სააპელაციოს უარი: ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება
"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო საჩივარი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეცვლის თაობაზე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა.
მამუკა ჭაბაშვილი მოითხოვდა ბრალდებული 50 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოეშვათ.
ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
ირაკლი ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.