Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2019

Новости за 31.07.2019

იცო­და გვა­რა­მი­ამ, რომ ამა­ზე ვი­სა­უბ­რებ­დი, ამი­ტომ არ და­მა­ცა­და სა­უ­ბა­რი – ზაზა სარალიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

ამონარიდი ზაზა სარალიძის ინტერვიუდან, რომელიც მან გაზეთ “ალია”-ს მისცა. “კუპ­რა­ვა ჩემი სა­უ­კე­თე­სო ძმა­კა­ცის ცო­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლია, ად­რეც ვიც­ნობ­დი, ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის მერე კი არ გა­მიც­ნია?! სი­მარ­თლეს გე­ტყვი, ბევ­რი მე­უბ­ნე­ბო­და, არ მი­მე­ცა კუპ­რა­ვას­თვის და სხვა “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის” გვერ­დით დგო­მის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ მა­შინ მე არ ვფიქ­რობ­დი ამა­ზე და არც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ერ­თა­დერ­თი რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, იყო სი­მარ­თლის პოვ­ნა. გახ­სოვთ ალ­ბათ, კუპ­რა­ვა […]

Читать дальше...

აშშ-ის სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2“ - ის წინააღმდეგ. ამის თაობაზე იტყობინება სააგენტო „როიტერი“.   დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვა შეეხება იმ კერძო პირებს და კომპანიებს, რომლებიც რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი გაზსადენის გასაყვანად ბალტიის ზღვის ფსკერზე მუშაობაში ღებულობენ მონაწილეობას. ახლა დოკუმენტი უნდა განიხილონ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ, დონლად ტრამპს გაეგზავნება. Читать дальше...

"ნებისმიერი გასროლილი ტყვია, თუნდაც არალეტალური, პირდაპირ ხვდება ტურიზმს და საინვესტიციო გარემოს"

Radiotavisupleba.ge 

ეკონომისტი, რამაზ გერლიანი თვლის რომ სახელმწიფოს ვალია ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა და რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს იმ ბერკეტებზე, რომლებიც სახელმწიფოს აქვს და ეს არ არის მხოლოდ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია.



ფინანსთა მინისტრი: ლარი ქვემოთ წამოვა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის,  ივანე მაჭავარანის განცხადებით, ლარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გაუფასურებულია 10 პროცენტით, თუმცა ეს ტენდენცია აუცილებლად შეიცვლება. ეს განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით,  ეროვნული ვალუტა არაბუნებრივად, ზედმეტადაა გაუფასურებული, რაც ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. „ლარი წამოვა ქვემოთ - ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისივე შეფასებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება... Читать дальше...

„ყაზტრანსგაზის“ მაგივრად - „თბილისი ენერჯი“

Radiotavisupleba.ge 

დღეიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისი“„თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება დედაქალაქის მცხოვრებლებს. „კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდის ლოგოს, ფერის და სხვა ელემენტების სრულად განახლებას.“ - წერია თბილისი ენერჯის 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. „ყაზტრანსგაზის“, ახლა უკვე „თბილისი ენერჯის“, გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძეა, ის „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ კომპანიის სპეციალური მმართველი იყო, მანამდე კი მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი. Читать дальше...

ჰორმუზის სრუტეში პატრულირების თაობაზე აშშ-ის გეგმას გერმანია „თავშეკავებით“ შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

გერმანია "თავშეკავებით" შეხვდა აშშ-ის გეგმას, განთავსდეს სამხედრო-საზღვაო მისია ჰორმუზის სრუტეში, მაგრამ განიხილავდა ევროპის მისიაში მონაწილეობას, განაცხადა გერმანიის მთავრობამ 31 ივლისს. მთავრობის პასუხი მოყვა აშშ-ის წინადადებას ერთი დღით ადრე. ვაშინგტონი გეგმავს მსოფლიოს უდიდეს სანავთობო საზღვაო გზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და „ირანის აგრესიასთან ბრძოლას“, რისი ფონიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობაა. ბერლინის წარმომადგენლმა, ულრიკე დემერმა განაცხადა, რომ გერმანია კვლავაც დიპლომატიური გზებს უჭერს მხარს... Читать дальше...

პროტესტის 42-ე დღე - საუბარი ეკონომიკის გასაჭირზე

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველზე გრძელდება საპროტესტო აქციის ფარგლებში მიმდინარე გადაცემათა ციკლი  „სირცხვილია“, რომლის სტუმრები 31 ივლისს არიან ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - გიორგი ქადაგიძე და ეკონომისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს მკვლევარი ბესო ნამჩავაძე. გადაცემა #სირცხვილია ტრადიციულად დაიწყო იმ ადამიანებზე საუბრით, ვის მიმართაც აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლება განაგრძობს პოლიტიკურ რეპრესიებს. „ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც 20 ივნისს ჯერ გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებას... Читать дальше...

მაია სანდუ: „მოლდოვის არც ერთი ხელისუფლება არ შეეგუება რუსეთის სამხედროების ყოფნას მის ტერიტორიაზე“

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ რუსი კოლეგის, დმიტრი მედვედევის მიწვევით, შემოდგომაზე აპირებს რუსეთში ჩასვლას. რუსულ სააგენტო „ტასსთან“ ინტერვიუში სანდუმ განაცხადა, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართება მოლოდოვისა და რუსეთის სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრა. „სექტემბრის დასაწყისში მოსკოვში ჩავა საგარეო საქმეთა მინისტრი. ამის შემდეგ მალე გაიმართება ჩემი ვიზიტი. ვგეგმავთ განვიხილოთ ორხრივი თანამშრომლობის საკითხთა მთელი სპექტრი, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ვაჭრობის, ჩვენი მოქალაქეების რუსეთში ყოფნის... Читать дальше...



ციმბირში ტყის ხანძრების ჩაქრობაში სამხედროებიც ჩაერთვებიან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, ციმბირში ტყის ხაძრების ჩაქრობაში თავდაცვის სამინისტროც ჩაერთვება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება. ვარაუდობენ, რომ ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობას მიიღებს დაჯგუფება, რომელიც მანამდე ირკუტსკის ოლქში შეიქმნა წყალდიდობის შედეგებთან საბრძოლველად. ინტერნეტგამოცემა "მედუზის" თანახმად, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კრასნოიარსკის მხარეში ხანძრის ჩასაქრობად გააგზავნიან 10 თვითმფრინავს ილ-76 და 10 სპეციალიზებულ ვერტმფრენს. ამასთან... Читать дальше...

თქვენ გენაცვალოთ ჟორა მელია!

Radiotavisupleba.ge 

კედლებზე „ბრძნული აზრებისა“ და საკუთარი სახელების წერის ტრადიცია მრავალ ასეულ წელს ითვლის. მწერალი მაყვალა მრევლიშვილი სინანულით იხსენებს მეტეხის გაუქმებული ციხის გადაჭრელებულ კედლებს, რომლებმაც იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომავალ მწერალზე, რომ პატიმრების ნააზრევის (როგორც თვითონ ამბობს, ქალაქური ფოლკლორის მარგალიტების) ფურცლებზე გადატანაც კი დაავიწყდა. წარწერებითაა გადავსებული საკნის კედლები ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავში“: „შიდა კედლების ყველა ქვა წარწერებით ყოფილა დაფარული: ტუსაღების სახელებით... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი ხალხს: დენდრო-პარკს რომ სათოფეზე არ გაკარებენ, კითხვებს  რატომ არ სვამთ?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკზე მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ხალხს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს დაპირებას ახსენებს: „მთელ საქართველოში ხეები რომ გადათხარა და ე.წ. დენდრო-პარკში გადარგო, გახსოვთ რას ამბობდა? იმისთვის მინდა, რომ ხალხი შემოვიდეს და ხალხმა ნახოსო. ხალხს რომ სათოფეზე არ აკარებენ იქ, ამაზე კითხვას რატომ არ სვამთ? ივანიშვილი თვლის, რომ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება“, - აცხადებს სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი იმ ხალხს მიმართავს... Читать дальше...

ეკონომიკა, რომლის უმნიშვნელო ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახება

Radiotavisupleba.ge 

მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური შიდა პროდუქტის ზრდამ 5 %  შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვის ზრდამ 4,9 %

ბომბს ეძებენ კლინიკა "ჰელსიკორში" - ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის უნივერსტეტში შესული შეტყობინების შემდეგ, რომელიც შენობაში ბომბის არსებობას ამტკიცებდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დანაღმულია თბილისში ქართულ-ებრაული კლინიკა „ჰელსიკორი“. * ​ რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ ამ დროისთვის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საღამოს 6 საათისთვის მიიღეს ელექტრონული შეტყობინება, რომ შენობაში ბომბია.  *ახალი ამბავი შესწორებულია: დაზუსტებულია კლინიკის სახელწოდება. Читать дальше...

„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ საფეხბურთო დაპირისპირებამ სომხებს „მიმინო“ გაახსენა

Radiotavisupleba.ge 

რუბენ ხაჩიკიანი ვალიკო მიზანდარის წინააღმდეგ - ცნობილი ფილმის, „მიმინოს“ პერსონაჟების პოსტერით დააანონსა სომხეთის საფეხბურთო კლუბის - „არარატ-არმენიას“ ფეისბუკის გვერდმა მოახლოებული ორრაუნდიანი დაპირისპირება თბილისის „საბურთალოსთან“. საქართველოსა და სომხეთის ჩემპიონი კლუბები პირველ თამაშს 8 აგვისტოს გამართავენ, ერევანში. 16 აგვისტოს კი საპასუხო მატჩს თბილისი უმასპინძლებს.

ვიცე-პრემიერი პუტინის გინებას ლარის კურსის ვარდნის მიზეზთა შორის ასახელებს

Radiotavisupleba.ge 

ლარის კურსის გაუარესებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და სატელევიზიო ეთერიდან ვლადიმირ პუტინის გინებას უკავშირებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. „როდესაც ჩვენ გავუკეთებთ ანალიზს 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა გაუარესება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის, შემდეგ - პირდაპირი ეთერიდან მეზობელი... Читать дальше...

სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა

Radiotavisupleba.ge 

31 ივლისს, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო  „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საჩივარი და ძალაში დატოვა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოსა და საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ  700-700 000 ლარის გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწვეტილებით, დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნაც იმის თაობაზე, რომ მამუკა... Читать дальше...

სააპელაციოს უარი: ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება

Radiotavisupleba.ge 

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო საჩივარი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეცვლის თაობაზე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა.  მამუკა ჭაბაშვილი მოითხოვდა ბრალდებული 50 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოეშვათ. ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით არის აღძრული, რაც  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების... Читать дальше...

ბათუმის უნივერსიტეტმა შენობაში ბომბის არსებობის ცრუ შეტყობინება მიიღო

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საღამოს 6 საათისთვის მიიღეს ელექტრონული შეტყობინება, რომ შენობაში ბომბია. ჯერჯერობით დაუდგენელი მისამართიდან შეტყობინების მიღების შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. ბათუმის უნივერსიტეტში ამჟამად არდადეგებია. ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც შენობა დაატოვებინეს. გამნაღმველებმა შენობის შემოწმება საღამოს 7 საათისთვის დაასრულეს. მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ტერაქტით მუქარის მუხლით.

მოსკოვის საავადმყოფოში გამორიცხავენ, რომ ნავალნი საპატიმროში მოწამლეს

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გამოირიცხა, რომ შესაძლოა, მოწამვლა ყოფილიყო საავადმყოფოში მისი გადაყვანის მიზეზი. ეს განცხადება 31 ივლისს გააკეთა სკლიფასოვსკის სამედიცინო ცენტრის მთავარმა ექიმმა, ალექსეი ტოკარევმა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ამჟამად 30-დღიან პატიმრობას იხდის უსანქციო მიტინგში მონაწილეობისაკენ მოწოდებით გამოსვლისათვის, 28 ივლისს გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ციხეში მას სახე დაუსივდა და ტანზე გამოაყარა. Читать дальше...


Музыкальные новости
Баста

Баста запланировал провести донской кубок с участием ФК «Ростов», «Чайка» и «СКА-Ростов»





Персональные новости
Культура

Регионы Россия, Культура Детям, Концерт Победы: Театр кукол Ульгэр поздравляет "Вальсом Победы" земляков





რა გზავნილებით ჩავიდა სამცხე-ჯავახეთში „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი

Radiotavisupleba.ge 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობა და ერთობა“ დაფუძნდა. მისი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი „კონსერვატიული პარტიის“ ყოფილი წევრია და 2012 წელს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა. სანდროშვილის მიერ ორგანიზაციის დაფუძნების გამო, ახალციხეში ჩავიდა „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი. ბათუმში დაბადებული ხომერიკი წლებია რუსეთში ცხოვრობს და იქაურ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირადაა მიჩნეული. ოლეგ სანდროშვილი ამბობს... Читать дальше...

სვეტლანა ალექსიევიჩი: „მე ცხოვრებაში ქალებიც მყვარებია და კაცებიც“

Radiotavisupleba.ge 

ავტორი: ჰანა სოუსი “არ ვაპირებ ჩემი პირადი ცხოვრების განხილვას“, - ასე უპასუხა ნობელის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა რადიო თავისუფლებას, რომელმაც სთხოვა მწერალს განემარტა, რა იგულისხმა მან პოლონურ გამოცემა „გაზეტა ვიბორჩასთან“ ინტერვიუში, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ „თავად მას ცხოვრებაში ქალებიც ჰყვარებია და კაცებიც“. რა თქმა უნდა, სიყვარული სიყვარულია. მთავარია მოხდეს სასწაული, ხოლო ვისთან - ეს უკვე ნაკლებ საინტერესოა. თავად მე ცხოვრებაში ქალებიც მყვარებია და კაცებიც... ... Читать дальше...

ეროვნული ბანკი 1 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარს გაყიდის

Radiotavisupleba.ge 

ლარის კურსის დრამატულ ცვლილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებას იწყებს და 1 აგვისტოს 40 მილიონ დოლარს სავალუტო აუქციონზე გაყიდის.  „ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.  აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი... Читать дальше...

„რუსთავი 2“ არ გაითიშება, გადასაწყვეტია „TV პირველისა“ და „ერთსულოვნების“ საკითხი

Radiotavisupleba.ge 

„რუსთავი 2“-ის გათიშვის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან ტელეკომპანიამ დავალიანება დაფარა, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სტერეო +“-ის დამფუძნებელმა, დავით ზილფიმიანმა. მისივე თქმით, ჯერ ისევ ღიად რჩევა ტელეკომპანია "პირველისა" და საპატრიარქოს ტელეარხ "ერთსულოვნების" მაუწყებლობის შეწყვეტის საკითხი. „ერთი არხის მაუწყებლობის ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით 25 ათას ლარს შეადგენს. „რუსთავი 2“-თან დადებული ხელშეკრულება სამი არხის („რუსთავი 2“, „მარაო“ და „მესამეს“) მომსახურებას გულისხმობს და გადასახადი... Читать дальше...

როგორ იღებდნენ „ოსკარზე“ წარდგენილ ფილმს აგვისტოს ომზე -  ინტერვიუ ფილმის სცენარისტ ირაკლი სოლომონაშვილთან

Radiotavisupleba.ge 

„ოსკარზე“ საქართველოდან დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმი, „შინდისი“ გაიგზავნება და მონაწილეობას მიიღებს კონკურსში - საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში. დიტო ცინცაძის ფილმი შინდისის ბრძოლის გმირებს ეძღვნება და მას საფუძვლად უდევს აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან მომხდარი ნამდვილი ამბავი. რადიო თავისუფლება გთავაზობთ ინტერვიუს ფილმის სცენარის ავტორთან, ირაკლი სოლომონაშვილთან. რატომ აირჩიეთ სწორედ  შინდისის ბრძოლის ეპიზოდი სცენარის და შემდეგ უკვე ფილმის მთავად თემად და საერთოდ, როგორ გაჩნდა ამ ამბის ფილმად ქცევის იდეა? Читать дальше...

თეონა აქუბარდია: უსაფრთხოების საბჭოს დებულება დაგვიანებით დაამტკიცეს და უკანა რიცხვით აამოქმედეს

Radiotavisupleba.ge 

„მთავრობამ დაარღვია კანონი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“, - წერს „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია საკუთარი ფეისბუკის გვერდზე. ის აქვეყნებს საქართველოს მთავრობის 17 ივლისის  # 337 დადგენილებას, რომლის  მიხედვით, დამტკიცდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება. თუმცა დებულების მეორე მუხლის თანახმად, დადგენილების ამოქმედების თარიღად 7 ივნისია მითითებული. თეონა აქუბარდია წერს, რომ მთავრობას, გარდამავალი დებულებით... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

«Спартак» обыграл «Динамо» 2:0 в полуфинале Пути регионов Кубка России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в ⅛ финала турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве заметили первый в России электромобиль Tesla Cybertruck





Путин в России и мире
Москва

Путин: пример поколения ветеранов Великой Отечественной войны вдохновляет и сейчас


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве СБУ проводит облавы против нелояльных Зеленскому


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

После резкого поста о Надежде Стрелец мама Тимати вступила в дискуссию с подписчиками и неожиданно упомянула Ксению Собчак



Москва

Вильфанд рассказал о неблагоприятной погоде в Москве и возможных заморозках

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net