მომხდარა. ოჯახის წევრთა სიმრავლისა და დამსახურების მიუხედვად, უთხრეს, შენ რა მოგცეთ, ქართველებისთვის არ გვყოფნისო. ძალიან გაბრაზებულა და მოსკოვში გაუგზავნია წერილი. როგორც ამბობენ, თვითონ ბრეჟნევმა უპასუხა და ზუსტად 3 დღეში გამოყვეს ერთოთახიანი ბინა სამტრედიის ქუჩის 2 ნომერში.

მეუღლე ადრე, 1956 წელს გარდაეცვალა. ჰყავდა ერთი შვილი, ნიკოლოზი, ასევე მეხანძრე (კულტურის სამინისტროში იყო მთავარი ინსპექტოი 42 წლის განმავლობაში), რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა და სამი შვილიშვილი, რომელთაგან ერთი, ალექსანდრე ახლა 67 წლისაა და ბაბუის დანატოვარ სახლში ცხოვრობს:

„პენსიაში გასულს მეზობლებთან დომინოს და ნარდის თამაში უყვარდა, მუშთაიდის ბაღშიც ბევრი მიდიოდა მის სანახავად. ყველას უყვარდა. თბილისში მაშინ ჯერ არ ცხოვრობდნენ შავკანიანები. მარტო ორნი იყვნენ - ბაბუა და ერთი ანტონა, პატარა კაცი, რომელსაც სახანძრო კიბით ასწევდნენ ხოლმე და ის კი თავისუფლების მოედანზე ლენინის ძეგლს რეცხავდა."

როგორც გამორჩეულ მეხანძრესა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მოქალაქეს, მოსკოვში გადასვლასაც სთავაზობდნენ, მაგრამ, თურმე, ვერ შეელია თბილისს, რომლის მცხოვრებლებს დღემდე ახსოვთ "პლეხანოვზე" მომავალი, მეხანძრის თეთრ ფორმაში გამოწყორბილი გოლიათი, ბაშირ თბილისოვიჩი, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о внедрении ЕМИАС в федеральных и региональных медучреждениях


Спорт в России и мире
Москва

"Спартак" не сумел обыграть "Пари Нижний Новгород"


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Соболенко уступила Свентек в финале турнира WTA-1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Лесной северный олень Прохор переехал в Керженский заповедник из зоопарка





Путин в России и мире
Москва

Мантуров: на инаугурации Путина 7 мая представят обновленный Aurus Senat


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья Шмидт попросил защиты у Лукашенко и политического убежища в Белоруссии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Филипп Киркоров

«Попрошайка»: Киркоров унизил Успенскую в эфире шоу



Москва

Врач Аршакян: избежать осложнений после маммопластики поможет опытный хирург

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net