Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

გიორგი პაპავა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის შესახებ: შეთანხმება დაირღვა, მეორეხარისხოვანია, გვჭირდებოდა თუ არა სესხი

0
გიორგი პაპავა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის შესახებ: შეთანხმება დაირღვა, მეორეხარისხოვანია, გვჭირდებოდა თუ არა სესხი

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა საქართველოს მთავრობის უარს ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღებაზე ქვეყნისათვის წაგებიან ნაბიჯად აფასებს და ევროკავშირის მიერ გავრცელებული საპასუხო განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ მასში ნათლად წერია, რომ საქართველომ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ გიორგი პაპავამ განაცხადა, რომ გამოდის, რომ შეთანხმება საქართველოს მხარემ დაარღვია:

„მე წავიკითხე ეს ისე, როგორც ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ თუ არ გინდათ, კი ბატონო, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეებო, უნდა იცოდეთ, რომ ის ვალდებულებები, რაც ხელისუფლებას ჰქონდა აღებული, მას შესრულებული არა აქვს. ეს არის ამ განცხადების შინაარსი. ეს ძალიან მარტივად ჩანს და რაც არ უნდა დეტალებში შევიდეთ, ეს ვალი ფინანსურად გვჭირდებოდა თუ არა, ვფიქრობ, რომ მეორეხარისხოვანია. მთავარი ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში არის ის, რომ ჩვენ არა მარტო ევროკავშირთან, არამედ სხვა ინვესტორებთან დავდექით რეალობის წინაშე, როდესაც გარკვეული ვალდებულებები, რაც ევროკავშირის წინაშე გვქონდა აღებული, ვერ შევასრულეთ“, - განაცხადა გიორგი პაპავამ „საღამოს საუბრებში“. იგი ამბობს, რომ თავად ქვეყნის მიერ დამატებითი სესხის აღების მომხრე არასოდეს ყოფილა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავარ პოლიტიკურ პარტნიორთან დადებული პირობები არ შეასრულო:

„იგივე ფინანსთა მინისტრი საუბრობს, რომ შიდა ვალი შევამცირეთო და მართლაც შიდა ვალის დონე წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია და ნამდვილად ეკონომიკური მაჩვენებლები უკეთესია, ვიდრე მანამდე გვქონდა და იძლევა მათ შორის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების შესაძლებლობას, მაგრამ ეს არ უნდა მოახდინო იმის ხარჯზე, რომ მთავარ პოლიტიკურ პარტნიორთან, ევროკავშირთან გარკვეული პირობები არ შეასრულო და მერე გადახვიდე წინ და უკან არგუმენტებში, რომ ჯერ შენ თქვი უარი სესხზე, რომ რეალურად ვითომ ასრულებ, მაგრამ ფული არ გჭირდება და ასე შემდეგ. ამიტომ მინისტრების არგუმენტაცია დიდწილად სწორია, რომ ეხლა რომ დამატებით ვალი აგვეღო, ამის საჭიროება შეიძლება არ იყო, თუმცა ეს არ უნდა მომხდარიყო იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა. იგივე შეგვეძლო, ეს ვალი აგვეღო და სხვა ვალდებულებები გაგვესტუმრებინა“, - განაცხადა გიორგი პაპავამ „საღამოს საუბრებში“.

გუშინ, 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირის მაკროეკონომიკური ფინანსური დახმარების მიღებაზე, რადგან ქვეყანამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და ახალი სესხის აღებას აღარ აპირებს.

31 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს 75 მილიონ ევროს.

"150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი...

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე", - თქვა ევროკავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил Путина со вступлением в должность президента России


Спорт в России и мире
Москва

Канье Уэст летом выступит с концертом в России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв стал победителем «Мастерса» в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

EDI-провайдер для ритейла Docrobot вошел в группу компаний СКБ Контур





Путин в России и мире
Москва

Владимир Путин вступил в должность президента РФ на новый шестилетний срок


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о мгновенном ответе Минска на любую агрессию




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В США прокомментировали подготовку покушения на Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Андрей Губин

Андрей Губин планирует своим ходом добраться до Владивостока



Москва

Сотрудники Росгвардии Подмосковья присоединились к акции «Бессмертный автополк»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net