123ru.net
World News in Georgian
Июль
2019

Новости за 08.07.2019

აშშ აცხადებს, რომ შეინარჩუნებს ზეწოლას ირანზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეინარჩუნებს ზეწოლას ირანზე, იმ ფონზე, როცა თეირანი იმუქრება, რომ შესაძლოა ჩართოს დეაქტივირებული ცენტრიფუგები და ურანის გამდიდრება 20 პროცენტამდე გაზარდოს. ეს ნაბიჯები ნაწილია ირანის დაშორებისა 2015 წლის, საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებისგან, რომელსაც ვაშინგტონი შარშან გამოეთიშა.  პენსმა 8 ივლისს ისრაელის მხარდამჭერ ქრისტიანულ ორგანიზაციას ვაშინგტონში უთხრა, აშშ "არასოდეს დაუშვებს ირანის მიერ ატომური იარაღის მოპოვებასო". ირანი მუდმივად იმეორებს... Читать дальше...

სახალხო დამცველი: მთავარია არ მოხდეს ძალადობრივი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებს შორის

Radiotavisupleba.ge 

“ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და მაღალია ტემპერატურა. დღეს, ყველასთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ მოხდეს ძალადობრივი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებს შორის, რისიც ძალიან მაღალი რისკები არსებობს. იმედი მაქვს, რომ აქციის ორგანიზატორები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ ვითარებას, რომელიც არსებობს.  სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს არ ეძლევათ შესაძლებლობა იქ გააპროტესტონ, სადაც რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ ერთსა და იმავე საკითხს. იმედი მაქვს, რომ მალე სიტუაცია დამშვიდდება. Читать дальше...

ორჰან ფამუქი: „ვცდილობ სხვა ადამიანების თვალით შევხედო ცხოვრებას“

Radiotavisupleba.ge 

„იმისათვის, რომ მშობლიური ქალაქის მელანქოლიური სულის ძიებაში კულტურების გადაკვეთისა და დაპირისპირების ახალ სიმბოლოებს მიაგნო, თურქ მწერალ ორჰან ფამუქს 2006 წელს ნობელის პრემია მიენიჭა. მას დიდება მოუტანა წიგნებმა: „მე მქვია წითელი“, „სტამბოლი - ხსოვნათა ქალაქი“ და „უბიწოების მუზეუმი“. ფამუქმა აღიარება მოიპოვა არა როგორც ბრწყინვალე მწერალმა, არამედ როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების ქომაგმა. მას შემდეგ, რაც 2005 წელს მწერალმა განაცხადა, „დახოცეს 30 ათასი ქურთი და მილიონი სომეხი, მაგრამ ამაზე ჩემ გარდა ლაპარაკს ვერავინ ბედავსო“... Читать дальше...



რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას ურჩევს, დაიმალოს

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი  ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანს გიორგი გაბუნიას ურჩევს, რუსეთის პრეზიდენტის გინების მერე დაიმალოს, რადგან “ არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”. რუსული მედიის ინფორმაციით, რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას „არარაობას“ უწოდებს და მას  კავკასიის შვილად არ მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, კავკასიაში ასეთი სიტყვებით მოსისხლე მტერსაც კი არ მიმართავენ. კადიროვის განცხადებით, გიორგი გაბუნიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას... Читать дальше...

შსს-ში აცხადებენ, რომ აქციებზე პოლიციელების შესაბამისი რაოდენობაა მობილიზებული

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე მოქალაქეთა  უსაფრთხოებას პოლიციელების სათანადო რაოდენობა იცავს: „დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. აქციის ადგილებზე უსაფრთხოების ზომების და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად მობილიზებული არიან შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო დანაყოფები“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ლევან ვასაძემ აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის მისვლა მოითხოვა

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ  პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. იგი ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძემ აქციაზე უნდა დადოს პირობა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი გაუქმდება. „მობრძანდეს პარლამენტის თავმჯდომარე აქ და მოგცეს პირობა, რომ გაააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

სახალისო ფოტოანიმაციებით გამოხატული ლუის პროტესტი

Radiotavisupleba.ge 

ლუი კაცაძე 16 წლისაა. მესამე კვირაა, სახალისო ფოტოანიმაციებს ქმნის “თავისუფლების ქვეყნის”, ამერიკელი ხალხის მიერ გამოგონილი პერსონაჟების, ბაბუა და შვილიშვილის - რიკისა და მორტის - მონაწილეობით. პროექტი, რომლითაც ლუი საკუთარ პროტესტს გამოხატავს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ იქმნება. ანიმაციური გმირები რიკი და მორტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ, დადიან თბილისში აქციებზე და გამოხატავენ პროტესტს ცალ თვალზე ხელის აფარებით. Читать дальше...

ნიკა გვარამია შსს-ს: ალაგმეთ თქვენი "ბანდერლოგები"

Radiotavisupleba.ge 

„სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია. ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას. ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას“ - წერს „რუსთავი2-ის „ გენერალური... Читать дальше...



ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე" - მტერს მტერი უნდა დაერქვას!

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მივცეთ სახელმწიფოს მტრობის და ქვეყნის იმგვარ რეალობაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომლის წინაშეც მათ 11 წლის წინ დაგვაყენეს. პირველი ნაბიჯი კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადეკვატური შეფასება უნდა იყოს:  მტერს მტერი უნდა დაერქვას", -  წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“   საქართველოს  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მისი შეფასებით, 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა ავანტურისტულ პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცა... Читать дальше...

შსს წარმომადგენელი - მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს,  დაიცვან უსაფრთხო დისტანცია

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა  ვაჟა სირაძემ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გადაინაცლონ პარლამენტთან: "მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს, ავუხსენით, რომ ორ სხვადასხვა შეკრებას შორის არ უნდა მოხდეს კონფრონტაცია. შესაბამისად, პოლიცია ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები და უსაფრთხო დისტანცია. მოვუწოდე აქციის ორგანიზატორებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნუ გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ვუთხარით, რომ  დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. Читать дальше...

„საჩუქარი ვამპირებს“ - რუსულენოვანი ინტერნეტი გიორგი გაბუნიას მონოლოგზე

Radiotavisupleba.ge 

კვირა საღამოს ტელეარხ „რუსთავი 2“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მაყურებელს მოულოდნელად რუსულ ენაზე მიმართა - უფრო სწორად, არა მაყურებელს, არამედ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელსაც ის თითქმის ერთი წუთის განმავლობაში აგინებდა უშვერი და უწმაწური ფორმულებით. ცხადია, რუსეთში ამის შესახებ მალე გაიგეს. მომხდარს პირველები გამოეხმაურნენ კრემლის მომხრე ბლოგერები და ცენტრალური ტელეარხების წამყვანები, რომლებმაც ლანძღვა არა მხოლოდ გაბუნიას, არამედ საქართველოს მთავრობის, საკუთრივ საქართველოსა და ქართველების მიმართაც არ დაიშურეს. Читать дальше...

ლევან ვასაძე:  „თბილისი პრაიდი“ გადაიქცა თბილისი ჰაიდად

Radiotavisupleba.ge 

„თბილისი პრაიდი“ გადაიქცა თბილისი ჰაიდად - ეს არის კუკუდამალობანა, თავის გაბითურება მათი მხრიდან, - განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. „რა თქმა უნდა, კურდღლებს შეუძლიათ იქ სადმე ვარკეთილში აირბინონ, რამდენიმე ფოტო გადაიღონ და მერე იქიდანაც გაიქცნენ. აქ მოვედით იმისთვის, რისთვისაც მივედით რუსთაველზე, ვერის ბაღში, რომ არ დავუშვათ უსირცხვილობის საჯარო ზეიმი და ტაშ-ფანდური“, - განაცხადა ვასაძემ. მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტრომ თბილისი პრაიდისა და ღირსების... Читать дальше...

ანტისაოკუპაციო აქციაზე  პირს თავის არეში რაღაც საგანი ჩაარტყეს

Radiotavisupleba.ge 

ანტისაოკუპაციო აქციაზე ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. თავად დაზარალებული ამბობს, რომ მასთან მივიდა უცნობი პირი და თავში რაღაც ჩაარტყა. დაზარალებულის დამ კი განაცხადა, რომ მის ძმას თავში ქამარი ჩაარტყეს. დაზარალებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია განახლდა

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ტელეკომპანია დატოვოს ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ  და შეიცვალოს არხის მენეჯმენტი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში " 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით. დღეს, 8 ივლისს... Читать дальше...

რუსთაველზე პოლიციის კორდონის ორივე მხარეს აქციები მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

პუშკინის სკვერიდან პარლამენტისკენ დაძრული  ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არიან გაჩერებულები..მათ რიგით მე-19 აქციის გამართვა, წინა 18-ის დარად, პარლამენტის შენობის  წინ სურთ, თუმცა მათ ამაში ხელს სამართალდამცავების კორდონი უშლით. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე კორდონით ერთმანეთისგან ორი აქცია გამიჯნეს. პარლამენტის შენობის წინ დილიდან  ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციას მართავენ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები და სასულიერო პირები. Читать дальше...

"პრაქტიკულად, მთავრობამ გუშინ დაიწყო კამპანია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ეს არის სახიფათო!"

Radiotavisupleba.ge 

“საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც არის წახალისებული მთავრობის ქმედებისგან, ამბობს იმას, რომ ჩვენ გვინდა გამოხატვის თავისუფლების გარეშე ცხოვრება, გვინდა თავისუფალი სივრცის გარეშე ცხოვრება”, - ეუბნება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე რადიო თავისუფლებას.

რა ძალა და ფასი აქვს პუტინის გინებას საქართველოში?

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტის საქციელს, რომელიც ქვეყანაში თითქმის არავის მოეწონა, ხელისუფლებისა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან ძლიერი შეტევა მოჰყვა.

სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭრა საქართველოდან ღვინის იმპორტისა და ფულადი გადარიცხვების აკრძალვას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო სთხოვს რუსეთის მთავრობას შემოიღოს სანქციები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გაკეთებული უცენზურო განცხადებების შემდეგ. ამის თაობაზე რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა სათათბიროს სხდომის შედეგებზე საუბრის დროს. მისი სიტყვებით, გადაწყვეტილებას ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. საუბარია საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვაზე, ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის ფულადი გადარიცხვების აკრძალვაზე. Читать дальше...

გიორგი თაბაგარი: "დიახ, ღირსების მარში შედგა"

Radiotavisupleba.ge 

„დიახ, ღირსების მარში შედგა იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმობთ საჯარო სივრცეებს. საჯარო სივრცე გვეკუთვნის ჩვენ და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვერ გამოვედით იმ რაოდენობის, რა რაოდენობისაც დაგეგმილი იყო თავიდან, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავიზრდებით ყოველწლიურად და ჩვენ არ დავთმობთ სივრცეებს“, - უთხრა  „თბილისი პრაიდზე“ ჟურნალისტებს პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა. მისი თქმით, ქვეყნის სირცხვილია ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტომ 7 ივლისს უარი უთხრა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს ტრანსპორტირებასა და დაცვაზე. Читать дальше...


Музыкальные новости
Андрей Макаревич

В Госдуме заявили, что россияне не примут соболезнования приспособленцев вроде Макаревича*





Персональные новости
Владимир Потанин

Выпуск ЦФА на платформе «Атомайз» поможет снизить нагрузку на экологию





რუსეთის დუმის კომიტეტმა საქართველოდან ღვინის და წყლის მიწოდების აკრძალვას, ასევე ფულადი გზავნილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

News.ge 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა. „აუცილებელია მივიღოთ დამატებითი მკაცრი ზომები. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, უკვე გამოთქმულს სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობის მიერ პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის,ზოგიერთი სხვა საქონლის... Читать дальше...

„რუსთავი 2“-ზე – უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის

News.ge 

ჩვენ ვამაყობთ,რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ გუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, მომხდარის მიუხედავად, კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. „ჩვენ გვაქვს შეცდომები ამ განვითარების რთულ გზაზე, უშეცდომო არავინაა. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონმორჩილების ...

თინა ცისკარაძე გასაუბრებაზე გავიდა - აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევა დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატებთან გასაუბრება 8 ივლისიდან დაიწყო.

თინა ცისკარიძე გასაუბრებაზე გავიდა - აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევა დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატებთან გასაუბრება 8 ივლისიდან დაიწყო.

გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა

News.ge 

“რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა პოსტ სკრიპტუმში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ...

შსს-სთან ღირსების მარში ჩატარდა

Radiotavisupleba.ge 

შსს-თან თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში ჩატარდა: „მოძალადე მინისტრმა შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს. ჩვენ მოვედით მასთან და ჩვენ ვეუბნებით მას, გახარია წადი! ძალადობრივი რეჟიმი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვართ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები და ჩვენ ვიმსახურებთ ისეთივე ღირსეულ ცხოვრებას, როგორც სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები. გახარია წადი, გახარია წადი“, - სკანდირებენ ლგბტქი აქტივისტები.  ლგბტქი მსვლელობა თავდაპირველად 22 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Федерация бокса России на ВДНХ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Хачанов победил Черундоло и пробился в 1/8 финала турнира ATP в Майами


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве прошла эковыставка Hydrate The World





Путин в России и мире
Москва

Путин спросил Беглова о причинах снижения популярности Петербурга у туристов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Киев признал стагнацию ВСУ по всей линии фронта


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Mia Boyka призналась, что в детстве ходила в церковь почти каждый день



Москва

«МК»: Женщина утонула в пруду в Гольянове

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net