ლადო ბოჟაძე „ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში მე-13 ნომრად წერია ლადო ბოჟაძე.
ის დღემდე არის ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე.