123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

Новости за 13.09.2021

რას ამბობენ „სუსის ფაილების“ ფიგურანტები - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 სექტემბერს

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ე.წ. სუსის ფაილებში მათი საუბრებია ჟურნალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. სუს-ის ჩანაწერებში მათი საუბრის ფრაგმენტებია ასახული. მსგავსი ფაილები რამდენიმე სახისაა, თუმცა ყველა დოკუმენტი, რაც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, პირდაპირ ან ირიბად ეხება სასულიერო პირებს. ჩანაწერების შინაარსის მიხედვით, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის პირადი საუბრები და მიმოწერა, წლების განმავლობაში გროვდებოდა. ჟურნალისტების... Читать дальше...

მერკელი: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს "გრძელი გზა" აქვთ გასავლელი ევროკავშირში გასაწევრიანებლად

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, გერმანიის მიზნებს შორისაა დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ამ ქვეყნებს ბლოკში შესვლამდე კიდევ "გრძელი გზა" აქვთ გასავლელი.  მერკელი ამ განცხადებებით გამოვიდა ბელგრადში, სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც 13 სექტემბერს შეხვდა, ბალკანეთში კანცლერის რანგში გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში. სერბეთიდან მერკელი გაემგზავრება ალბანეთში, სადაც 14 სექტემბერს დანიშნულია შეხვედრა ალბანეთის... Читать дальше...

ბოლო ებრაელი ტოვებს ავღანეთს, თალიბანის შიშით უმცირესობები ქვეყნიდან გადიან  

Radiotavisupleba.ge 

ებრაული თემი, რომელიც ერთ დროს  ყვაოდა ავღანეთში, დღეს აღარ არსებობს: ბოლო ებრაელმა,  ზაბლონ სიმინტოვმა ქაბული ამ თვეში დატოვა.   თალიბების მიერ ძალაუფლების აღების შემდეგ რელიგიური უმცირესობების ათასობით წარმომადგენელი წავიდა ქვეყნიდან.



დონორები გამოდიან ერთი მილიარდი დოლარის გაღების პირობით ავღანეთის დასახმარებლად

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ავღანეთის დასახმარებლად ერთი მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი - მას შემდეგ, რაც გამოვიდა მოწოდებით "სასიცოცხლო არხის" შექმნისკენ ომით და გვალვით გაჩანაგებული ქვეყნისთვის.  "ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული ომის, ტანჯვის და საფრთხის შემდეგ, ავღანელები ახლა შესაძლოა ყველაზე სახიფათო ფაზაში იყვნენ" - უთხრა გუტერეშმა 13 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შეკრებილ 40 ქვეყნის წარმომადგენლებს.  კონფერენციის დაწყებამდე გაერო აცხადებდა... Читать дальше...

შოთა არველაძე : “მიხედე რა შენ საქმეს – რას პროფესორობ” – რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას

News.ge 

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს: “ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე. ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება ...

“ის, რასაც ხელისუფლება დღეს აკეთებს, არის ადამიანებში რწმენის განადგურება”

News.ge 

დღეს არ არის იმის, დრო რომ მოვუწოდოთ ხელისუფლებას დაიწყოს გამოძიება, მოვიდა დრო, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და არჩევნებზე ვაჩვენოთ საკუთარი ძალა ივანიშვილს და მის დამნაშავე ხელისუფლებას, – ამის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განაცხადა. თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნებში ერთიანი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუქმდება. „ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ...

ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ მურატ ჯიოევის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

Radiotavisupleba.ge 

13 სექტემბერს, დილით ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევის დაშავების შესახებ. ოსური მედიის ცნობით, მურატ ჯიოევი ჯავის რაიონში, საკუთარ ბაღში ხეზე იყო ასული, საიდანაც ჩამოვარდა და დაშავდა. მას ჯერ ადგილზე გაუწიეს დახმარება. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში გაწეული პირველადი დახმარების შემდეგ მურატ ჯიოევი, სპეციალური სასწრაფო დახმარების მანქანით ბესლანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. Читать дальше...

ყველაფერი სასულიერო პირების ცხოვრებაზე - რა ირკვევა ათასობით პირატული ჩანაწერიდან

Radiotavisupleba.ge 

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა  მიიღეს  დაუცველი ვებ-საიტის ბმული, რომელზეც  ათასობით დოკუმენტია განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო და  აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები  სასულიერო პირებს ეხებათ.



უკანასკნელი ჯუღაშვილთა შორის, ვისთვისაც პუტინი მამა-მეფე და მზეა

Radiotavisupleba.ge 

ალჟირის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გამოფენილია სელიმ ბენსაადის სამი ნახატი „მოსკოვის პეიზაჟების“ სერიიდან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მუზეუმის ბევრი დამთვალიერებელი ხვდებოდეს, რომ მხატვარი საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის შვილიშვილია. მისი ბაბუა, სტალინის უფროსი ვაჟი, ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა 1941 წელს. იაკობ ჯუღაშვილის ფოტოები მალე გამოჩნდა წითელარმიელებისათვის განკუთვნილ სააგიტაციო ფურცლებზე მოწოდებით, დაეყარათ იარაღი და დანებებულიყვნენ. იაკობი 1943 წელს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა. Читать дальше...

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გიორგი გახარიას უპასუხა

Radiotavisupleba.ge 

პარტიის „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ის მიიჩნევს, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ  თითქოს მას აქვს „უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე“, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას. „ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში... Читать дальше...

ტაჯიკეთმა მიიღო ასამდე ავღანელი ლტოლვილი, თუმცა კიდევ ასამდე პირი უკან დააბრუნა

Radiotavisupleba.ge 

ტაჯიკეთის ხელისუფლებამ მიიღო ავღანეთის 100-მდე მოქალაქე, ჯგუფიდან, რომელიც შეიცავდა 200-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის ბევრ ქალს და ბავშვს, და რომლებმაც საზღვარი გასულ ღამით გადაკვეთეს, ავღანეთში თალიბანის მიერ დამყარებული მმართველობისგან გაქცევის მიზნით.  ტაჯიკეთის სამხრეთაღმოსავლეთის რეგიონის, ჰამდონის ადგილობრივი მთავრობის რამდენიმე წყარომ რადიო თავისუფლებას 13 სექტემბერს უთხრა, რომ ავღანელებმა გადალახეს მდინარე ფანჯი, რომელიც ორ ქვეყანას აცალკევებს. ამ წყაროების თანახმად, 100-მდე ავღანელი გადაიყვანეს დუშანბეს შემოგარენში... Читать дальше...

მდინარაძე ე.წ. სუს-ის ჩანაწერებზე: ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე

Radiotavisupleba.ge 

13 სექტემბერს გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერების შესახებ ბრიფინგი გამართა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძენ. „ნაციონალური მოძრაობის" და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობაც", - თქვა დეპუტატმა.  მამუკა მდინარაძემ ე.წ. სუს-ის ჩანაწერები შეაფასა ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელებად. „სააკაშვილი, ბოკერია... Читать дальше...

ახალი, 25-სართულიანი კორპუსი ყიფშიძეზე - მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს, მერი მხარს უჭერს  მშენებლობას 

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერება უნდათ. ყიფშიძის N1-ში 25-, 19- და 16-სართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება. მიმდინარე მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია ჩაატარა და ქალაქის მერთან შეხვედრა ითხოვა. ყიფშიძის N1-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 90-იან წლებში დაიწყო. როგორ მაშინ ხშირად ხდებოდა, სამშენებლო კომპანიამ ამოცანას თავი ვერ გაართვა, რასაც ხელი ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამაც შეუწყო. Შედეგად 190-მდე ოჯახი... Читать дальше...

თავდაცვის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიზანი ჯარის დისკრედიატაციაა

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეიბუკ მიმართვას ეხმაურება და ამბობს, რომ „მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას“, -  ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით სიცრუე და აბსურდია თითქოს სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა. თავდაცვის მინისტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ  მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების დროს სამხედროების წინაშე ჯერ კიდევ 2007 წელს აღებული ვალდებულება შეახსენა... Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვა საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე მიტოვებულ ავტოფარეხში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვა საბრძოლო მასალები იპოვეს. ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. „გენადი ჯაბიევის ქუჩაზე, #81 სახლის მახლობლად, მიტოვებულ ავტოფარეხში აღმოჩნდა TM-62 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და საბრძოლო და ფეთქებადი მასალა. ეს მასალები საბრძოლო მდგომარეობაში იყო და საფრთხეს უქმნიდა გარშემომყოფებს. გამნაღმველები ოპერატიულად გავიდნენ აღმოჩენის ადგილზე, შეამოწმეს მიმდებარე ტერიტორია და საბრძოლო მასალა... Читать дальше...

სერგო ჩიხლაძე - "ფული, რესურსი იხარჯება რაზე - რომ ხელისუფლებამ უსმინოს ყველას!"

Radiotavisupleba.ge 

"ეს არის სახელმწიფოს გაკეთებული, სამწუხაროდ", - ასე ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმის - "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი"- თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო ჩიხლაძე უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების მორიგ ფაქტს "საღამოს საუბრებში".

ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ე.წ. სუს-ის ფაილებში მათი საუბრებია 

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ დღეს, 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. სუს-ის ჩანაწერებში მათი საუბრის ფრაგმენტებია ასახული. მსგავსი ფაილები რამდენიმე სახისაა, თუმცა ყველა დოკუმენტი, რაც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, პირდაპირ ან ირიბად ეხება სასულიერო პირებს. ჩანაწერების შინაარსის მიხედვით, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის პირადი საუბრები და მიმოწერა, წლების განმავლობაში გროვდებოდა. ფაილებში მოხვდა "მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერის თეო გილიგაშვილის საუბრის ფრაგმენტებიც. Читать дальше...


Музыкальные новости
Семён Слепаков

Семен Слепаков решил избавиться от последнего бизнеса в России





Персональные новости
БГАТОиБ

ДИРЕКТОР БРХК ВЛАДИМИР КОЖЕВНИКОВ ПРОВЁЛ "КЛАССНУЮ ВСТРЕЧУ" ДВИЖЕНИЯ ПЕРВЫХ





საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარ ლუდმილა დენისოვასთან ერთად საოკუპაციო გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა. მან უკრაინელ კოლეგას სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა გააცნო. უკრაინის სახალხო დამცველს ესაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ვალია ვანიშვილი, რომელმაც თავის ყოველდღიურ მძიმე ცხოვრებასა და ოკუპანტებისგან შევიწროებაზე უამბო. ვალია ვანიშვილი, დათა ვანიშვილის ცოლია. დათა ვანიშვილი გარდაცვალებამდე... Читать дальше...

ცესკო: „სხვის მაგივრად ვერავინ მისცემს ხმას“

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა 13 სექტემბერს „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო სიები მოუწესრიგებელია და მასში კვლავ ირიცხებიან გარდაცვლილი მოქალაქეები. „12 აპრილის მდგომარეობით, 25 მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილი იყო 1930 წლამდე დაბადებული 1311 მოქალაქე, რომელთაგან 683 პირი - კვლავ ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული“... Читать дальше...

ირანს მოუწოდებენ, უპასუხოს IAEA-ის შეკითხვებს აღურიცხავი ბირთვული ობიექტების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი ირანს მოუწოდებს, ახსნა-განმარტება გააკეთოს ურანის ნაწილაკების აღმოჩენაზე რამდენიმე აღურიცხავ ობიექტზე, და უერთგულოს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ატომურ პროგრამასთან მიმართებით. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კითხვებზე მკაფიო პასუხების არარსებობა, როცა საქმე ეხება ირანის დეკლარაციების სისწორეს და სისრულეს, "სერიოზულ გავლენას ახდენს სააგენტოს შესაძლებლობაზე, გამოვიდეს მშვიდობიანი შინაარსის გარანტიით" ირანის ბირთვული პროგრამის შესახებო - უთხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა... Читать дальше...

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს წევრებთან ერთად რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას გაეცნო

News.ge 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს წევრებთან ერთად საქართველოს რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესს გაეცნო. ცესკოს წარმომადგენლებმა სამი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გორის, ხაშურის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქობულეთისა და ოზურგეთის  საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართეს. გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს წევრებთან ერთად პირადად დაათვალიერა ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში განთავსებული... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Победителями Всероссийской олимпиады по физике стали школьники Московского региона


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Дарья Касаткина

Теннисистка Касаткина отреагировала на высказывания Винер о россиянах


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Энергетические поля компенсируют растущие потребности в электроэнергии





Путин в России и мире
Москва

Путин спросил Беглова о причинах снижения популярности Петербурга у туристов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Киев признал стагнацию ВСУ по всей линии фронта


Навальный в России и мире
Москва

Силовики задержали за сутки пятерых журналистов, часть проходит по делу об «участии в работе ФБК», одного жестоко избили при задержании



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Моргенштерн

Эффект Карабаса: Почему Моргенштерн взялся спасать молодых коллег от музыкального лейбла Rhymes Music



Москва

В Госдепе заявили, что США неоднократно предупреждали Россию об угрозе теракта

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net