Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2019

Новости за 17.07.2019

ბოლო პუნქტს რომ ჩაიკითხავთ, იმდენს იცინებთ, რომ… – ირმა ინაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

“თუ უგუნებოდ ხართ, თუ გარეთ ცუდი ამინდია და ეს თქვენს ხასიათზეც მოქმედებს… თუ მოიწყინეთ და გართობა გინდათ, ნუ ეძებთ მყუდრო კაფეს, ნურც დისკოთეკაზე ცეკვით დაიღლებით, კინოშიც რა გინდათ?! გაეცანით (აირაის მორიგი “კვლევის” შედეგებს. ბოლო პუნქტს რომ ჩაიკითხავთ, იმდენს იცინებთ, რომ ყოველგვარი უხასიათობა მზიანი, ხალისიანი განწყობით შეგეცვლებათ. IRI- საქართველოში- იკითხე მისი “კვლევები” და ბევრს იცინებ!”– ასე […]

Читать дальше...

ქართლის დედას საპროტესტო სტენსილზე სახე წაუშალეს

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო სტენსილს- ცალ თვალზე ხელაფარებულ ქართლის დედას, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე  ქუჩის მხატვარმა დახატა, სახე წაუშალეს. დილით ის ასე გამოიყურებოდა: მარცხენა ხელი, რომელშიც მონუმენტს ღვინის თასი უჭირავს, სტენსილის ავტორმა ქართლის დედას თვალზე ააფარა. საღამოს კი ასე: აკრული თვალი ივნისის აქციების სიმბოლოს იქცა. 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, რუსთაველის გამზირზე ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

ეკა გიგაური: იმედია, გამოძიება მზადაა დააყენოს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაც

Radiotavisupleba.ge 

„გამოძიება მზად უნდა იყოს, პასუხისგებაში მისცეს თანამდებობის პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, ვინც უნდა იყოს ის“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური 20-21 ივნისის მოვლენებისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა გიგაურმა ასევე განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა პროცესში არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე. Читать дальше...



17 ივლისს პატივი მიაგეს ხუთი წლის წინ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული ავიალაინერის მსხვერპლთ

Radiotavisupleba.ge 

აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის (რეისი MH17) ჩამოგდების მეხუთე წლისთავზე, დაღუპულთა ახლობლებმა და მათი ქვეყნების საელჩოებმა პატივი მიაგეს კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას. 17 ივლისს ათობით ადამიანი შეიკრიბა ამსტერდამის მთავარ აეროპორტში განთავსებულ მონუმენტთან, სადაც ხმამაღლა ამოიკითხეს MH17-ში მსხდომი დაღუპული მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების სახელები და გვარები. ავიალაინერი 2014 წლის 17 ივლისს ასრულებდა რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით, როცა ის „ბუკის“ რაკეტით... Читать дальше...

სროლა დამიზნებით-თვითნებობა თუ დავალება?

Radiotavisupleba.ge 

20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ამ დროისათვის სულ  დაკავებულია 11 მოქალაქე და 2 პოლიციელი. დაკავებულ სპეცრაზმელებს  პროკურატურა  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

აქციების 28-ე დღეს რუსთაველზე წიგნები იყიდება

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ განახლდა აქცია შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. 17 ივლისს აქციას პარლამენტის წინ რამდენიმე წიგნის მაღაზია და გამომცემლობა შეუერთდა. ორგანიზატორების თქმით, გაყიდული წიგნების რამდენიმე პროცენტი აქციის ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე გადაირიცხება. დღეს აქციის 28-ე დღეა. 17 ივლისს შუადღეს აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა აქცია პერფორმანსი შსს-თან გამართეს  და იქ დახვრეტილსამიზნიანი პლაკატები მიიტანეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის განცხადებით... Читать дальше...

ვისთან არის რუსეთი მართალი?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ნამდვილად არ არის მართალი საქართველოსთან, როცა ერეკლე მეორის მოლოდინის მიუხედავად, თანასწორი ურთიერთდახმარების და ზრუნვის სანაცვლოდ, იმპერატორ პავლე პირველის "ერთი ხელის მოსმით" გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, აკრძალა ბაგრატიონთა დინასტიის მმართველობა და ჯერ ტფილისის, ხოლო მოგვიანებით ქუთაისის გუბერნიებად დაყო იმპერიის პროვინციად ქცეული ქვეყანა.          ერეკლე მეორე ნამდვილად ვერაფრით წარმოიდგენდა სამეფოსა და დინასტიის გაუქმებას, როცა თავის პირველ წერილს უგზავნიდა 1774 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინეს (ეტყობა... Читать дальше...

გახარია: ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო, რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს

Radiotavisupleba.ge 

შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილს მან მეორე დღეს უამბო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმირების დროსთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მინისტრს შეკითხვა დაუსვეს 17 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში მისი გამოკითხვის შემდეგ. „მეორე დღეს... დრო არ მახსოვს... მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 17 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა სისულელე უწოდა გავრცელებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით... Читать дальше...



გიორგი გახარია გმობს ზეწოლას ინგა გრიგოლიას მიმართ

Radiotavisupleba.ge 

შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას და დაგმო მის მიმართ გამოვლენილი ზეწოლა და ბულინგი. ეს განცხადება გახარიამ გააკეთა 17 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ. „მინდა, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ქალბატონ და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი, ელემენტარული ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე... Читать дальше...

ირაკლი ოქრუაშვილი: შემომითვალეს, თუ ჩამოხვალ, დაგიჭერთო

Radiotavisupleba.ge 

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს შსს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. კოშაძე  17 ივლისს, დილით დააკავეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რომელიც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ კოშაძეს იარაღი ჩაუდეს, ხოლო კოშაძის დაკავებას მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას უკავშირებს. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 4 დღის წინ ივანიშვილისგან შემოუთვალეს, რომ თუ საქართველოში დაბრუნდებოდა, მას დააკავებდნენ. Читать дальше...

მოსკოვის სასამართლომ სამი თვით გაუგრძელა პატიმრობა 24 უკრაინელ მეზღვაურს

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ სამი თვით გაუგრძელა პატიმრობა 24 უკრაინელ მეზღვაურს, რომლებიც 2018 წლის ნოემბერში დააკავა ეფ-ეს-ბე-მ ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან. სამხედრო მოსამსახურეები პატიმრობაში დარჩებიან 24 და 26 ნოემბრამდე. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მეზღვაურების გათავისუფლება სთხოვა. „ჩვენ ყველას გვყავს შვილები, დაუბრუნეთ შვილებს მშობლები,“ განაცხადა ზელენსკიმ. 2018 წლის 25 ნოემბერს ყირიმის ნაპირებთან რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა... Читать дальше...

მეცამეტე მსხვერპლი - მოზარდი მუშის სიკვდილი 

Radiotavisupleba.ge 

16 წლის გიორგი ბეშკენაძემ სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის ცხრა კლასი წელს დაამთავრა. ბიჭი სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებდა. არასრული განათლების მოწმობა დღე-დღეზე უნდა აეღო.

"ვითხოვთ, რომ მომზადდეს ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიული გეგმა, რომლითაც განისაზღვრება რა საჭიროებები გვაქვს და პროგნოზი რა გვაქვს?"

Radiotavisupleba.ge 

როგორია გარემოს დამცველთა სოლიდარობა? რატომ მიიქცია საერთაშორისო ყურადღება ნენსკრა-ჰესის პროექტმა? როგორ შედგა საპროტესტო აქცია ლუქსემბურგში, სადაც საერთაშორისო ბანკებს ევროპის მოსახლეობის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გადაეცა?

მელია ივანიშვილს: გახარიას გადადგომა იქნებოდა თქვენი სამშობლოს, რუსეთის ღალატი  

Radiotavisupleba.ge 

„დღეს ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული, შფოთვებისგან გაღიზიანებული და შეშინებული ოლიგარქი, რომელიც ხვდება, რომ ის კარგავს ხელისუფლებას“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ  17 ივლისს გაკეთებულ განცხადებებს. ნიკა მელიას თქმით, ივანიშვილი დღეს "პირველად და საჯაროდ გადაეფარა ჯალათ გახარიას", გაამართლა მისი მოქმედებები 20 ივნისს და ირიბად დაადასტურა, რომ ყველაფერი მასთან იყო შეთანხმებული. „ივანიშვილმა დღეს პირველად თქვა... Читать дальше...

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

Radiotavisupleba.ge 

რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალურ პროკურატურაში მისი გამოკითხვის შემდეგ. „მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ - ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო, შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე ჩემს მიერ პასუხი იქნა გაცემული... რამდენჯერაც დამიბარებენ და საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალ... მე არა მაქვს, შს სამინისტროსა და პოლიციას, ჩვენ, არა გვაქვს არანაირი პრობლემა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით... Читать дальше...

„სასამართლოში ბოლოს როდის იყავით?“ - გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატთან

Radiotavisupleba.ge 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატების შერჩევის პროცესი საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. კითხვებს ძირითადად საბჭოს ორი წევრი - ნაზი ჯანეზაშვილი და ანი დოლიძე - სვამდა. 17 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო იმ კანდიდატების მოსმენა, რომელთა მოკლე სიაც პარლამენტს უნდა წარუდგინონ დასამტკიცებლად. ერთ-ერთ კანდიდატს, ზურაბ აზნაურაშვილს, სამი საათი უსმენდნენ. ნაზი ჯანეზაშვილი: „სასამართლოში ბოლოს როდის იყავით?“ ზურაბ აზნაურაშვილი: „1- 2 წლის წინ“. ნაზი ჯანეზაშვილი: „მერე, რომ მიდიხართ ახლა... Читать дальше...

ვინ აფინანსებს ანტისაოკუპაციო აქციას?

Radiotavisupleba.ge 

5 000 სასტვენი, 500 ბუშტი, 200 შუშხუნა, 200 მაისური და ჩანთა, აპარატურა, წყალი, მარკერები, საწვიმრები, სტიკერები, რეკლამა ფეისბუკზე - ამ ყველაფერზე ანტისაოკუპაციო აქციის სერიების ორგანიზატორებმა - თითქმის ერთი თვის განმავლობაში - ასი ათასამდე ლარი დახარჯეს. “უხეშად რომ გავყოთ, დღეში 3 000 ლარამდე გვაქვს, რომ აქცია უზრუნველყოფილი იყოს ტექნიკურად და იყოს გამართული”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალომე ბარკერი. ბარკერის თქმით, მაქსიმალური თანხა, რომელიც მათ ერთჯერადი გადარიცხვით... Читать дальше...

უკრაინამ განაცხადა, რომ დაკავებულია MH17-ის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებელი „ბუკის“ გადაზიდვაში ეჭვმიტანილი პირი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უშიშრობის სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებულია იმ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაზიდვაში ეჭვმიტანილი პირი, რომლითაც 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების „ბოინგი“. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა ვიტალი მაიაკოვმა. მაიაკოვის თქმით, დაკავებულია მძღოლი სატვირთო ავტომანქანისა, რომლითაც გადაჰქონდათ „ბუკი“ დონეცკის ტერიტორიაზე. გამოძიების თანახმად, კომპლექსი ქალაქში რუსეთის ტერიტორიიდან ჩაიტანეს. Читать дальше...

ნაცმოძრაობა არის მე-5 კოლონა, რომელიც საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მე-5 კოლონა, რომელიც საკუთარი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, გაწირავენ საზოგადოებას და ქვეყანას, თუკი როგორმე მიეცემათ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლის შესაძლებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის განვითარების და გამთლიანების არანაირი ინტერესი არ ამოძრავებს. „ჩვენ ვნახეთ და ყველამ ვიცით,... Читать дальше...


Музыкальные новости
Александр Розенбаум

«Посмотрите на губастых»: Розенбаум жестко высмеял любительниц пластики





Персональные новости
Россия

Случай на концерте Metallica в России





გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ პარლამენტში მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებზე დებატები არ იმართება

Radiotavisupleba.ge 

როგორ კანონებს იღებენ და როგორ იღებენ დეპუტატები? როგორ იქცევიან ისინი? როგორ ახორციელებენ საპარლამენტო კონტროლს? რამდენად ღიაა მათი მუშაობის პროცესი? რამდენად აქტიურები არიან? - ამ კითხვებზე ცდილობს პასუხების მიღებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი ივანიშვილის განცხადებებს არხის დისკრედიტაციად აფასებს

Radiotavisupleba.ge 

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი ავრცელებს განცხადებას 17 ივლისს, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ივანიშვილმა  აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის აქტიურობას "უზრდელობა" უწოდა, ხოლო აჭარის ტელევიზია და რადიო "რუსთავი-2-სა" და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფილიალად მოიხსენია. "აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ასეთი  დახასიათება და მისი შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება, ერთი მხრივ, მის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი... Читать дальше...

ჟურნალისტი პოლიციელების დასჯას ითხოვს, პროკურატურაში გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის, ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის გამოკითხვა შიდა ქართლის პროკურატურაში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. წიწიკაშვილმა საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის გამომძიებელს დეტალურად უამბო 10 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები და იმ მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვა, რა მუხლითაც საქმეს პროკურატურა იძიებს. წიწიკაშვილის განცხადებით, საქმე არა თანამდებობის ბოროტად გამოყენების, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით უნდა გაგრძელდეს. Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილზე: რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეომიმართვით ეხმაურება და ამბობს, რომ  „თავს ძალა დაატანა და ივანიშვილის ბოლო, სრულიად არეულ ინტერვიუს უყურა“. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის საქმე წასულია და ის წარსულს ბარდება.  მისი სიტყვებით, იმ ფონზე, როცა მოლდოვიდან გაიქცა ოლიგარქი, როცა უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, ოლიგარქმა წააგო სომხეთი, მხოლოდ საქართველო დარჩა ფეოდალური მმართველობის ბოლო კუნძულად: „ეს ქართველ ხალხს არ ეკადრება“, - ამბობს სააკაშვილი. Читать дальше...

აშშ 40 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს ვენესუელის ოპოზიციის დასახმარებლად

Radiotavisupleba.ge 

აშშ 40 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს ვენესუელის ოპოზიციის დასახმარებლად. თავდაპირველად ეს თანხა ცენტრალური ამერიკის ჰუმანიტარული დახმარებისთვის იყო ასიგნებული. სამსახურებრივ დოკუმენტზე, რომელშიც საერთაშორისო დახმარების სააგენტო აშშ-ის კონგრესს ატყობინებს ამის შესახებ, წვდომა მოიპოვა გაზეთმა „ლოს ანჯელეს ტაიმსმა“. აღნიშნული 40 მილიონი გადაეცემა ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს გუნდს. თანხა მოხმარდება ოპოზიციის შტაბის თანამშრომელთა ხელფასებს, მათ მოგზაურობას, სემინარებისა და სააგიტაციო ღონისძიებების მოწყობას. Читать дальше...

თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის არეული ინტერვიუ – რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა

News.ge 

თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს. როგორც სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილიაცხადებს, ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასგადაეფარა და ფაქტობრივად აღიარა, რომ აქციის დარბევის ბრძანება მან გასცა. „ის რა თქმა უნდა, ცდილობს თავისი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, იმიტომ ...

Спорт в России и мире
Москва

Генерал-полковник Алексей Воробьев высоко оценил подготовку кинологов Росгвардии к предстоящим соревнованиям по профессиональному многоборью


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Мария стала соперницей Азаренко на турнире WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черного моря до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко пообещал потенциальным агрессорам ответ всеми видами оружия




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Денис Мацуев

Денис Мацуев: желаю «Спартаку» и ЦСКА показать в дерби искромётный футбол



Москва

Бушманов – о дерби: «Скукотища, а не футбол»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net